დიდი შანსია, საქართველოს გასული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ბომბარდირი "ყარაბახის" ფეხბურთელი გახდეს
ქართული საკლუბო ფეხბურთი უფრო მაღალ დონეზეა თუ აზერბაიჯანული, ამაზე დავა ნამდვილად შეიძლება. სამაგიეროდ, ის არის უდავო, რომ ჩვენს მეზობლებს ჩვენზე განუზომლად დიდი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ და ხმაურიანი ტრანსფერების განხორციელებასაც სისტემატურად ახერხებენ.

ჩვენს ხელთ არსებული სარწმუნო ინფორმაციით, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ უახლოეს დღეებში აზერბაიჯანული "ყარაბახის" ფეხბურთელი გახდეს "ზესტაფონის" ლიდერი, საქართველოს გასული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ბომბარდირი ჯაბა დვალი.

როგორც შევიტყვეთ, მდიდარი აზერბაიჯანული კლუბი "ზესტაფონთან" აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს და დიდი ალბათობით, "ყარაბახის" შეთავაზება კლუბისთვისაც ხელსაყრელი აღმოჩნდება და ფეხბურთელისთვისაც.

დვალის მიმართ ბოლო პერიოდში დიდ ინტერესს იჩენდა თბილისის "დინამოც", მაგრამ როგორც შევიტყვეთ, დღესდღეობით დედაქალაქური კლუბი 27 წლის თავდამსხმელისთვის ბრძოლას თითქმის ჩამოცილებულია.

ამ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთება უფრო უპრიანი მაშინ იქნება, ზემოთ ნახსენები ტრანსფერი თუ განხორციელდება, თუმცა ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დვალის დონის ფეხბურთელი აზერბაიჯანში სათამაშოდ არ გვემეტება.

ფაქტია, რომ საქართველოს ჩემპიონატისთვის იგი მეტისმეტად "გადამწიფდა", მაგრამ ვფიქრობთ, მას გაცილებით მაღალ დონეზეც შეეძლო წარმატებით თამაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ზესტაფონში" ყველაზე ძვირად როინ კვასხვაძე და ჯაბა დვალი ფასობენ

janorhus
ნაკრები არ აღირსეს, უკეთეს ლიგაში ვერ გადადის და ბოლო ბოლო ფულს მაინც იშოვის...
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად