სიტუაცია გერმანიისა და არგენტინის მატჩის შემდეგ, გერმანული ტელეკომპანია ZDF-ის პირდაპირ ეთერში დაიძაბა
გერმანიისა და არგენტინის მატჩს დაძაბულობის პიკისთვის არ მიუღწევია. სამაგიეროდ, სიტუაცია მატჩის შემდეგ, გერმანული ტელეკომპანია ZDF-ის პირდაპირ ეთერში დაიძაბა: ერთმანეთს გერმანული ფეხბურთის ლეგენდა და ყოფილი კაპიტანი ოლივერ კანი და ბუნდესგუნდის მენეჯერი ოლივერ ბირჰოფი დაუპირისპირდნენ.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ კანმა გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები გააკრიტიკა:

"დაუშვებელია, რომ ფეხბურთელი ყოველთვის კმაყოფილი იყოს. ჯერ იყო და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იტალიასთან უსიცოცხლოდ ითამაშეს, 1:2 წააგეს და მაინც კმაყოფილები იყვნენ; ახლა კი არგენტინასთან 1:3-ზე წაგებითაც კმაყოფილები არიან და მეტიც: თურმე ამით ჩვენც კმაყოფილები უნდა ვიყოთ.

ძალიან ვბრაზდები, როცა ვხედავ, რომ ბიჭები გამოდიან და ამბობენ, ეგ არაფერი, ამხანაგური მატჩი წავაგეთ, ყველაფერი კარგადააო."

ბირჰოფის კონტრშეტევა:

"მე მახსოვს, რომ 2002 წლის მუნდიალის ფინალის შემდეგ, რომელიც ბრაზილიასთან წავაგეთ, ოლივერ კანი ძელთან დადუმებული იჯდა..."

კანმა, რომელიც 2002 წლის მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, ასე უპასუხა:

"ვიკამათოთ? არა მგონია, რომ ეს ახლა და აქ საჭირო იყოს."

ბირჰოფს, რომელიც ჩვეულებისამებრ გერმანიის ნაკრებისა და მისი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვის ინტერესებს იცავდა და იცავს, არც ის მოეწონა, კანმა იოგის ტაქტიკა რომ გააკრიტიკა - დაცვა კომპაქტურად არ იდგა, ხედირა ზედმეტად ხშირად ერთვებოდა შეტევებში, არგენტინელებს კი კიდევ რამდენიმე გოლის გატანა შეეძლოთო. ეს განცხადება პირდაპირ ლიოვისკენ იყო მიმართული.

"არგენტინელებმა ჩვენს კართან ზედმეტად ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს. ვფიქრობ, ბუნდესმწვრთნელი ბევრ რამეზე უნდა დაფიქრდეს!" - კბილებში გამოსცრა "ტიტანმა".

ფაქტია, რომ ევროპის ჩემპიონატზე იმედგაცრუების შემდეგ გერმანიის ნაკრების მწვრთნელს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა.

15 აგვისტოს ცხადად გამოჩნდა ისიც, რომ კანს და კომპანიას არ მოეწონათ ლიოვის რეაქცია იმ კრიტიკაზე, რაც მას იტალიასთან წაგების შემდეგ დაატყდა თავს.

შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბუნდესგუნდის გარშემო სიტუაცია დაძაბულია და ლიოვს და მის შეგირდებს ახლა უკვე მხოლოდ შედეგი უშველით.

თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ გერმანელები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს ფარერებთან მატჩით იწყებენ, წესით, ამ დღეებში იოგის მშვიდად უნდა ეძინოს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო