დორტმუნდის "ბორუსიას" წარმატებები და აღმაფრენა თვალთახედვის არედან არც გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვს გამორჩა. ბუნდესმწვრთნელმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოახლოვებული მატჩებისთვის (თურქეთთან და ყაზახეთთან) "დორტმუნდიდან" ახალგაზრდა ნახევარმცველი კევინ გროსკროიტცი გამოიძახა.

დორტმუნდის "ბორუსიას" წარმატებები და აღმაფრენა თვალთახედვის არედან არც გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვს გამორჩა. ბუნდესმწვრთნელმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოახლოვებული მატჩებისთვის (თურქეთთან და ყაზახეთთან) "დორტმუნდიდან" ახალგაზრდა ნახევარმცველი კევინ გროსკროიტცი გამოიძახა. ამასთან, იოგიმ ბუნდესგუნდში "მანჩესტერ სიტის" მცველი ჟერომ ბოატენგიც დააბრუნა. სამაგიეროდ, ლიოვმა ყურადღება არ მიაქცია ბუნდესლიგის სენსაციურ ლიდერ "მაინცს". თომას ტუხელის გუნდიდან გერმანიის ნაკრებში გამოძახების კანდიდატები ლუის ჰოლტბი და ანდრე შიურლე იყვნენ.

გროსკროიტცს ბუნდესგუნდის მაისურით ერთი მატჩი უკვე ჩატარებული აქვს - გერმანიის ნაკრებში მისი დებიუტი მაისში, მალტასთან შეხვედრაში (3:0) შედგა. მიმდინარე სეზონში 22 წლის კევინმა ბუნდესლიგაში ექვსივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა. რაკი შიურლესა და ჰოლტბის არ უხმო, იოგის სხვა სიურპრიზები აღარ შემოუთავაზებია და იმ შემადგენლობას ეყრდნობა, რომელიც ბელგიასთან (1:0) და აზერბაიჯანთან (6:1) მატჩებისთვის ჰყავდა გამოძახებული. წამყვანი მოთამაშეებიდან ტრავმების გამო ლიოვი მხოლოდ ლევერკუზენელებს, შტეფან კისლინგსა და კაპიტან მიხაელ ბალაკს ვერ გამოიყენებს.

გერმანიის ნაკრები თურქეთს 8 ოქტომბერს, ბერლინში უმასპინძლებს, ოთხი დღის შემდეგ კი, ასტანაში ყაზახეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები - რენე ადლერი (ლევერკუზენი), მანუელ ნოიერი (შალკე), ტიმ ვიზე (ვერდერი).

მცველები - ჰოლგერ ბადშტუბერი (ბაიერნი), ჟერომ ბოატენგი (მანჩესტერ სიტი), მარსელ იანსენი (ჰამბურგი), ფილიპ ლამი (ბაიერნი), საშა რიტერი (ვოლფსბურგი), ჰაიკო ვესტერმანი (ჰამბურგი).

ნახევარმცველები - კევინ გროსკროიტცი (ბორუსია დ), სამი ხედირა (რეალი), ტონი კროოსი (ბაიერნი), მარკო მარინი (ვერდერი), თომას მიულერი (ბაიერნი), მესუთ იოზილი (რეალი), ლუკას პოდოლსკი (კიოლნი), ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი), კრისტიან ტრეში (შტუტგარტი).

თავდამსხმელები - კაკაუ (შტუტგარტი), მარიო გომესი (ბაიერნი), მიროსლავ კლოზე (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად