შვიდი ტურის შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონატს მოულოდნელი ლიდერი ჰყავს – "სენტ-ეტიენი", რომელმაც გასულ სეზონში ლიგა 2-ში გავარდნას თავი ძლივს დააღწია. შარშან დეკემბერში ეს გუნდი კრისტოფ გალტიემ ჩაიბარა...

საფრანგეთი. ლიგა 1. VIII ტურის წინ

დღეს

არლი-ოსერი 21:00

ბორდო-ლორიანი 21:00

მონაკო-ბრესტი 21:00

ნანსი-ლიონი 21:00

სოშო-ლანსი 21:00

ვალანსიენი-კაენი 21:00

სტ.-ეტიენი-მარსელი 23:00

ხვალ

ლილი-მონპელიე 18:00

პსჟ-ნიცა 18:00

რენი-ტულუზი 22:00

შვიდი ტურის შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონატს მოულოდნელი ლიდერი ჰყავს – "სენტ-ეტიენი", რომელმაც გასულ სეზონში ლიგა 2-ში გავარდნას თავი ძლივს დააღწია. შარშან დეკემბერში ეს გუნდი კრისტოფ გალტიემ ჩაიბარა, რომელიც იქამდე მთელი 7 წლის განმავლობაში სხვადასხვა კლუბებში ალენ პერენის ასისტენტად სამწვრთნელო ოსტატობას იმაღლებდა. და როცა გალტიეს დამრიგებელმა "მწვანეების" დატოვება გადაწყვიტა, კლუბის ხელმძღვანელობას ბევრი არც უფიქრია, ისე გადასცა კრისტოფს გუნდის საჭე.

მეორე მხრივ, "სენტ-ეტიენი" საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია და რატომ უნდა იყოს მისი წარმატებული თამაში გასაკვირი?! დღეს "მწვანეები" საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონს უმასპინძლებენ და ეს იქნება კიდევ ერთი რთული გამოცდა მიმდინარე პირველობის ლიდერისთვის. გეხსომებათ, ერთი კვირის წინ იმხელა წნეხს გაუძლეს სენტეტიენელებმა, რომ "ბარსელონას" და "ჩელსის" აღარ შეეშინდებათ. მართალია, "ლიონთან" მე-100 რონულ დერბიში გალტიეს ბიჭებმა მეტოქის კარს ორად ორჯერ შეუტიეს, მაგრამ ერთი დარტყმა ზუსტი გამოუვიდათ – ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა დიმიტრი პაიემ საჯარიმო ბრწყინვალედ შეასრულა, ხოლო საკუთარი კარის დაცვისას არნახული თავგანწირვით ითამაშეს და დაუფასდათ კიდეც – "სტად ჟერლანიდან" სამი ქულა წამოიღეს.

ამ თამაშის შემდეგ "ლიონის" პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ სარკაზმნარევი რამ თქვა: "სენტ-ეტიენის" ფეხბურთელებს შუაკვირაში შეუძლიათ დაისვენონ და ჩემპიონთა ლიგის მატჩებში პლეისტეიშენის მეშვეობით მიიღონ მონაწილეობა, ჩვენ კი ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირში რეალური მატჩი გვაქვსო. ამას "სენტ-ეტიენის" თანაპრეზიდენტის როლან რომეიეს არანაკლებ ენამოსწრებული პასუხი მოყვა: "მას ავიწყდება, რომ 70-იან წლებში პლეისტეიშენი გამოგონილიც არ იყო, "სენტ-ეტიენს" კი ჩემპიონთა თასისთვის უკვე იბრძოდა. ისიც ავიწყდება, რომ 10-ვარსკვლავიან გუნდზე ("სენტ-ეტიენი" საფრანგეთის ათგზის ჩემპიონია – ავტ.) საუბრობს".

შესაძლოა მოვლენებს მეტისმეტად ვუსწრებდეთ, მაგრამ მაინც: აგვისტოს დასაწყისში "სენტ-ეტიენის" მე-11 "ვარსკვლავი" უტოპიად მოგეჩვენებოდათ, მაგრამ ორი თვის თავზე მას რეალური კონტურები უკვე გამოუჩნდა.

დღევანდელ მატჩს დავუბრუნდეთ. "მარსელმა" ფრანგული სეზონი ცუდად, ორი წაგებით დაიწყო. სტატისტიკა ღაღადებს, რომ საფრანგეთის პირველობათა ისტორიაში ერთადერთხელ მოხდა, როცა გუნდმა სეზონი ორი მარცხით დაიწყო და ფინიშზე მაინც პირველი მივიდა. თუმცა მარსელელებმა თამაში თანდათანობით გააუმჯობესეს და დღეს ლიდერს ხუთი ქულით ჩამორჩებიან, რაც არცთუ აღმოუფხვრელი სხვაობაა.

სამშაბათს დიდიე დეშანის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ჩელსისთან" დამარცხდა და თავისი ჯგუფის ბოლო ადგილზე 0 ქულით იმყოფება. საფრანგეთში კი ხმელთაშუაზღვისპირელებმა ბოლო ხუთი მატჩიდან სამი მოიგეს და ცხრილის მეექვსე საფეხურზეც დამკვიდრდნენ. აქ პროგრესი ცალსახაა და ისიც ცხადია, რომ მარსელელები საჩემპიონო ტიტულის ასე იოლად დათმობას არ აპირებენ, მით უფრო, რომ სეზონის დაწყებამდე მათ კონკურენტებად მიჩნეულ გუნდთაგან ჯერჯერობით ვერცერთი ბრწყინავს.

გასულ სეზონში "ჟოფრუა-გიშარზე" დღევანდელი მეტოქეების შეხვედრა უგოლოდ დასრულდა და ის ფრე მასპინძლებს აქტივში ჩაეწერათ, რაკი მათი მცველი სტატის ტავლარიდი მსაჯმა უკვე მე-10 წუთზე გააძევა და გუნდმა 80 წუთი ყრუ დაცვაში გაატარა, ხოლო სტუმრები დიდხანს მისტიროდნენ სენტ-ეტიენში დაკარგულ ქულებს. "მარსელს" არც დღეს დაატყდება შეტევების ქარიშხალი, თუმცა დიმიტრი პაიესა და ბაკარი საქოს კონტრჩხვლეტებს ნამდვილად უნდა უფრთხოდეს.

კრისტოფ გალტიეს საკადრო პრობლემაც აქვს – ბუბაკარ სანოგომ და იოან ანდრეუმ ოპერაციები გაიკეთეს და გუნდს ახალ წლამდე ვერ დაეხმარებიან. ჯოშუა გვილავოგვი კი "მწვანეებს" სამი კვირით გამოაკლდა, არადა სწორედ ეს ფეხბურთელი განსაზღვრავდა "სენტ-ეტიენის" შუახაზის მობილურობას და ენერგიულობას.

ამ მხრივ გარკვეული სირთულეები დეშანსაც შეექმნა: სესარ ასპილიკუეტა მარჯვენა მცველის პოზიციას იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუკი ტრავმირებული ბარძაყი ამის საშუალებას მისცემს, ამ შემთხვევაში დაცვის საპირისპირო ფლანგს ტაიე ტაივო ჩაიბარებს, ვინც ერთი კვირის წინ "სოშოს" სრულიად წარმოუდგენელი გოლი გაუტანა – მარცხენა ფლანგიდან 40 მეტრის დისტანციიდან ზუსტად გაისროლა.

რენში არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა მოსალოდნელი: ადგილობრივი გუნდი ჩემპიონატის სტარტის ლიდერ "ტულუზს" უმასპინძლებს. დღეს ეს გუნდები შესაბამისად მეორე და მესამე ადგილზე იმყოფებიან, ხოლო "რენს" ჯერჯერობით მარცხის გემო არ გაუსინჯავს.

ბრეტონელების ნაყოფიერი სვლა მით უფრო გასაკვირია, რომ აგვისტოს მიწურულს ფრედერიკ ანტონეტის გუნდი ორმა საუკეთესო ფორვარდმა დატოვა – ასამოა გიანმა და ისმაელ ბანგურამ. მწვრთნელმა ესოდენ საგრძნობი დანაკლისი გუნდის დაცვისა და შუახაზის დაბალანსებით გააბათილა და მართალია, "რენს" 7 ტურში მხოლოდ 9 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ საკუთარ კარში ლიგაში ყველაზე ცოტა, სამი მიიღო. სავარაუდოდ, "რენს" სულ მალე ერთ-ერთი ლიდერი როდ ფანი დაუბრუნდება, თუმცა ონიეკაჩი აპამისა და განსაკუთრებით ფაბიენ ლემუენის დაბრუნებაზე საუბარი ჯერჯერობით არცაა – ამ უკანასკნელმა თირკმელი დაკარგა და მინიმუმ წლეულს რომ ვეღარ ითამაშებს, ისედაც ცხადია.

რაც შეეხება ტულუზელებს, ამ გუნდშიც არის ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემები - ქსავიე პანტეკოტი, სიორენ ლარსენი და შეიხ მბენგი კიდევ დიდხანს იმკურნალებენ. სამაგიეროდ, გასულ ტურში გუნდს ნორჩი იანის ტაფერი დაუბრუნდა, ვინც ტულუზურ შეტევას უთუოდ გააძლიერებს.

"არლს" სრულფასოვანი მწვრთნელი ჯერაც არ დაუნიშნეს და ლიგის უპირობო აუტსაიდერს კვლავაც გადამდგარი თავკაცის ასისტენტები ხელმძღვანელობენ. ასეა თუ ისე, ამ გუნდის აქტივში ქულები საერთოდ არ არის და უნდა ვივარაუდოთ, რომ ავინიონელების ხვალინდელ სტუმარ "ოსერს" მორიგი უმძიმესი ბრძოლის გადატანა მოუწევს. ეს გუნდი საოცნებო ჩემპიონთა ლიგაში ხომ ვერ თამაშობს ხეირიანად, საფრანგეთში კი საერთოდ, აუტსაიდერებშია. ეს კი არა, "არლის" დარად არც საფრანგეთის ბოლო ჩემპიონატის მესამეადგილოსანს აქვს მოგება, ამდენად ამ გუნდების დღევანდელი ჯახის შემდეგ პირველობაზე მინიმუმ ერთი მოუგებელი გუნდი კვლავაც დარჩება.

"რენის" გარდა საფრანგეთის ჩემპიონატში "ლილიცაა" დაუმარცხებელი, მაგრამ "ოსერის" არ იყოს, ჩრდილოელებსაც უწევთ ორ ფრონტზე გახლეჩა. ხუთშაბათს ლილელებმა ევროპის ლიგაში "გენტთან" გასვლითი მატჩი ფრედ დაასრულეს, ხვალ კი კერკეტ კაკალ "მონპელიეს" უმასპინძლებენ. აი, გასული ტურის მთავარი უიღბლო კი კარგ განწყობაზე იქნება – "ლიონმა" ჩემპიონთა ლიგის მატჩში ისრაელის "ჰაპოელი" თელ ავივშივე დაამარცხა და თავის ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობს. დღეს ლიონელთა მეტოქე "ნანსი" იქნება.

1. სტ.-ეტიენი 7 5 1 1 12:6 16

2. რენი 7 4 3 0 9:3 15

3. ტულუზი 7 4 2 1 9:4 14

4. კაენი 7 3 3 1 7:6 12

5. პსჟ 7 3 2 2 11:6 11

6. მარსელი 7 3 2 2 13:9 11

7. ლილი 7 2 5 0 8:4 11

8. ბრესტი 7 3 2 2 6:4 11

9. მონპელიე 7 3 2 2 6:6 11

10. სოშო 7 3 1 3 13:9 10

11. ნიცა 7 2 3 2 7:10 9

12. მონაკო 7 1 5 1 7:6 8

13. ბორდო 7 2 2 3 7:7 8

14. ლორიანი 7 2 2 3 7:8 8

15. ნანსი 7 2 2 3 7:12 8

16. ვალანსიენი 7 1 4 2 6:7 7

17. ოხერი 7 0 5 2 7:10 5

18. ლიონი 7 1 2 4 4:9 5

19. ლანსი 7 1 2 4 7:14 5

20. არლი 7 0 0 7 3:16 0

admin
miishooo91@თამაშის ხარისხით თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე მაგარი გუნდია, ნამდვილად
miishooo91
ყოჩაღ ადმინ გეტყობა საფრანგეთის ჩემპიონატი გევასება და ასე გააგრძელე :) ლიონი მაინც გახდება ჩემპიონი ეს კლუბი მალე დაუმარცხებელი იქნება!!!
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!
0:3-დან - "ლანსმა" "ბრესტთან" თითქმის წაგებულ მატჩში ქულა მოიპოვა
პსჟ-ში შეიძლება კიდევ ერთი პორტუგალიელი გადავიდეს
ქოჩორაშვილი დაბრუნდა - "სპორტინგი" "ავეშს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ვიტინიას აგენტი ტრანსფერს ითხოვს - სად გააგრძელებს კარიერას პორტუგალიელი?
[VIDEO] მთავარი მწვრთნელის რანგში მარკოიშვილმა მონაკოს საფრანგეთის თასი მოაგებინა
[VIDEO] დოსუნმუს ბრწყინვალე მატჩი, ჩხუბი და გაცოფებული იოკიჩი - "დენვერი" უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში დამარცხდა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა