ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ხარაგაულში მსაჯს ავტომანქანის საბურავებიც დაუჭრეს

ხარაგაულში მსაჯს ავტომანქანის საბურავებიც დაუჭრეს

30 სექტემბერს ხარაგაულში გამართულ პირველი ლიგის მორიგ მატჩს ინციდენტი მოჰყვა. ჯერ ის ვთქვათ, რომ "ჩხერიმელასა" და "გაგრას" შორის მატჩი 2:2 დასრულდა...

30 სექტემბერს ხარაგაულში გამართულ პირველი ლიგის მორიგ მატჩს ინციდენტი მოჰყვა. ჯერ ის ვთქვათ, რომ "ჩხერიმელასა" და "გაგრას" შორის მატჩი 2:2 დასრულდა. 36-ე წუთზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - ორდინსკიმ მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა, 53-ე წუთზე ავალიშვილმა წონასწორობა აღადგინა, ოციოდე წუთში მაჩალაძემ შორიდან ძლიერი დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა და მასპინძლები დააწინაურა, ბოლო გოლი კი არბიტრის მერ დამატებულ დროში გაგრელთა ნიგერიელმა ფორვარდმა ოვონიკოკომ თავურით გაიტანა. მატჩის თვითმხილველთა და ოფიციალურ პირთა თქმით, ვითარებაც სწორედ ამის მერე დაიძაბა. ხარაგაულელთა მტკიცებით, არბიტრმა თორნიკე გვანცელაძემ მატჩს 3 წუთი კი დაამატა, მაგრამ თამაში კიდევ ოთხ წუთს გაგრძელდა. "ჩხერიმელას" მესვეურები და გულშემატკივრები ირწმუნებიან - არბიტრმა თამაში მანამდე არ დაასრულა, სანამ ლიდერმა მეორე გოლი არ გაიტანა და ფრე არ დაფიქსირდაო:

"ჯერ ერთი, "გაგრის" სასარგებლოდ ჩვენს კარში უსამართლოდ დაინიშნა 11-მეტრიანი. "ჩხერიმელის" მცველმა ბურთისთვის ბრძოლაში მეტოქეს ფეხში კი ჩაარტყა, მაგრამ ეს საჯარიმოს გარეთ მოხდა და ფირზეც კარგად ჩანს. არბიტრმა ძირითად დროს 3 წუთი დაამატა, მაგრამ შემდეგ კიდევ 4 წუთს გააგრძელა თამაში. "გაგრამ" მეორე გოლი 97-ე წუთზე გაიტანა. მატჩის ხასიათიდან გამომდინარე, 7 წუთის დამატების საჭიროება ნამდვილად არ ყოფილა. რაც შეეხება გაგრელთა გოლს - ეს ყველაფერი კარგად ჩანს ვიდეოფირზე. გვერდითმა მსაჯმა არბიტრს აუტი ანიშნა, გვანცელაძემ კი აუტი ჯარიმად "გადააკეთა", რომლის შესრულებას ჩვენს კარში გოლი მოჰყვა... ბუნებრივია, ამდენი "შეცდომის" შემდეგ ჩვენი გულშემატკივარი აღშფოთდა, თუმცა პოლიციის დახმარებით ვითარება მალევე განიმუხტა. მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს, თორემ ამას ხალხი ვეღარ მოითმენს. გვინდოდა, საჩივრით მიგვემართა ფეხბურთის ფედერაციასა და პროფლიგისთვის, მაგრამ... პენალტი არ საჩივრდება, დამატებული დრო არ საჩივრდება და აზრი არ ჰქონდა. იმედი მაქვს, მომავალში მსაჯობა ობიექტური იქნება. უშეცდომო არავინ არის, მაგრამ როცა ამ შეცდომებით მხოლოდ ერთი მხარე ზარალდება, ეს უკვე არაობიექტურობა და მიკერძოებაა", - აღნიშნა "ლელოსთან" კომენტარში "ჩხერიმელის" პრეზიდენტმა დავით გაჩეჩილაძემ.

დავუკავშირდით მატჩის დელეგატ ავთანდილ ორდინიძესაც: "ხარაგაულში მსაჯობა ობიექტური იყო. სრულიად სამართლიანად დაინიშნა პენალტი მასპინძელთა გუნდის კარში. არბიტრმა მხოლოდ 3 წუთი დაამატა და ზუსტად ამ დროში დაამთავრა თამაში. ხარაგაულელთა უკმაყოფილება იმას მოჰყვა, რომ დამატებულ დროში გაუშვეს მეორე გოლი, თორემ, კიდევ ვიმეორებ - მატჩი 3 წუთზე მეტხანს არ გაგრძელებულა. ასე რომ, მსაჯების მიმართ საპრეტენზიო არაფერი მაქვს. პირიქით, ისინი აღმოჩნდნენ მატჩის მერე ცუდ დღეში. რამდენიმე ადგილობრივი გულშემატკივარი მოედანზე გადაიჭრა და მსაჯებზე გაიწია. ერთმა მათგანმა არბიტრს ფეხიც ამოარტყა... სიტყვიერი შეურაცხყოფაც იყო... მოედნიდან მსაჯები პოლიციის დახმარებით გამოიყვანეს. პოლიცია რომ არა, სტადიონის ტერიტორიას უსაფრთხოდ ვერ დავტოვებდით. ერთ-ერთ მსაჯს ავტომანქანის საბურავებიც დაუჭრეს... კარგა ხანია, მსგავსი რამ არსად მინახავს", - გვითხრა ორდინიძემ.

პროფლიგიდან პირველი ლიგის ხელმძღვანელ მალხაზ ლაცაბიძესაც ვთხოვეთ კომენტარი: "ამ მატჩს არ ვესწრებოდი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას მსაჯებისა და დელეგატის მიერ დაწერილი პატაკით, ასევე მატჩის ვიდეოფირებით ვიხელმძღვანელებთ. როგორც მითხრეს, თამაში ორივე გუნდმა გადაიღო და ვისაც პრეტენზია აქვს, დამადასტურებელ მასალასაც წარმოადგეს. ამ საკითხს შევისწავლით და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მივიღებთ, და ეს იქნება ობიექტური გადაწყვეტილება. ვინც დამნაშავეა, დაისჯება კიდეც".

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა

ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა