საქართველოს ნაკრების მორიგმა ვარჯიშმა კარგად ჩაიარა და ფაჩულიამაც ისევე ივარჯიშა, როგორც დანარჩენებმა
რუმინეთთან თამაშის შემდეგ დარჩა მნიშვნელოვანი კითხვა: დაუბრუნდება თუ არა საწვრთნელ პროცესს ზაზა ფაჩულია, რომლის დახმარებაც გუნდს ბოსნიაში ძალიან სჭირდება.

20 აგვისტოს ზაზამ ბოსნიიდან დაგვაიმედა: სარაევოში მშვიდობიანად ჩავედით, ყველაფერი კარგად იქნებაო.

მან რუმინეთთან შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, კუნთი ჰქონდა დაჭიმული და თავადაც ზუსტად არ იცოდა, გაუვლიდა თუ არა ბოსნიასთან მატჩამდე. თქვა, მთავარია, ვარჯიშისას სირბილში ხელი არ შემიშალოსო.

ამ სიტყვების შემდეგ მოუთმენლად ველოდით საქართველოს ნაკრების მორიგ ვარჯიშს, რომელსაც მნიშვნელოვან კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი.

საბედნიეროდ, წვრთნამ კარგად ჩაიარა და ფაჩულიამაც ისევე ივარჯიშა, როგორც დანარჩენებმა. ეს და თავად ფაჩულიას სიტყვები დამშვიდების საშუალებას გვაძლევს, თუმცა ზაზას ტრავმასა და რუმინეთთან თამაშზე მაინც დავეკითხეთ.

- ვერ წარმოიდგენთ, რაოდენ რთულია კალათბურთელისთვის მატჩისთვის თვალის ტრიბუნებიდან მიდევნება.

გინდა გუნდს დაეხმარო, მაგრამ ამის საშუალება არ გაქვს. მოხარული ვარ, რომ რუმინეთი დავამარცხეთ და შესარჩევი წარმატებით დავიწყეთ.

- კონკრეტულად რა ტრავმის გამო ვერ ითამაშე პირველ შესარჩევ მატჩში, ამერიკაში, "ორლანდოსთან" შეხვედრისას ნატკენი ფეხი ხომ არ გაგიმიზეზდა?

- არა. ატლანტიდან საქართველოში გამომგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე მუხლზედა კუნთი დამეჭიმა.

ტრავმა სერიოზული არ ჩანდა, მალე გამიარა კიდეც და თბილისის საერთაშორისო ტურნირზე სამი მატჩი ჩავატარე. თუმცა გერმანიაში მძიმე მოედანზე მოგვიწია ვარჯიში და ტკივილი ხელახლა ვიგრძენი.

ზოგისთვის ასეთ მოედანზე სირბილი შესაძლოა, დიდი პრობლემა არ იყოს, მაგრამ ჩემი წონის კალათბურთელისთვის იოლი არ არის.

ამას დაერთო მგზავრობა გერმანიიდან საქართველომდე, რომლის დროსაც ვერც ყინულის დადება მოვახერხე, ცოტა გადავიღალე კიდეც და რუმინეთთან ამიტომაც ვერ შევძელი მოედანზე გასვლა. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ექიმებმა სათანადოდ მომხედეს და ახლა თავს ნორმალურად ვგრძნობ.

- თბილისის ტურნირზე ზედიზედ სამი თამაშის ჩატარებამ ხომ არ გამოიწვია ერთგვარი გადატვირთვა, იმის გათვალისწინებით, რომ მაისის დასაწყისის შემდეგ არ გითამაშია?

- პირიქით, ამხანაგური მატჩები ჩემთვის აუცილებელი იყო, რადგან დიდი ხნის უთამაშებელი ვიყავი. რაც უნდა კარგად მოემზადო ინდივიდუალურად, სათამაშო პრაქტიკა მაინც ბევრს ნიშნავს. თან, ვერ ვიტყვი, რომ უკრაინასთან, ბელარუსთანა და ესტონეთთან დავიტვირთე - თითო მატჩში დაახლოებით 20 წუთს ვთამაშობდი.

ბოლო წლებია, სანაკრებო მატჩებისას ტრავმები ხელს მიშლის. შარშან ევროპის ჩემპიონატზე პირველი ეტაპის შემდეგ ვეღარ ვითამაშე, შარშანწინ კი შესარჩევი ტურნირის შუაში, პოლონეთთან თამაშამდე მივიღე ტრავმა...

მომენატრა სეზონის სრულფასოვნად ჩატარება. ვიმედოვნებ, ბოსნიასთან მატჩიდან ყველაფერი გამოსწორდება და ნაკრებს ბოლომდე სათანადოდ დავეხმარები.

ფაჩულიანად, იმედიანად (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბოსნია-ჰერცოგოვინა VS საქართველო - ფავორიტების ომი იწყება

m.
ურააა.კარგია ზაზა რომ იტამაშებს!
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად