ფაბიო კაპელო ინგლისის ნაკრებში რომ დარჩა, ეს უკვე იცით. მაგრამ დარჩა არა იმიტომ, რომ ყველაფერი ძველებურად გაგრძელდეს, არამედ იმისთვის, რომ...

ფაბიო კაპელო ინგლისის ნაკრებში რომ დარჩა, ეს უკვე იცით. მაგრამ დარჩა არა იმიტომ, რომ ყველაფერი ძველებურად გაგრძელდეს, არამედ იმისთვის, რომ ყველაფერი შეიცვალოს. როგორც იტალიელის სპეციალისტის ახლობელმა "დეილი მეილს" გაუმხილა, ინგლისის ნაკრების თავკაცი რევოლუციას იწყებს. გუნდს დატოვებს ბევრი ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც თითქოს ადგილი გარანტირებული უნდა ჰქონოდა - დიახ, ერთ-ერთი მათგანი შეიძლება ჯონ ტერიც იყოს. ლაპარაკია ასევე მეკარე რობერტ გრინზე, რომელიც აშშ-ს ნაკრებთან დაშვებულმა შეცდომამ ფსიქოლოგიურად დათრგუნა, ასევე, მცველ მეტიუ აპსონსა და გარემარბ შონ რაიტ-ფილიპსზე.

აი, რას ამბობს კაპელოს ახლობელი: "ფაბიოს მიაჩნია, რომ უპატიებელია, ფეხბურთელები ასე კარგად თამაშობდნენ საკვალიფიკაციო ეტაპზე და აბსოლუტურად ვერაფერს აკეთებდნენ მუნდიალის ფინალურ ეტაპზე. ის სწუხს, რომ ფეხბურთელებს მოედანზე ხასიათის სიმტკიცე აკლდათ. ამავე დროს, ის დარწმუნებულია, რომ მომავალში მსგავსი არაფერი მოხდება. თუმცა ფაბიო მზად არის, სერიოზული ცვლილებები განახორციელოს".

ვარაუდობენ ასევე, რომ გუნდში აღარ იქნებიან ემილ ჰესკი და ლედლი კინგი, ხოლო 40 წლის დევიდ ჯეიმსისთვის სანაკრებო კარიერა რომ დასრულდებოდა, ისედაც ნათელი იყო. 10 აგვისტოს ინგლისის ნაკრები "უემბლიზე" უნგრეთს უმასპინძლებს და ეს იქნება ერთგვარი პრეზენტაცია ინგლისის ახალი ნაკრებისა, რომლის ზურგზეც გადაივლის ევრო 2012-ის შესარჩევი ციკლი.

აი, პატარა ფრაგმენტი კაპელოს ვრცელი კომენტარიდან, რომელიც მან ასოციაციის თავკაც დეივ რიჩარდსთან შეხვედრის შემდეგ გავრცელდა: "მან მკითხა, რას ვფიქრობდი მომავალი ტურნირის თაობაზე, როგორც წარმომიდგენია გუნდში ახალგაზრდების ინტეგრაცია, მაგალითად - ადამ ჯონსონის, ჯო ჰარტის"...

ხედავთ, კაპელომ უკვე გათქვა ორი ახალი სახელი. "დეილი მეილმა" იცის სხვები - ჯეკ როდუელი "ევერტონიდან", "არსენალის" წყვილი - ჯეკ უილშერი და კირან გიბსი, ასევე 29 წლის ფორვარდი ბობი სამორა... ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი ამათგანი, თუ ყველა არა, აუცილებლად მოხვდება საუნგრეთო შემადგენლობაში.

ალბათ, ცვლილებები არ შეეხება რიო ფერდინანდს, რომლის მხარდაჭერასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მწვრთნელისთვის პოსტის შენარჩუნების საკითხში. ტრავმის გამო, რაც რიოს მუნდიალის გამოტოვებად დაუჯდა, ის ნოემბრამდე ვერ ითამაშებს. კაპელომ უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა კაპიტნად სტივენ ჯერარდი...

მოკლედ, წინ საინტერესო პროცესი გველოდება. შეძლებს კაპელო შელახული იმიჯის რეაბილიტაციას? ვნახოთ, წინ მთელი შესარჩევი ციკლია...

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"