18 აგვისტოს გამართულ "დინამო"-"ტორპედოს" მატჩს წლების შემდეგაც გაიხსენებენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მძაფრსიუჟეტიანს
უმაღლესი ლიგის სტარტიდან ჯერ მხოლოდ ორი ტურია გასული და შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება ძალიან ნაადრევია, მაგრამ ჩემპიონატის მონაწილეთა ავ-კარგზე მსჯელობა გარკვეულწილად მაინც შეგვიძლია.

საწყისმა ტურებმა მინიმუმ ზოგადი წარმოდგენა მაინც შეგვიქმნა იმის შესახებ, თუ ვის რისი მიღწევის პოტენციალი აქვს.

ვნებათაღელვა მატჩისას და ნამატჩევს

რაც შეეხება გასულ ტურს, ორმა ცენტრალურმა მატჩმა გულშემატკივართა მოლოდინი აშკარად გაამართლა. ეს, რაღა თქმა უნდა, პირველ რიგში, "ქართულ კლასიკოზე" ითქმის.

"დინამოსა" და "ტორპედოს" ურთიერთშეხვედრათა მდიდარ ისტორიაში არაერთი დასამახსოვრებელი დაპირისპირება გვიხილავს, თუმცა გასულ შაბათს "დინამო არენაზე" გამართულმა მატჩმა თავისი დადებითი თუ უარყოფითი ემოციებით მაინც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ამ შეხვედრას წლების შემდეგაც გაიხსენებენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მძაფრსიუჟეტიანს.

მატჩის არბიტრმა ფეხბურთელებს 11 ყვითელი და 4 წითელი ბარათი უჩვენა. ოთხი გაძევებულიდან დინამოელი სამი იყო, თუმცა დედაქალაქელებმა მაინც შეძლეს გამარჯვების შენარჩუნება და ქულათა მაქსიმუმით საჩხერის "ჩიხურასთან" ერთად ჩემპიონატის თანალიდერია.

"ქართული კლასიკოს" მთავარ გმირებად კი დინამოელი ესპანელები იქცნენ. ჩისკომ დუბლი შეასრულა, მიკელ ალვარომ კი გამარჯვების გოლი გაიტანა.

მათზე არანაკლებ ეფექტურად ითამაშა მათმა თანამემამულე კოტომ. თუმცა მათ არც ქართველი თანაგუნდელები ჩამორჩნენ.

აუგს ვერც "ტორპედოზე" ვიტყვით. წარმატების მიღწევა და თუნდაც ქულის მოპოვება სტუმრებსაც შეეძლოთ. გია გეგუჩაძის გუნდის თამაშში გარკვეული პროგრესი შეინიშნება და საინტერესოა, როგორ იასპარეზებს "ტორპედო" უახლოეს ტურებში.

ჩისკოს მაღალ კლასში ეჭვის შეტანა არ შეიძლება, თუმცა წინა სეზონში იგი არასტაბილური იყო და საუცხოოდ ჩატარებული მატჩის შემდეგ თავს უფერული თამაშით გვამახსოვრებდა. თუ "დინამოს" ესპანელი ლიდერი სტაბილურად ათამაშდა, დუშან უჰრინის გუნდის შემტევი პოტენციალი ერთიორად გაიზრდება.

შრომა თვით ჩეხ სპეციალისტსაც არ უნდა დავუკარგოთ, თუმცა მისი ფორმაციის "დინამოს" თავისებურებების შესახებ უფრო ამომწურავად საუბარი ახლო მომავალში შეგვეძლება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნამატჩევს ორივე კლუბმა საკუთარი ვებგვერდის საშუალებით მსაჯობით უკმაყოფილება გამოთქვა. "დინამომ" "ტორპედოს" ერთ-ერთი გოლი მიიჩნია თამაშგარე მდგომარეობიდან გატანილად.

ოთარ ხეცაძის მსაჯობით "ტორპედოც" უკმაყოფილოა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას სთხოვს, მსგავსი რანგის მატჩებში ან უცხოელი მსაჯები მოიწვიოს, ანაც "კლასიკოს" კატეგორიის შეხვედრებში ფიფას კატეგორიის ქართველი არბიტრი დანიშნოს.

ვიცე-ჩემპიონის რევანში

"ზესტაფონისა" და "მეტალურგის" მატჩი უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ორი ამბიციური ქართული კლუბის დაპირისპირება.

ზედმეტი და მომაბეზრებელიც კი არის იმის შეხსენება, თუ რატომ დაედო ამ შეხვედრას განსაკუთრებული ფასი - რუსთაველები, რომლებმაც ჯერ საქართველოს ჩემპიონობა იზეიმეს და შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებამ ვიცე-ჩემპიონობას დააჯერა, ზესტაფონში რევანშის წყურვილით ჩავიდნენ და დაძაბულ ბრძოლაში მიზანსაც მიაღწიეს.

გამარჯვების გოლი წინა სეზონში "მეტალურგის" საუკეთესო ბომბარდირმა დიმიტრი ტატანაშვილმა გაიტანა, მასზე არანაკლებ ეფექტურად კი რუსთაველთა ახალწვეულმა, ხორვატმა მეკარე ივან ჰოსმანმა ითამაშა.

"მეტალურგს" ეს სამი ქულა მხოლოდ მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, წმინდა პრაგმატული მოსაზრებითაც ძალიან ესაჭიროებოდა - კობა ჟორჟიკაშვილის გუნდს სეზონის სტარტზე მძიმე კალენდარი ჰქონდა და "დინამოსთან" საშინაო მარცხის შემდეგ სატურნირო მდგომარეობის გამოსწორება "მეტალურგისთვის" მეტად მნიშვნელოვანი ამოცანა იყო.

"ზესტაფონმა" გამარჯვებით დაწყებული ჩემპიონატი მარცხით განაგრძო. ფეროელთა შემადგენლობაში ზაფხულში ბევრი ცვლილება მოხდა, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი გაახალგაზრდავების კურსს განაგრძობს და ამ პროცესში არასტაბილური ასპარეზობა გასაკვირი ნამდვილად არ არის.

ახლა საკითხავი ის არის, რამდენად დროულად შეძლებს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თუნდაც იმ დონის ფეხბურთის ჩვენებას, რაც მის ამჟამინდელ შემადგენლობას ხელეწიფება.

ოთხი დუბლი და მოულოდნელი აუტსაიდერი

ჩისკო, მათე ვაწაძე, რევაზ გოცირიძე, ლევან კუტალია - ეს ის ოთხი ფეხბურთელია, რომლებმაც გასულ ტურში დუბლი შეასრულეს. აქედან წყვილი გოლი მხოლოდ მათე ვაწაძის "დილას" არ წაადგა, დანარჩენებმა კი საკუთარი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშეს.

განსაკუთრებით ლამაზი კუტალიას გოლი გამოდგა, რომელიც "ზუგდიდის" ნახევარმცველმა დაახლოებით 40 მეტრიდან გაიტანა. ჩისკოს წვლილზე ზემოთ ვთქვით, "ჩიხურას" ახალწვეული რევაზ გოცირიძე კი საჩხერული კლუბისთვის ზედგამოჭრილი შენაძენი აღმოჩნდა - ვეტერანმა თავდამსხმელმა "დილასთან" ჩინებულად ითამაშა და თანაგუნდელთა დახმარებით უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული გუნდი გაალიდერა.

ის ფაქტი, რომ "დილა" ევრომატჩისთვის ემზადება, ოდნავადაც ვერ აკნინებს "ჩიხურას" წარმატებას. სოსო ფრუიძის გუნდი ზეექვსეულში მოხვედრის რეალური კანდიდატია და შესაძლოა, უფრო მაღალი ამოცანების გადაჭრის პოტენციალიც კი ჰქონდეს.

ვინ წარმოიდგენდა, რომ "დილა" ორი ტურის შემდეგ ნული ქულით ბოლო ადგილზე იქნებოდა? თუმცა რეალობა სწორედ ამგვარია და გორელებს სიტუაციის სასწრაფო გამოსწორებისკენ უბიძგებს.

თუ თემურ შალამბერიძის გუნდმა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეაბიჯა, შიდა ასპარეზზე კონცენტრირება კიდევ უფრო გაუჭირდება, თუმცა "დილას" საკმარისად გრძელი სათადარიგოთა სკამი და რესურსი აქვს იმისთვის, რომ ამ რთულ ამოცანასთან გამკლავება შეძლოს.

მარტვილელებმა და ზუგდიდელებმა კი კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შინ თამაში მათი ერთ-ერთი უმთავრესი კოზირია. სამაგიეროდ, მშობლიურ კედლებში ამჯერადაც ვერ იმარჯვა "სიონმა". ტურს უხვგოლიანი ეთქმოდა. ერთადერთი "მშრალი", თუმცა არცთუ უინტერესო შეხვედრა კი სწორედ ბოლნისში გაიმართა.

მოკლედ, ახალი ეროვნული ჩემპიონატი ეშხში შედის და აქედანვე ჩანს, რომ წინ საკმაოდ დაძაბული და არცთუ იოლად პროგნოზირებადი სეზონი გველის.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II ტურის მატჩები

დინამო-ტორპედო 3:2 - არავინ დაინდოთ!

ზესტაფონი-მეტალურგი 0:1 - ვიცე-ჩემპიონის რევანში

დილა-ჩიხურა 2:3 - ეს ევროპა არ არის...

სიონი-კოლხეთი 0:0 - ნულოვანი, მაგრამ სანახაობრივი

ზუგდიდი-ბათუმი 2:0 - გოლი, რომელიც ნებისმიერ ჩემპიონატს დაამშვენებდა

მერანი-ვიტ ჯორჯია 1:0 - ისტორია მეორდება

მომდევნო ტური

25 აგვისტო, შაბათი

მეტალურგი-მერანი

დინამო (ბთ)-დინამო (თბ)

კოლხეთი-ზუგდიდი

ვიტ ჯორჯია-ჩიხურა

დილა-სიონი

ტორპედო-ზესტაფონი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ramo
ამათ ფეხბურთელი მარტო გოლის გამტანი გონიათ. ან ვინმე რაიმე ეფქტურ ფინტს თუ გააკეთებს. ვინც გუნდისთვის არის, სწორ პოზიციას ირჩევს, არაეფექტური მაგრამ სწორი და ზუსტია. იმას ესენი ფეხბურთელად არ თვლიან.
guga
რანაირი სიმბოლური ნაკრებია ეს :) ორი მცველი?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე