ლონდონის "არსენალში" გასასინჯად მყოფი ნიკა ჭანტურია სამშობლოში ბრუნდება
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური მცველი ნიკა ჭანტურია, რომელიც ლონდონის "არსენალის" დუბლშემადგენლობაში ვარჯიშობდა, სამშობლოში ბრუნდება.

უკვე ვწერდით, რომ 17 წლის ქართველმა "არსენალის" რეზერვისტებში "ნორვიჩის" დუბლებთან მეორე ტაიმი ითამაშა. შეხვედრას "არსენალის" პირველი გუნდის მთელი სამწვრთნელო შტაბი უყურებდა და ჭანტურიამ დადებითი შეფასება დაიმსახურა.

ინგლისელთა კეთილგანწყობაზე გამოცემა younggunsblog.co.uk წერილი მეტყველებდა, ქართველმა სამწვრთნელო შტაბზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მცველი "არსენალის" კლასიკური ფეხბურთელის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და ლონდონში უკვე მოსწონთო, მაგრამ ყველაფერი ისე არ ყოფილა, ჩვენ რომ გვეიმედებოდა.

"დღეს გვითხრეს, რომ ნიკა ძალიან მოეწონათ, ყველა მწვრთნელმა დადებითი შეფასება მისცა, მაგრამ ჩვენთან კონტრაქტის გაფორმება პირველი გუნდის ფეხბურთელობას ნიშნავს და, ალბათ გესმით, ამისთვის ჯერ მზად არ არისო.

ამიტომ დაკვირვებას გააგრძელებენ, სექტემბერში თბილისში გვესტუმრებიან და თამაშებში ადგილზე ვნახავთო.

ჩვენ კი გვთხოვეს, რომ შესაფერისი თამაშების განრიგი მივაწოდოთ. მერე ზამთარში შეხედავენ. ნიკა 18-ის გახდება და კონტრაქტზე ამის მერე კიდევ ერთხელ დავილაპარაკოთო.

როგორც ჩანს, ახლა მას საფუძვლიანად დააკვირდნენ და ჩათვალეს, რომ პოტენციალი გააჩნია, მაგრამ მუშაობა ჯერ კიდევ სჭირდება", - გვითხრა ფიფას აგენტმა ბესო აბაშიძემ, რომელიც "არსენალში" ქართველის ჩაყვანის ერთ-ერთი ინიციატორი იყო.

ნიკა თბილისში დაბრუნდება და "ლოკომოტივში" ივარჯიშებს, რომელსაც მისი ტრანსფერი ეკუთვნის. მაგრამ საკითხავია, როდემდე, რადგან ნიკას მიმართ ინტერესს სხვა ევროპული კლუბებიც გამოხატავდნენ.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში ნიკა ჭანტურიას პარტნიორი და თანაამპლუელი ლაშა დვალი პრემიერლიგაში აღზევებულ "რედინგში" იმყოფება.

"ლაშა უკვე ინგლისშია და კლუბთან ერთად ისინჯება. "რედინგის" პასუხი 10 დღეში გვეცოდინება.

სწორედ ამ ვარიანტის გამო ვიკავებდით თავს სანკტ-პეტერბურგის "ზენიტისა" და კიევის "დინამოს" შემოთავაზებებზე, რადგან ნიჭიერი ბავშვის ევროპაში გაზრდა უფრო სასურველი გვგონია.

და თუ ლაშა ინგლისში არ დარჩა, მაშინ კიევში ან სანკტ-პეტერბურგში ითამაშებს", - გვითხრა ლაშა დვალის ბავშვობის მწვრთნელმა გუბაზ დოლიძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნიკა ჭანტურიამ ლონდონის "არსენალის" ფორმით პირველი მატჩი ჩაატარა

17-წლამდელების მომავალი: მეკარეები გუნდებში დაბინავდნენ, ლაშა დვალი ინგლისს ელის

U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!