ცინცინატის მსხვილ ტურნირზე 16 აგვისტოს მეორე წრე დასრულდა
ცინცინატის მსხვილ ტურნირზე 16 აგვისტოს მეორე წრე დასრულდა. სწორედ ამ ეტაპიდან ჩაებნენ ბრძოლაში მთავარი ფავორიტები.

საათნახევარი მოანდომა მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა იტალიელი ანდრეას სეპის დამარცხებას, რომელთანაც მანამდე რვიდან რვა მატჩი ჰქონდა მოგებული. ყველაზე საინტერესო მათი ბოლო შეხვედრა იყო როლან გაროსზე, როცა სერბ ჩოგბურთელს 0:2-დან მოუწია მატჩის გადარჩენა.

იტალიელმა ამჯერადაც სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია სერბს პირველ სეტში, ექვსი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, მაგრამ ტაი-ბრეიკზე წააგო. მეორე პარტიაში კი ჯოკოვიჩმა ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და 7:6, 6:2 გაიმარჯვა. მერვედფინალში ნოვაკი რუს ნიკოლაი დავიდენკოს შეხვდება.

მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი როჯერ ფედერერი რუს ალექს ბოგომოლოვს ხვდებოდა. ამ ჩოგბურთელთა პირველი და ერთადერთი შეხვედრა 2004 წელს, ავსტრალიის ღია პირველობაზე შედგა და რვაწლინახევრის შემდეგ არაფერი შეცვლილა. შვეიცარიელს უდიდესი უპირატესობა ჰქონდა და საკუთარ თავს პუბლიკაზე თამაშის უფლებაც მისცა - 6:3, 6:2.

გერმანელმა ტომი ჰაასმა ვერ შეძლო ზედიზედ მეორედ არგენტინელის დამარცხება. წინა დღეს, დავიდ ნალბანდიანთან გადატანილი სამსაათნახევრიანი მარათონის შემდეგ, გერმანელმა ვეტერანმა ორ სეტში წააგო ხუან მარტინ დელ პოტროსთან.

არგენტინელმა ოთხჯერ აიღო ჰაასის მოწოდება, ტომიმ კი ხუთიდან ერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. საათი და 37 წუთის შემდეგ ასეთი ანგარიში დაფიქსირდა - 7:5, 6:2.

ძალიან იოლად გააღწია მერვედფინალში ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონმა ენდი მიურეიმ. არადა, მას მეტოქედ ამერიკული ტურნირების სერიის ლიდერი სემ კუერი ჰყავდა. 25 წლის ბრიტანელმა საათსა და 15 წუთში გაანადგურა ამერიკელი. ენდიმ პირველ სეტში ორი ბრეიკი გააკეთა, მეორეში ერთი და 6:2, 6:4 მოიგო.

როგორც ჩანს, სპორტულ ფორმას იბრუნებს მერდი ფიში. ამერიკელმა ხუთი ეისი გააკეთა არგენტინელ კარლოს ბერლოკთან მატჩში და საათსა და 16 წუთში გაანადგურა მეტოქე - 6:3, 6:1.

ტურნირს გამოეთიშა რვა საუკეთესო განთესილთაგან სამი. თუ ხუან მონაკოს წაგება რადეკ შტეპანეკთან სენსაციად არ აღიქმება, იანკო ტიპსარევიჩის გავარდნა მოულოდნელობა იყო, მაგრამ ამის მიზეზი ტრავმა გახდა, რომლის გამოც სერბმა ვერ შეძლო პაბლო ანდუხართან შეხვედრის დასრულება.

დღის ბოლო მატჩში მარცხი განიცადა დავიდ ფერერმა. ტორონტოში ესპანელმა ტრავმის გამო ვერ ითამაშა, ცინცინატიში კი პირველივე შეხვედრაში გამოვარდა. თუმცა ჟო-ვილფრიდ ცონგას ამ ტურნირებზე უკეთ არ უთამაშია. ასე რომ, ესპანელი დარჩება მეხუთე პოზიციაზე.

Western & Southern Open

ცინცინატი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 825 280 დოლარი

II წრე

როჯერ ფედერერი (შვეიც, 1)-ალექს ბოგომოლოვი (რუს) 6:3, 6:2; სტანისლას ვავრინკა (შვეიც)-დავიდ ფერერი (ესპ, 4) 6:4, 6:1; ვიქტორ ტროიცკი (სერ)-ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა) 6:2, 6:0; ნიკოლაი დავიდენკო (რუს)-ფლორიან მაიერი (გერ) 6:3, 6:3; მერდი ფიში (აშშ, 10)-კარლოს ბერლოკი (არგ) 6:3, 6:1; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 6)-ტომი ჰაასი (გერ) 7:5, 6:2; ენდი მიურეი (ბრიტ, 3)-სემ კუერი (აშშ) 6:2, 6:4; რადეკ შტეპანეკი (ჩეხ)-ხუან მონაკო (არგ, 8) 7:6, 6:1; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ანდრეას სეპი (იტა) 7:6, 6:2; ჟერემი შარდი (საფ)-დენის ისტომინი (უზბ) 6:4, 6:3; მარინ ჩილიჩი (ხორ, 12)-ჯესი ლევინე (აშშ) 7:5, 7:6; მილოშ რაონიჩი (კან)-მარკოს ბაღდატისი (კვიპ) 6:7, 6:3, 6:4; პაბლო ანდუხარი (ესპ)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 7) 6:4, 4:1 უარი.

1/8-ფინალი

ფედერერი (1)-ტომიჩი; ფიში (10)-შტეპანეკი; ვავრინკა-ნიშიკორი (14); რაონიჩი-ბერდიხი (5); დელ პოტრო (6)-ტროიცკი; შარდი-მიურეი (3); ჩილიჩი (12)-ანდუხარი; ჯოკოვიჩი (2)-დავიდენკო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...