"აფსნიპრესი" ამტკიცებს, რომ აფხაზეთის ნაკრები წელს კოსოვოს ნაკრებს უმასპინძლებს, გასვლაზე კი პალესტინას ესტუმრება
ფიფამ კოსოვოს საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრების გამართვის უფლება რომ დართო, რუსებმა და მათთან კავშირში მყოფმა სეპარატისტებმა ფრთები შეისხეს.

რუსები ოკუპირებული აფხაზეთის საქართველოსგან მოსაწყვეტად ყველაფერს აკეთებენ. კონფლიქტის დაწყების შემდეგ ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ თურმე, ვიტალი დარასელია და ვლადიმერ გუცაევი ქართული ფეხბურთის გაზრდილები არ არიან, რომ სეპარატისტული რეგიონების ფეხბურთი ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობდა და ვითარდებოდა...

ახლა აფხაზების ფეხბურთის ფედერაციას აპიარებენ და საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრების მოწყობაში ეხმარებიან. "აფსნიპრესი" კი ამტკიცებს, რომ აფხაზეთის ნაკრები უკვე წლეულს კოსოვოს ნაკრებს უმასპინძლებს, გასვლაზე პალესტინას ესტუმრება, შეხვედრის თარიღები კი ზუსტდებაო.

მანამდე ე.წ. აფხაზეთის ნაკრები ემზადება. გუნდმა პირველი საკონტროლო შეხვედრა კრასნოდარის "კუბანთან" ჩაატარა და 2:1 მოიგო.

"მოსკოვსკიე ნოვოსტის" ცნობით, სოხუმში სჯერათ, რომ კოსოვოს პრეცედენტი აფხაზებზეც გავრცელდება. მატჩს სეპარატისტების პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ესწრებოდა.

ეს არ იყო ჩვეულებრივი შეხვედრა, რადგან მეორე ტაიმში აფხაზების კარს... რუსეთის ქალთა ნაკრების მეკარე ელვირა თოდუა იცავდა, რომელიც აფხაზეთშია დაბადებული და თავისი ეროვნება ვერ გაურკვევია.

მაყურებელი ოვაციას არ იშურებდა, როდესაც ეს გოგონა დარტყმას იგერიებდა, ან ბურთი თამაშში შეჰყავდა.

აფხაზეთის ნაკრებში ითამაშეს აგრეთვე ძმებმა, რუსლან და ბესლან აჯინჯალებმა, გერმან კუტარბამ, აგრეთვე, ახრიკ ცვეიბას ვაჟმა, სანდრო ცვეიბამ.

"მოსკოვსკიე ნოვოსტიმ" კომენტარი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე ჩივაძეს სთხოვა:

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გუნდებს საქართველოს ჩემპიონატში სიამოვნებით ვათამაშებდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი უარს ამბობენ. მე კი მიმაჩნია, რომ ფიფა ჩვენს შემთხვევაში კოსოვოს პრეცედენტს არ გამოიყენებს".

"თუმცა, ფიფას ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ლიბერალური მიდგომები გააჩნია. ეს მხოლოდ ფეხბურთის სამშობლოს, დიდ ბრიტანეთს არ ეხება, რომელიც ორგანიზაციაში ოთხი წევრით არის წარმოდგენილი - ინგლისი, შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია.

მაგალითად, ფიფას წევრია ფარერის კუნძულები, რომელიც დანიას ეკუთვნის და ყველა ტურნირში დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.

პერიოდულად საერთაშორისო შეხვედრებს ატარებს კატალონიის ნაკრები და ეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პროტესტს არ იწვევს.

საფეხბურთო მმართველებს არ შეუძლიათ, რომელიმე ტერიტორიული წარმონაქმნის ნაკრებს თამაში აუკრძალოს, მათ შორის, აფხაზეთსაც. სხვა საქმეა, შეძლებენ თუ არა ისინი ფიფას ეგიდით თამაშს", - წერს "მოსკოვსკიე ნოვოსტი".

ცხადია, შავის თეთრისგან განსხვავება ადვილია, მაგრამ ეს პატივსაცემი გამოცემა, ისევე, როგორც რუსული მედია, დღემდე ვერ გაერკვა, რა განსხვავებაა აფხაზეთს, ფარერებს, ბრიტანეთსა და კატალონიას შორის და სასურველს რეალობად ასაღებს.

ისიც გვეეჭვება, რომ ესპანეთის ფედერაციას კატალონიის ნაკრების საერთაშორისო შეხვედრები არ აღიზიანებდეს და საფეხბურთო მმართველებს რომელიმე ტერიტორიული წარმონაქმნის ნაკრებისთვის თამაშის აკრძალვა არ შეეძლოთ.

ასე რომ არ იყოს, საქართველოს დღეს საერთაშორისო სარბიელზე მინიმუმ სამი ნაკრები წამორმოადგენდა და მათ შორის იქნებოდა აფხაზეთიც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ცხინვალში საერთაშორისო მატჩის ჩატარება იგეგმება!

ფეხბურთი და პოლიტიკა: რას ვთავაზობთ აფხაზებსა და ოსებს?

რუსების პოზიცია: საეჭვოა, აფხაზებს ფიფასთან გარიგებაში დავეხმაროთ

საქართველომ ფიფას შეახსენა - აფხაზეთი კოსოვო არაა!

ფიფამ კოსოვო აღიარა. რა იქნება აფხაზეთ-სამაჩაბლოს შემთხვევაში?

ilia
მომეწონა გლახუნას კომენტარი მხოლოდ ეს ბრაზით არ უნდა გავაკეთოთ.ქართველი ხალხის ბუნებრივი სიყვარულის ნიჭი უნდა იგრძნოს ამ ხალმა
merabi
გადაამოწმეთ ხოლმე, რა ხალხო წესივრად. ჯერ გამიკვირდა, ამ გაგანია ჩემპიონატის დროს "ყუბანს" სად ეცალა ამხანაგური თამაშებისთვის-მეთქი. თურმე მათი მთავარი გუნდი კი არა, 1994-95 წლებში დაბადებული ბავშვების გუნდი შეხვედრია "აფხაზეთის" მთავარ ნაკრებს
glaxuna
ასე აკეთებენ რუსები?!!! ხოოო,მაშინ ჩვენც უნდა გამოვიწვიოთ ...ინგუშეთის ,ჩეჩნეთის,ჩერქეზეთის,დაღესტანის,თათრეთის,ბაშკირეთის... ეროვნული ნაკრებები... და ყოვლად დაუნდობელ მტერს მისივე იარაღით უნდა ებრძოლო!!!
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
ალვარესის ახალი ვარიანტი - არგენტინელის დაბრუნება ყოფილ გუნდს სურს
საფრანგეთის ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტმა პსჟ დააჯარიმა
უკან სამშობლოში - ალვარო მორატა ესპანეთში დაბრუნდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] კვლავ გამარჯვების გარეშე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" დამარცხდა
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ წაგებას სასწაულად გადაურჩა
[VIDEO] ლა ლიგაში გულიაშვილის დებიუტი შედგა - "რასინგმა" "ელჩეს" მოუგო
"ლილთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
არის ოქრო! - ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის გამარჯვებულია
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
"ნაპოლიმ" ნახევარმცველი ისევ იჯარით გაუშვა
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
"ასტონ ვილა" მზადაა აბრაჰამი გაანათხოვროს
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის ფინალში იასპარეზებს
კონფერენს ლიგაზე "იბერიას" მეტოქეები გაირკვა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია