"კრასნოდარმა" საკუთარ კაპიტანს ვიდეორგოლი მიუძღვნა, სადაც გუნდის წევრები იუბილარს დაბადების დღეს ულოცავენ
საქართველოს ნაკრებისა და რუსული "კრასნოდარის" მცველ ალექსანდრე ამისულაშვილს 30 წელი შეუსრულდა.

ალექსანდრე ამისულაშვილი 1982 წლის 20 აგვისტოს ქალაქ ქუთაისში დაიბადა. პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა 1999 წელს "ტორპედოში" დაიწყო, რის შემდეგ "სამტრედიასა" და თბილისის "დინამოში" უთამაშია.

პირველი მიწვევა ეროვნულ ნაკრებში ამისულაშვილმა 2002 წელს მიიღო.

ქართველი ფეხბურთელის დებიუტი რუსულ პრემიერლიგაში 2006 წელს იაროსლავის "შინიკში" შედგა. მომდევნო წელს კი ის ნალჩიკის "სპარტაკში" გადაბარგდა. "სპარტაკში" გატარებული 3.5 წელიწადის განმავლობაში ამისულაშვილმა 98 მატჩი ჩაატარა, სადაც 10 გოლი გაიტანა.

ნალჩიკში თამაშის დროს ქართველი მცველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და ადგილობრივ გულშემატკივართა სიყვარული და აღიარება მოიპოვა.

2011 წლის ზაფხულში კი ამისულაშვილი თურქულ "ქაისერისფორში" გადავიდა, რომლის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძეა.

ქართველი ფეხბურთელი "კრასნოდარის" ღირსებას 2011 წლიდან იცავს. ამ ხნის განმავლობაში ამისულაშვილმა რუსული გუნდის რიგებში 42 მატჩი ჩაატარა, სადაც ერთი გოლი გაიტანა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით "კრასნოდარმა" საკუთარ კაპიტანს ვიდეორგოლი მიუძღვნა, სადაც გუნდის წევრები იუბილარს დაბადების დღეს ულოცავენ (იხილეთ ვიდეო).

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა