ამერიკელმა მოკრივემ ტიმოტი ბრედლიმ განმეორებით ბრძოლაში გამოიწვია ფილიპინელი მენი პაკიაო
ამერიკელმა მოკრივემ ტიმოტი ბრედლიმ განმეორებით ბრძოლაში გამოიწვია ფილიპინელი მენი პაკიაო.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ივნისში ტიმოტიმ 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBO-ს საჩემპიონო ქამარი ჩამოართვა აზიელ მოკრივეს.

ბრედლიმ განაცხადა, რომ პაკიაოს ეშინია მისი, რადგან გამარჯვება არ შეუძლია. ამერიკელი მოკრივის თქმით, მენის გუნდი აჭიანურებს განმეორებით ბრძოლაზე გადაწყვეტილების მიღებას.

როგორც ინტერნეტ-გამოცემა Boxingnews24 იტყობინება, პაკიაო თავის მორიგ ბრძოლას 2012 წლის 10 ნოემბრისთვის გეგმავს. სახელდება სამი პრეტენდენტი: ბრედლი, პუერტორიკოელი მიგელ კოტო და მექსიკელი ხუან მანუელ მარკესი. ამ უკანასკნელს ფილიპინელი სამჯერ შეხვედრია, კოტოს - ერთხელ.

ბრედლის გამარჯვება პაკიაოზე საკამათო იყო - მას ორმა მსაჯმა მიანიჭა უპირატესობა, ერთმა ფილიპინელის მხარე დაიჭირა. ამ გადაწყვეტილებამ პრესისა და სპეციალისტების მხრიდან დიდი კრიტიკა გამოიწვია და ბევრმა განაცხადა, რომ სინამდვილეში, ბრძოლა პაკიაომ მოიგო.

28 წლის ბრედლის პროფესიულ რინგზე 29 გამარჯვება აქვს მოპოვებული 30 ბრძოლიდან. ერთ შეხვედრა გაუქმებულად გამოცხადდა.

33 წლის პაკიაომ 60 ბრძოლის გამართვა მოასწრო: მოიგო 54 (38 - ნოკაუტით), წააგო ოთხი და ორი ფრედ დაასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა