"ოლდ ტრეფორდზე" რობინ ვან პერსის გამოჩენამ ნიუ იორკის ბირჟაზე "იუნაიტედის" აქციათა ფასი 14 დოლარიდან 13,77-მდე გააიაფა
17 აგვისტოს რობინ ვან პერსიმ "იუნაიტედის" ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ სრულყოფილი სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჰოლანდიელი "ეშმაკების" ყველაზე ძვირად ანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

გაირკვა ისიც, რომ "არსენალისთვის" გადასახდელი 24 მილიონი ფუნტიდან რობინს 1,5 მილიონი ბონუსის სახით ეკუთვნის.

ფერგი ახალ შეგირდზე

ალექს ფერგიუსონი გამოტყდა, რომ ვან პერსის ტრანსფერის საკითხში გადამწყვეტი როლი თავად ფეხბურთელის ნებამ ითამაშა, რადგან "სიტი" მზად იყო, "არსენალისთვის" უკეთესი პირობები შეეთავაზებინა.

აი, რა თქვა შოტლანდიელმა ფეხბურთელის პრეზენტაციის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე:

- ძნელი საქმე იყო, რადგან აშკარა იყო, რომ ვენგერს ვან პერსის ჩვენთვის მოყიდვა არ სურდა. მან ეს თავად დაადასტურა გაზეთებში. მთავარი იყო, რომ ჩვენთან გადმოსვლა თავად ვან პერსიმ მოინდომა. მისმა სურვილმა ბევრი რამ გადაწყვიტა.

"იუნაიტედის" ხათრით მან სხვების შეთავაზებებზე უარი თქვა და კლუბისგან ჩვენს წინადადებაზე დათანხმება მოითხოვა. ეს რომ არა, გარიგება ნამდვილად არ შედგებოდა. "არსენალს" უბრალოდ სხვა გამოსავალი აღარ დარჩა.

საერთოდ, ასეთი კალიბრის ფეხბურთელის ყიდვა ძალიან ძნელია. ჩვენ შარშანაც ვცადეთ ეს, მაგრამ მაშინ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზეც კი უარი მივიღეთ. ამის შანსი მხოლოდ მას მერე გაჩნდა, როცა ფეხბურთელმა მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ოფიციალური უარი თქვა.

მე და დევიდ გილი ამის მერე გლეიზერებს დავუკავშირდით და ჩვენი განზრახვა გავანდეთ. მათგან სრული მხარდაჭერის გარანტია მივიღეთ.

კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს კონტრაქტი ხელმოწერილია. ეს ტრანსფერი ფეხბურთელებს დამატებით იმპულსს მისცემს, მაგრამ პირადად მე უფრო მეტი თავის ტკივილი მექნება ძირითადი შემადგენლობის შერჩევისას. ამ ნაბიჯით თავად გავირთულე ცხოვრება.

ვან პერსის 2-3 პოზიციაზე ერთნაირად კარგად შეუძლია თამაში, მაგრამ ბოლო წლების გამოცდილება ამტკიცებს, რომ ყველაზე რაციონალური გადაწყვეტილება მისი ცენტრფორვარდად გამოყენებაა. მარტო შარშან მან 37 შეხვედრაში 30 გოლი გაიტანა. მგონი პატარა ბავშვისთვისაც ცხადი უნდა იყოს, რა პოზიციაზე ვაპირებ მის გამოყენებას.

ვან პერსი და ბიზნესი

რობინ ვან პერსის ბიზნესთან რასაკვირველია არანაირი შეხება არ აქვს, მაგრამ "ოლდ ტრეფორდზე" მისმა გამოჩენამ ნიუ იორკის ბირჟაზე "იუნაიტედის" აქციათა ფასი 14 დოლარიდან 13,77-მდე გააიაფა.

"ფაინენშალ ტაიმსის" ანალიტიკოსმა საიმონ კუპერმა ვარდნა შემდეგნაირად ახსნა:

"ეს ნამდვილად არ იყო ბიზნესგარიგება. გუნდმა შეიძინა ტრავმებისკენ მიდრეკილი 29 წლის თავდამსხმელი, მაშინ როცა ამ ამპლუის ფეხბურთელები თავიანთ პიკს 24 წლის ასაკში აღწევენ.

გლეიზერები გუნდის ფანებთან ერთგვარ გარიგებაზე წავიდნენ, რომელსაც, უპირველესად, ბიზნესლოგიკა აკლდა".

რიო 45 ათასს გადაიხდის

"მანჩესტერ იუნაიტედის" 33 წლის მცველი რიო ფერდინანდი "ტვიტერში" დაწერილი კომენტარისთვის 45 ათასი ფუნტით დაჯარიმდა.

ფეხბურთელი ერთი-ერთი გულშემატკივრის კომენტარს გამოეხმაურა ეშლი კოულზე და "ჩელსის" მცველს Choc Ice (პირდაპირი თარგმანით შოკოლადიანი ნაყინი) უწოდა. ჟარგონზე კი მთქმელმა შეიძლება სხვადასხვა რამ იგულისხმოს.

მართალია, რიო მერე თავად აცხადებდა, რასისტული არაფერი მიგულისხმიაო, მაგრამ საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა მას არ დაუჯერა და ჯარიმა დააკისრა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო