მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა კომენტარი გაუკეთა ნადალის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ესპანელი ამერიკის ღია პირველობაზე ვერ ითამაშებს
მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა როჯერ ფედერერმა კომენტარი გაუკეთა რაფაელ ნადალის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ესპანელი "დიდი სლემის" ბოლო ტურნირზე - ამერიკის ღია პირველობაზე ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ნიუ იორკში მუხლის ტრავმის გამო არ ჩავა.

"ჩემთვის ეს სიურპრიზი არ ყოფილა. საქმე ისაა, რომ მე მას ადრე მივწერე და რაფამ მითხრა, რომ საქმე არც ისე კარგად იყო. ასე რომ, საქმის კურსში ვიყავი, რომ მას, შესაძლოა, არ ეთამაშა ნიუ იორკში. ჩოგბურთისთვის ეს ცუდი ამბავია და აქ განსახილველი არაფერია.

ძალიან მინდოდა რაფას სახელი აშშ-ის ღიას მონაწილეებს შორის მენახა. როგორც წესი, ტურნირამდე 12 დღით ადრე ხვდები, რომ კიდევ არის მკურნალობისა და მომზადების დრო. თუ მან ასე ადრე განაცხადა თამაშზე უარი, მართლაც ძალიან სერიოზულად ყოფილა საქმე. ეს გარკვეულ შეშფოთებას ბადებს.

ახლა ყველა ბჭობს იმაზე, დაბრუნდება თუ არა წელს ნადალი. მე იმედი მაქვს, რომ დაბრუნდება. ახლა მას რამდენიმე კვირა გამოუნთავისუფლდა. ასე რომ, ძალიან გონივრული გადაწყვეტილება მიიღო. მაგრამ, რა თქმა უნდა, საჩოგბურთო სამყაროსთვის ეს ნაკლები შვებაა", - ამბობს ფედერერი.

ასევე გამოხატეს ნადალის მიმართ მხარდაჭერა და სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვეს ესპანელს ნოვაკ ჯოკოვიჩმა და ენდი მიურეიმ.

კიმი მიქსტს ითამაშებს

ბელგიელმა ჩოგბურთელმა კიმ კლაისტერსმა, შესაძლოა, ამერიკის ღია პირველობაზე შერეულ წყვილთა თანრიგში ითამაშოს.

"ვაპირებ კორტზე ბობ ბრაიანთან ერთად გასვლას, - წერს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე კლაისტერსი. - ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, თან ძმები ბრაიანები ჩემს მეუღლესთან მეგობრობენ. ადრე ხშირად ჩაგვიტარებია ერთობლივი ვარჯიშები".

კიმის საუკეთესო შედეგი მიქსტში 2000 წელს, უიმბლდონის ფინალში გასვლა იყო. მაშინ მან ავსტრალიელ ლეიტონ ჰიუიტთან ერთად წააგო გადამწყვეტი მატჩი ამერიკელებთან - კიმბერლი პოსა და დონ ჯონსონთან.

შეგახსენებთ, რომ კლაისტერსი აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ ასრულებს სპორტულ კარიერას.

პეტკოვიჩი ბრუნდება

გერმანელი ჩოგბურთელი ანდრეა პეტკოვიჩი მონაწილეობას მიიღებს ნიუ ჰევენის ტურნირში, რომელიც 19-25 აგვისტოს გაიმართება.

ანდრეამ მოირჩინა ფეხის ტრავმა და მზად არის ტურში დასაბრუნებლად.

პეტკოვიჩმა ტრავმის გამო ამ სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა. დღეისთვის გერმანელი 27-ე ადგილს იკავებს მსოფლიოს რეიტინგში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად