"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერის კობი ბრაიანტის მაისურა ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩინეთში. ამჯერად, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ევროპაში ლიგის წამყვან მოთამაშეთა მაისურების რეალიზაციის მაჩვენებლები.

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერის კობი ბრაიანტის მაისურა ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩინეთში. ამჯერად, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ევროპაში ლიგის წამყვან მოთამაშეთა მაისურების რეალიზაციის მაჩვენებლები. აქაც ლიდერი კობი ბრაიანტია, რომელიც მესამე წელია ინარჩუნებს პირველობას. გარდა ამისა, კობის მაისურა ამერიკის ინტერნეტ-მაღაზიებშიც ყველაზე პოპულარული გახლავთ - მესამედ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ "ბებერ კონტინენტზე" პოპულარული მაისურების ათეულში შევიდა ხუთი ევროპელი კალათბურთელის სათამაშო ფორმა. ესენი არიან ესპანელები - პაუ გასოლი ("ლეიკერსი", მეოთხე ადგილი) და ხოსე კალდერონი ("ტორონტო", მეშვიდე), იტალიელი ანდრეა ბარნიანი ("ტორონტო", მეექვსე), გერმანელი დირკ ნოვიცკი ("დალასი", მეცხრე) და ფრანგი ტონი პარკერი ("სან ანტონიო", მეათე).

ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა რუდი ფერანდესმა "პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის" ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე ზურგის ტრავმა მიიღო და იძულებული გახდა ნაადრევად შეეწყვიტა მეცადინეობა. კალათბურთელმა დაზიანება ბურთის ჩატენვისას მიიღო. ამ მომენტისთვის ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია ტრავმა და რა დრო დასჭირდება მის მკურნალობას. აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში ფერნანდესმა ზურგზე ოპერაცია გადაიტანა, რის გამოც რეგულარული ჩემპიონატის 20 მატჩი გამოტოვა.

წარსულში ცნობილ კალათბურთელს კრის მალინს "ნიუ იორკ ნიქსის" გენერალური მენეჯერის პოსტს უწინასწარმეტყველებენ. ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა დონი უოლშმა განაცხადა.

ამასთან, კლუბის მფლობელი ჯეიმს დოლანი ამ პოსტზე ლეგენდარული აიზია ტომასის კანდიდატურას იწონებს, ხოლო უოლში მალინსა და "ნიუ იორკის" ყოფილ მოთამაშეს - ალან ჰიუსტონს შორის აპირებს არჩევანის გაკეთებას.

"ნიუ ორლეან ჰორნეტსის" გამთამაშებელმა კრის პოლმა შეტყობინება გაუგზავნა "დენვერ ნაგეტსის" ლიდერ კარმელო ენტონის და ფორვარდს "ჰორნეტსის" რიგებში გადასვლა შესთავაზა.

ივნისში პოლმა განაცხადა, რომ თუ "ნიუ ორლეანის" ხელმძღვანელობა შემადგენლობის გაძლიერებაზე არ იზრუნებდა, სხვა კლუბში გააგრძელებდა კარიერას. ამის შემდეგ კალათბურთელსა და "ჰორნეტსის" შეფობას შორის მოლაპარაკებები გაიმართა და პოლმა კლუბში დარჩენა გადაწყვიტა, ახლა კი თავისთან კარმელოსაც ეპატიჟება.

კრისმა ენტონის აუხსნა, რომ "ჰორნეტსში" გადასვლა ოდეალური ვარიანტი იქნებოდა ორივე ვარსკვლავისთვის. "ნიუ ორლეანის" გენერალური მენეჯერი დელ დემპსიც დაინტერესდა ამ იდეით.

"ტორონტო რეპტორზის" ხელმძღვანელობამ გამოიყენა დემარ დეროზანის კონტრაქტში არსებული პუნქტი და ერთი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი ახალგაზრდა კალათბურთელთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ფორვარდი 2012 წლის ზაფხულამდე დარჩება კანადურ კლუბში. გარიგების ფინანსური დეტალები უცნობია. დეროზანმა შარშან 77 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 8.6 ქულა და 2.9 მოხსნა დააგროვა.

ამასობაში, "ტორონტო" კვლავაც ცდილობს "შარლოტ ბობკეტსის" ფრანგი ლეგიონერის - ბორის დიაოს გადაბირებას. ამ ზაფხულს "რეპტორზსა" და "ბობკეტსს" შორის თითქმის გაფორმებული იყო გარიგება, მაგრამ ბოლო მომენტში "შარლოტის" მფლობელმა მაიკლ ჯორდანმა უარი თქვა ტრეიდზე, რომლის მიხედვითაც მის გუნდში ხოსე კალდერონი უნდა გადასულიყო.

როგორც New York Daily News წერს, "ტორონტო" კვლავინდებურად დაინტერესეულია დიაოთი და მზად არის "ბობკეტსის" მხრიდან გაცვლის შესახებ ვარიანტები მოისმინოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს