"ბარსელონამ" სონგი 19 მილიონად შეიძინა, "რეალი" კი ლუკა მოდრიჩის მოლოდინშია
ესპანეთში სატრანსფერო სეზონის დასრულებამდე კვირაზე ოდნავ მეტი რჩება. ჯერ კიდევ ელიან მთავარ ტრანსფერს, რომელიც შეიძლება შედგეს და შეიძლება აღარც - ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ლუკა მოდრიჩის "ტოტენჰემიდან" "რეალში" გადასვლაზეა, რომელშიც "სამეფო კლუბი" 36 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს. მანამდე კი სატრანსფერო ბაზარი თავისი გზით ხურდება.

ჯერჯერობით მაინც მოკრძალებულია ესპანური აღებ-მიცემობა. ახლახან "ბარსელონამ" ზაფხულის რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც თავისივე დამყარებული იყო - ივნისის ბოლოს კატალონიურმა გრანდმა საბოლოოდ დაიბევა "ვალენსიას" მარცხენა მცველი ხორდი ალბა და 23 წლის ესპანელის სანაცვლოდ 14 მილიონი ევრო გადაიხადა.

აქამდე ეს იყო რეკორდი, თუმცა ახლახან "ბარსამ" 24 წლის კამერუნელი ალექს სონგი 5 მილიონით მეტი თანხით, 19 მილიონ ევროდ იყიდა. სხვათა შორის, კატალონიელებს მეტი შენაძენი არც გაუკეთებიათ. მოკლედ, ჯერი ახლა "რეალზე" და ლუკა მოდრიჩზეა.

აგვისტოს თვის ტრანსფერებიდან გამოვყოფთ პარაგვაელი ნელსონ აედო ვალდესის გადასვლას "ვალენსიაში". 28 წლის სამხრეთამერიკელი "რუბინმა" გაანათხოვრა ესპანეთში. "ვერდერისა" და "ბორუსიას" ყოფილ ფეხბურთელს ლა ლიგაში უთამაშია - 2010/11 წლების სეზონში ის ვალენსიის მხარის კლუბ "ერკულესის" ღირსებას იცავდა და 25 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

ლა ლიგამ შეიმატა პორტუგალიელი სიმაო საბროსა (ესპანიოლი), პოლონელი დარიუშ დუდკა (ლევანტე), ბერძენი თეოფანის გეკასი (ლევანტე) და გერმანელი კრისტიან ლელი (ლევანტე). სამაგიეროდ, დაკარგა იაპონელი აკიჰირო იენაგა, კოტდივუარელი არუნა კონე და სხვები...

ბოლო დღეებში ლა ლიგაში განხორციელებული ტრანსფერები

5 აგვ ხოსელუ რეალი II ჰოფენჰაიმი 6 მლნ. ევრო

5 აგვ ადრიან ლუნა (ურუ) ესპანიოლი ნასიონალი იჯარა

6 აგვ ლუის ალბერტო სევილია ბარსელონა II იჯარა

6 აგვ ალექს ბერნალი გრანადა მირანდესი იჯარა

6 აგვ ხუანხო სერანო გრანადა ლოგრონიესი იჯარა

6 აგვ რიჩარდ ბოატენგი (გან) გრანადა სან როკე იჯარა

6 აგვ მოჰამედ ფატაუ (გან) გრანადა სან როკე იჯარა

6 აგვ კარლოს მარჩენა ვილიარეალი დეპორტივო თავ. აგენტი

6 აგვ სერხიო ხუსტე ხიმნასტიკი ბარსელონა II თავ. აგენტი

7 აგვ გონსალო კოლსა რასინგი მირანდესი თავ. აგენტი

7 აგვ პაუ სენდროსი მალიორკა გენტი თავ. აგენტი

8 აგვ კრისტიან საპატა (კოლ) ვილიარეალი მილანი იჯარა

8 აგვ ოლოფ მელბერგი (შვე) ოლიმპიაკოსი ვილიარეალი თავ. აგენტი

8 აგვ აუგუსტო ფერნანდესი ველესი სელტა 1,5 მლნ. ევრო

8 აგვ ალბერტო ბოტია სპორტინგი სევილია 2,5 მლნ.

9 აგვ ომარ რამოსი უესკა ვალიადოლიდი იჯარა

9 აგვ ფერნანდო კავენაგი (არგ) რივერი ვილიარეალი თავ. აგენტი

10 აგვ ლაუტარო აკოსტა (არგ) სევილია ბოკა იჯარა

10 აგვ იორის მატეისენი (ჰოლ) მალაგა ფეიენოორდი თავ. აგენტი

10 აგვ ხავიერ აკუნია (პარ) რეალი II ხირობა თავ. აგენტი

11 აგვ ხავიერ კამუნიასი ვილიარეალი დეპორტივო იჯარა

11 აგვ კარლოს ლასარო ვალიადოლიდი უესკა იჯარა

11 აგვ კრისტიან ლელი (გერ) ჰერტა ლევანტე თავ. აგენტი

12 აგვ ხოსე ფიგუერასი გრანადა ლუგო თავ. აგენტი

13 აგვ ხოსე კატალა ვილიარეალი მურსია თავ. აგენტი

13 აგვ ხოსე მარია კასესი გრანადა მირანდესი იჯარა

14 აგვ თეოფანის გეკასი (საბ) სამსუნი ლევანტე თავ. აგენტი

14 აგვ არუნა კონე (კოტ) ლევანტე უიგანი 5 მლნ.

14 აგვ ნელსონ ვალდესი (პარ) რუბინი ვალენსია იჯარა

15 აგვ ალეხანდრო დომინგესი (არგ) ვალენსია ვალეკანო თავ. აგენტი

15 აგვ მანუ მოლინა ესპანიოლი ვალენსია II თავ. აგენტი

15 აგვ აკიჰირო იენაგა (იაპ) მალიორკა გამბა ოსაკა იჯარა

16 აგვ რუპერი ოსასუნა მირანდესი იჯარა

16 აგვ ველინგტონი (ბრა) არსენალი პონფერადინა იჯარა

16 აგვ საულ ბერხონი ბარსელონა II მურსია თავ. აგენტი

16 აგვ პაბლო კასერესი (ურუ) მალიორკა ტორინო თავ. აგენტი

17 აგვ ხოსე მარი ხაენი სარაგოსა თავ. აგენტი

17 აგვ დარიუშ დუდკა (პოლ) ოსერი ლევანტე თავ. აგენტი

17 აგვ ხავიერ მალაგუენო (არგ) მალაგა ტიგრე თავ. აგენტი

17 აგვ სიმაო საბროსა (პორტ) ბეშიქთაში ესპანიოლი თავ. აგენტი

18 აგვ ალექს სონგი (კამ) არსენალი ბარსელონა 19 მლნ.

19 აგვ რაფა მარტინესი გრანადა ვილიარუბია თავ. აგენტი

20 აგვ როდრი რიოსი ბარსელონა II შეფილდი იჯარა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა