გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის რემონტი ახალ ფაზაში გადავიდა
გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის რემონტი ახალ ფაზაში გადავიდა.

დასავლეთ ტრიბუნის რეკონსტრუქციის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ ჩრდილოეთ ტრიბუნას მიხედა. რამდენიმე დღეში ჩატარდა მისი დემონტაჟი.

ამჟამად დარჩენილია სტადიონზე შესასვლელი თაღი, რომელიც აგრეთვე დაიშლება და დაიწყება ამ ტრიბუნის ხელახლა აგებაც.

"დასავლეთ და აღმოსავლეთ ტრიბუნის დარად, ეს მხარეც მოედანთან ახლოს აშენდება. საბოლოოდ კი სტადიონი სუფთა საფეხბურთო არენის სახეს მიიღებს.

შემდეგ ეტაპზე, სავარაუდოდ, სამხრეთის მხარესაც (აქეთ ახლა მხოლოდ კედელი და ტაბლოა) ტრიბუნას ავაშენებთ, რომელიც ასევე მოედანთან ახლოს იქნება", - გვითხრა კლუბის დირექტორმა ზურაბ დალაქიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, "დილა", რომელმაც აქ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ეროვნული ჩემპიონატის საშინაო შეხვედრები გორში ვერ გამართა, მშობლიურ არენას, სავარაუდოდ, სექტემბერში თბილისის "დინამოსთან" მატჩში დაუბრუნდება.

"ჩვენც დიდი სურვილი გვაქვს, საშინაო მატჩები საკუთარ მოედანზე ჩავატაროთ. რასაკვირველია, გულშემატკივარსაც ძალიან მოენატრა "დილას" თამაშის გორში ხილვა.

მართალია, სტუმრად თუ ნომინალურ საშინაო შეხვედრებზე ავტობუსებით ასეულობით გულშემატკივრის თანხლებას ვახერხებთ და ორგანიზებული ქომაგობაც არ გვაკლია მათგან, მაგრამ გორში მაინც სულ სხვაა", - ამბობს ზურაბ დალაქიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგაზე წარმატებული ასპარეზობის მიუხედავად, "დილამ" ეროვნულ ჩემპიონატში ცუდი სტარტი აიღო და ახლა არასახარბიელო ვითარების გამოსასწორებლად მოუწევს გარჯა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დილა-ჩიხურა 2:3 - ეს ევროპა არ არის...

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"