"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერმა ჩინეთში საჩვენებელი მატჩის დროს, 15 წუთის განმავლობაში 68 ქულა დააგროვა
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა ჩინეთში საჩვენებელი მატჩის დროს, 15 წუთის განმავლობაში 68 ქულა დააგროვა.

ამის შესახებ ESPN იტყობინება. ბრაიანტმა 30-წუთიანი მატჩის მხოლოდ მეორე ტაიმში მიიღო მონაწილეობა. NBA-ს ვარსკვლავის თანაგუნდელები იყვნენ ჩინეთის პოპვარსკვლავები და მსახიობები.

ყველაზე უცნაური ის იყო, რომ კობი ბრაიანტის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 29 ქულას აგებდა მხოლოდ იმიტომ, რომ მაყურებელმა მოკლე ტექსტური შეტყობინებების საშუალებით 20 ქულა დაუმატა ამერიკელის მოწინააღმდეგე გუნდს! დანარჩენის შესახებ თავად კობი ჰყვება "ფეისბუქზე" საკუთარ გვერდზე:

"ჩვენ ორ ტაიმს ვთამაშობდით. თითოს ხანგრძლივობა 15 წუთი იყო. ამასთან, დრო საერთოდ არ ჩერდებოდა. ჩემი გუნდი ცხრა ქულას აგებდა, როცა გამოგვიცხადეს: ფანებს შეეძლოთ ერთი გუნდი აერჩიათ და შედეგად, მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მოწინააღმდეგეს 20 ქულა დაუმატეს!!!

ახლა უკვე 29 ქულით ჩამოვრჩებოდით. მინდოდა ისე მეთამაშა, როგორც ეს საჩვენებელ მატჩებში ხდება ხოლმე, მაგრამ ფანებმა ნაადრევად მომილოცეს სიმღერებით დაბადების დღე და მოისურვეს, საქმეში ენახათ ჩემი საუკეთესო თვისებები.

თანაგუნდელები უიმედოდ აგებდნენ. ესენი იყვნენ მომღერლები და მსახიობები, რომლებიც კალათბურთს საერთოდ არ თამაშობენ.

მათ მკითხეს, შევძლებდი თუ არა მეორე ტაიმში ჩამორჩენის გაბათილებას. არ მინდოდა არც მათი და არც გულშემატკივრების წყენინება. მათ ხომ ამ შოუს სანახავად ფული გადაიხადეს. ასე რომ, გამოწვევა მივიღე და მეორე ტაიმი ჩემთვის ამტანობაზე ტესტი გახდა.

გიჟივით დავრბოდი. შესვენების შემდეგ 68 ქულა დავაგროვე - და ჩვენ გავიმარჯვეთ. უკვე გითხარით, რომ მათ კალათბურთის არაფერი გაეგებოდათ. ჩემთვის, უბრალოდ, მხიარული იყო მათ გვერდით ყოფნა, მაყურებლის მხარდაჭერა. მათ ძალიან მოეწონათ ეს შოუ".

და კიდევ, კობიმ მატჩის მსვლელობისას ჩინელი "ჩირლიდერების" გარემოცვაში გიტარაზე დაკვრაც მოასწრო. ამ შეხვედრის ამსახველი კადრების ხილვა Youtube-ზეა შესაძლებელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"