სამხრეთ აფრიკის ნაკრები ახალი ტურნირის, ოთხი ერის გათამაშების პირველ ტურში არგენტინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება
კეიპთაუნში, "ნიულენდ სთედიუმზე" მსოფლიოს რაგბიში ახალი ისტორიის ათვლა დაიწყება. სამხრეთ აფრიკის ნაკრები ახალი ტურნირის, ოთხი ერის გათამაშების პირველ ტურში არგენტინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, რომელიც ამ ოცნების ახდენას დიდი ხანი მოთმინებით ელოდა.

"პუმებმა" ამ მათთვის ღირშესანიშნავი დღისკენ მუხლჩაუხრელი შრომითა და საერთაშორისო ასპარეზე წარმატებული ასპარეზობით მიაღწიეს.

ტურნირისთვის მზადებისას არგენტინის ნაკრების გასაძლიერებლად მთავარ მწვრთნელ სანტიაგო ფელანს კონსულტანტად ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი გრემ ჰენრი დაუნიშნეს, რომელმაც "ოლ ბლექსში" რვა წელიწადი ითამაშა და 2011 წელს გუნდს მსოფლიოს თასი მოაგებინა.

გამოცდილი ჰენრის ცოდნა, ცხადია, "პუმებს" დიდად წაადგებათ, თუმცა რამდენად ეფექტური იქნება ის, მხოლოდ უშუალოდ მეტოქეებთან დაპირისპირებისას გამოჩნდება.

რა თქმა უნდა, პორველივე ჯერზე არგენტინელები ციდან ვარსკვლავებს ვერ მოსწყვეტენ, თუმცა ერთი რამ ცხადია, მათ წელიწადში ექვსჯერ მსოფლიოს უძლიერეს გუნდებთან პაექრობა, მხოლოდ სარგებელს მოუტანს და რამდენიმე წელიწადში ამ გუნდს ბობოლად თუ მოვიხსენიებთ, გასაკვირი სულაც არ იქნება.

ნიშანდობლივია, რომ არგენტინის ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესია დაწყებული. ივნისის ტესტების შემდეგ რაგბიდან წავიდა შერკინების კვაჭი მარიო ლედესმა, სანაკრებო კარიერა დაასრულა ფელიპე კონტეპომიმ, ოთხი ერის გათამაშების დამთავრების შემდეგ ბუცებს ლურსმანზე დაკიდებს მარკოს აიერსა.

სამხრეთ აფრიკის ნაკრები კი ფაქტობრივად მთლიანად გადახალისდა. გუნდი რამდენიმე წამყვანმა მორეგბემ დატოვა. ვიქტორ მეტფილდი, ჯონ სმიტი, ბაკის ბოთა, ვინანდ ულიფიე და ჟაკ ფური ის მორაგბეები არიან, ვინც მსოფლიოს რაგბიში ეპოქა შექმნეს და 2007 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების "ბოკეს" გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს.

ამჯერად მათი ადგილი ახალმა მორაგბეებმა დაიკავეს, რომლებიც ეროვნულ გუნდში ასევე ახალმა მწვრთნელმა ჰეინკე მეიერმა მიიწვია.

ცხადია, როგორც ნებისმიერი რანგის შეჯიბრებაში, სამხრეთ აფრიკის ეროვნული გუნდი ოთხი ერის გათამაშებაშიც ფავორიტი იქნება. მით უფრო, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებთან ერთად კვალ შესანიშნავ ფორმაში არიან მგეზავი მორნი სტეინი, გარემარბი ბრაიან ჰაბანა და ბოლოს ხანს შუამარბად გამწესებული ფრანსუა სტეინი.

Planetrugby-ს მიაჩნია, რომ სამხრეთაფრიკელებს დებიუტანტის დამარცხება დიდად არ გაუჭირდებათ და ერთგვარ სალაღობო მატჩში მინიმუმ ცხრა ქულის სხვაობით გაიმარჯვებენ.

სამხრთ აფრიკა-არგენტინა

სამხრეთ აფრიკა: 15. ზან კირხნერი, 14. ბრაიან ჰაბანა, 13. იან დე ფილიერსი, 12. ფრანსუა სტეინი, 11. ლვაზი მვოვო, 10. მორნი სტეინი, 9. ფრანსუა ჰუგარი. 1. ტენდაი მთავარირა, 2. ბისმარკ დუ პლესი, 3. იან დუ პლესი. 4. ებენ ესტბესი, 5. ანდრიას ბეკერი, 6. მარსელ კუცია, 7. ვილემ ალბერტსი, 8. კიგან დენიელი.

16. ადრიან სტრაუსი, 17. პატ კილიერსი, 18. ფლიპ ფან დერ მერვე, 19. ჟაკ პოთხიტერი, 20. რუან პინარი, 21. პატ ლამბიე, 22. ჯეი ჯეი ენგელბერხტი.

არგენტინა: 15. ლუკას გონსალეს ამოროსინო, 14. გონსალო კამაჩო, 13. მარსელო ბოსხი, 12. სანტიაგო ფერნანდესი, 11. ორასიო აგულა, 10. ხუან მარტინ ერნანდესი, 9. ნიკოლას ვერგალო. 1. როდრიგო რონსერო, 2. ეუსებიო გუნაზუ, 3. ხუან ფიგალო, 4. მანუელ კარისა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ხულიო ფარიას კაბელო, 7. ალვარო გალინდო, 8. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე.

16. ბრუნო პოსტილიონი, 17. მარკოს აიერსა, 18. ხუან პაბლო ორლანდი, 19. ტომას ლეონარდი, 20. ლეონარდო სენატორე, 21. მარტინ ლანდაჰო. 22. მარტინ როდრიგესი.

მსაჯი: სტივ ველში

სულ სხვაა სიდნეიში ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებების დაპირისპირება. ეს გუნდები საუკუნეზე მეტია ნებისმიერ ტურნირზე კონკურენტები არიან და მათ შორის თამაში მუდამ შეუპოვრობით, უშეღავათო ბრძოლით გამოირჩევა. შესაბამისად მაყურებლებისთვისაც, ბევრად უფრო საინტერესო სანახავი იქნება, ვიდრე, თუნდაც, "ბოკესა" და "პუმების" დაპირისპირება.

"ვოლაბები" და "ოლ ბლექსი" ოთხი ერის გათამაშების საკმაოდ სიმპატიურ თასთან ერთად ტრადიციულ, "ბლედისლოუს თასსაც" გაითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ ამ პრიზის მფლობელი ტრადიციულად, მეტოქე გუნდებს შორის მხოლოდ სამმატჩიანი სერიის დაპირისპირების შედეგად ვლინდება.

გუნდები მატჩს თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან. სტუმრად ბოლო ათი შეხვედრიდან შვიდში "ოლ ბლექსმა" ავსტრალიას ხუთ ქულაზე ნაკლები სხვაობით მოუგო. პლანეტრუგბყ-ს პროგნოზით, ამჯერად ახალი ზელანდიის ნაკრები მინიმუმ რვა ქულით გაიმარჯვებს.

ავსტრალია-ახალი ზელნადია

ავსტრალია: 15. ქართლი ბეილი, 14. ადამ ეშლი-კუპერი, 13. რობ ჰორნი, 12. ენტონი ფაინგაა, 11. დიგბი იოანი, 10. ბერიკ ბარნსი, 9. ვილი გენია. 1. ბენ რობინსონი, 2. ტატაფუ პოლოტა ნაუ, 3. სეკოპე კეპუ, 4. სიტელეკი ტიმანი, 5. ნათან შარფი, 6. დეივ დინსი, 7. დევიდ პოკოქი, 8. სკოტ ჰიგინნბოთამი.

16. სტივენ მური, 17. ჯეიმზ სლიპერი, 18. რობ საიმონსი, 19. რადეკე სამო, 20. მაიკლ ჰუპერი, 21. ნიკ ფიპსი, 22. დრიუ მიტჩელი.

ახალი ზელანდია: 15. იზრაელ დაგი, 14. ქორი ჯეინი, 13. მაა ნონუ, 12. სონი ბილ ვილიამსი. 11. ჰოსე გეარი. 10. დენ კარტერი, 9. აარონ სმითი. 1. ტონი ვუდკოქი, 2. კევინ მეალამუ, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ლუკ რომანო, 5. სამუელ ვაითლოქი, 6. ლიამ მესამი. 7. რიჩი მაქოა, 8. კირან რიდი.

16. ენდრიუ ჰორი, 17. ბენ ფრენქსი, 18. ბროდი რეტალიკი, 19. ვიქტორ ვიტო, 20. პირი ვიპუ, 21. აარონ კრადენი, 22. ბენ სმითი.

მსაჯი: ალან როლანი (ირლანდია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
შავი ლომი | სექტემბერში პრემიერშიფის ჩემპიონთან
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ომი "მეტროპოლიტანოზე". მატჩის MVP მიქაუტაძემ მცველი გააგდებინა და ობლაკს გაუტანა - კაცნაკლულმა "ატლეტიკომ" ფრეს მიაღწია
რა უშლის ხელს ოსიმენის "არსენალში" გადასვლას?
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
[VIDEO] ზივზივაძემ პენალტი ვერ გაიტანა - "ჰაიდენჰაიმი" თასიდან რეგიონული ლიგის გუნდმა გამოაგდო
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს