საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი რუსეთის პირველი ლიგის კლუბში, ნიჟნეკამსკის "ნეფტეხიმიკში" ყაზანის "რუბინმა" ერთწლიანი იჯარით გაუშვა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი საბა კვირკველია რუსეთის პირველი ლიგის კლუბში, ნიჟნეკამსკის "ნეფტეხიმიკში" ყაზანის "რუბინმა" ერთწლიანი იჯარით გაუშვა.

კვირკველიას თქმით, გადაწყვეტილება მისთვის მისაღები იყო:

"ისეთ ასაკში ვარ, თამაში აუცილებლად მჭირდება. სწორედ ამის გათვალისწინებით, ჩათვალეს საჭიროდ "ნეფტეხიმიკში" ჩემი განათხოვრება "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა ყურბან ბერდიევმა და ჩემმა მენეჯერმა რევაზ ჩელებაძემ.

"ნეფტეხიმიკი" 6 ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა და საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება. მეც მათამაშებენ და იმედია, სეზონის შემდეგ პროგრესი დამეტყობა. პრემიერლიგის დუბლებში თამაშს რუსეთის პირველ ლიგაში გამოცდილების მიღება მირჩევნია, რადგან იქ ბევრი ძლიერი გუნდი და ცნობილი ფეხბურთელია, ფიზიკურად ძლიერები არიან და საკმაოდ კარგი დონეა.

ასე რომ, მონდომებული კაცი გაიზრდება. რაც მთავარია, მათამაშებენ და ვგრძნობ, რომ უკეთ ვარ, უფრო თავდაჯერებულიც გავხდი. ჩემს ასაკში სათამაშო პრაქტიკა თუ არ გექნება, სერიოზულ დონეზე ამაღლება გაჭირდება.

მე კი ვგრძნობდი, რომ "რუბინის" ძირითადში თამაში მცირე შანსი მქონდა. ამიტომ სჯობდა წავსულიყავი იქ, სადაც ეს შანსი მომეცემოდა, ფორმას აღვიდგენდი და გავიზრდებოდი".

კვირკველია ახალი თანაგუნდელებითაც კმაყოფილია:

"ძალიან კარგად მიმიღეს და თავს კარგად ვგრძნობ. გუნდში არის ყველა ის აუცილებელი პირობა, რომ კარგად მოვემზადო და მოვუმატო.

სხვათა შორის, ჩემთვის გუნდია ახალი, მაგრამ არა მოთამაშეები. ძალიან ბევრს ახლოს ვიცნობ, რადგან ნიჟნეკამსკში "რუბინის" დუბლებიდან 12-მდე მოთამაშე გაგვანათხოვრეს და ერთმანეთს მშვენივრად ვიცნობთ".

20 წლის მცველი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებზეც გველაპარაკა:

"ჩემთვის მთავარი ყოველთვის იყო და არის საქართველოს სახელით თამაში და მიხარია, რომ ახალ გუნდში მომზადების კარგი საშუალება მეძლევა.

სამწუხაროა, შესარჩევი ციკლის პირველი მატჩები რომ წავაგეთ და შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედი გადაგვეწურა.

მაგრამ შევეცდებით, რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ და ბოლო შეხვედრაში ესტონეთს მოვუგოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს