პირველ რიგში აღსანიშნავია აგნიეშკა რადვანსკას კრახი ჩინელ ნა ლისთან შეხვედრაში
საღამოს გაიმართა ქალების ნახევარფინალები, თუმცა მანამდე ორი სიტყვით მეოთხედფინალების შესახებ.

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ აგნიეშკა რადვანსკას კრახი ჩინელ ნა ლისთან შეხვედრაში. ამით პოლონელმა მესამედ დაკარგა შანსი, სათავეში ჩადგომოდა WTA-ს კლასიფიკაციას.

ასევე უნდა გამოვყოთ სერენა უილიამსის მარცხი. ბრწყინვალე სტილში მოგებული უიმბლდონისა და ოლიმპიური თამაშების შემდეგ ამერიკელი, როგორც ჩანს, გადაიღალა და ცინცინატიში არც ისე დამაჯერებლად გამოიყურებოდა. პირველ ორ მატჩში მძიმე გამარჯვების შემდეგ სერენა ბრძოლას გამოთიშა გერმანელმა ანჟელიკ კერბერმა.

ამ უკანასკნელს საკმაოდ რთული ნახევარფინალური მატჩი ჰქონდა ჩეხ პეტრა კვიტოვასთან. პირველ სეტში მთავარი მოვლენები მესამე გეიმში განვითარდა. იმ დროისთვის კერბერი 2:0-ს იგებდა, მესამე გეიმში კი ჩოგბურთელებმა 22 ქულა გაითამაშეს.

გერმანელმა შეინარჩუნა თავისი მოწოდება და შემდეგ სეტი დამაჯერებლად მოიგო - 6:1. ეს, პირველ რიგში, კვიტოვას ძალიან ბევრი შეცდომის ბრალი იყო.

მეორე სეტი კერბერის ბრეიკით დაიწყო, მაგრამ კვიტოვამ მკვეთრად შეამცირა შეცდომების რაოდენობა და ზედიზედ არღვევდა მეტოქის დაცვას.

ამან მას ზედიზედ ხუთი გეიმის აღებისა და მატჩის მესამე სეტში გადაყვანის საშუალება მისცა. გადამწყვეტ პარტიაში თანაბარი დასაწყისის შემდეგ ჩეხმა ისევ დაიწყო შეცდომების დაშვება და წინ გაუშვა მეტოქე.

პეტრა არ ნებდებოდა და ერთხელ მატჩზე ჩაწოდების საშუალება არ მისცა კერბერს, მაგრამ 56 უნებლიე შეცდომით (მეტოქეს 19 შეცდომა ჰქონდა) ფინალში გასვლა ძალიან რთული საქმეა - 1:6, 6:2, 4:6.

მეორე ნახევარფინალში ნა ლი ვენუს უილიამსს ხვდებოდა, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ჰქონდა - 2:0. ჩინელმა უკეთ დაიწყო შეხვედრა. ამერიკელმა ვერაფრით დაალაგა თამაში საკუთარ მოწოდებაზე და ლიმ კომფორტული უპირატესობა მიიღო. მიუხედავად ამისა, როცა აზიელი სეტზე აწვდიდა, ვენუსმა გაააქტიურა თამაში და რამდენიმე ბრწყინვალე დარტყმა შეასრულა. ამით მან ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ 5:5-ზე ისევ წააგო საკუთარი მოწოდება და ტაი-ბრეიკამდე ვერ მიაღწია.

მეორე პარტია ჩინელმა ბრეიკით დაიწყო, შემდეგ კი მისმა მეტოქემ სამედიცინო ტაიმ-აუტი აიღო - ვენუსი ზურგს უჩიოდა. პაუზამ ამერიკელს აშკარად უშველა - უილიამსმა ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და მატჩის ბედი თავის სასარგებლოდ შემოატრიალა. საათნახევრიანი მძიმე ბრძოლის შემდეგ სეტებს შორის ანგარიში გათანაბრდა.

თითქოს მესამე სეტში დიდი ბრძოლა უნდა ყოფილიყო, მაგრამ, როგორც გაირკვა, ვენუსს ძალები აღარ შერჩა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილისთვის. ნა ლიმ კი შესანიშნავად გადაანაწილა ძალები სამ სეტზე და შანსი არ დაუტოვა მეტოქეს - 7:5, 3:6, 6:1.

Western & Southern Open

ცინცინატი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 168 400 დოლარი

1/8-ფინალი

ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 17)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 6) 6:4, 6:4; ნა ლი (ჩინ, 9)-იოჰანა ლარსონი (შვედ) 6:2, 6:2.

1/4-ფინალი

ვენუს უილიამსი (აშშ)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 3) 6:2, 6:7(2), 6:4; ანჟელიკ კერბერი (გერ, 5)-სერენა უილიამსი (აშშ, 2) 6:4, 6:4; ნა ლი (ჩინ, 9)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 1) 6:1, 6:1; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 4)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 17) 6:3, 7:6(4).

1/2-ფინალი

ნა ლი (ჩინ, 9)-ვენუს უილიამსი (აშშ) 7:5, 3:6, 6:1; ანჟელიკ კერბერი (გერ, 5)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 4) 6:1, 2:6, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად