საქართველოს ჩემპიონატის განვლილი სეზონის საუკეთესო ბომბარდირი "დინამოში" ბრუნდება
საქართველოს ჩემპიონატის განვლილი სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ჯაბა დვალი 5-წლიანი განშორების შემდეგ "დინამოში" ბრუნდება.

ჯაბა "დინამოში" 17 წლის ასაკში ჩაირიცხა და კლუბის ყველა ასაკობრივი საფეხური გაიარა. თამაშობდა აკადემიის მე-3, მე-2 გუნდში და დუბლშემადგენლობაში.

პირველი გუნდის რიგებში, "დინამოსთან" ერთად, საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა. შემდეგ მან კარიერა მოლდოვაში, კიშინიოვის "დაჩიაში" განაგრძო. ბოლო წლებში კი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" გამოდიოდა.

ჯაბა დვალი: "ზესტაფონში" დაუვიწყარი პერიოდი გავატარე. მადლობა მინდა ვუთხრა კლუბის პრეზიდენტს, მწვრთნელებს, ფეხბურთელებს, გუნდის თითოეულ ქომაგს. მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი.

"დინამოში" დაბრუნებამ ძალიან გამახარა. პროფესიონალ ფეხბურთელად სწორედ აქ ჩამოვყალიბდი. "დინამოს" ყველა ასაკობრივ გუნდში მომიწია თამაში და ნაცნობ გარემოში დავბრუნდი.

"დინამოს" ყოველთვის ამბიციური გეგმები ჰქონდა, განსაკუთრებით კი დღეს, როდესაც გუნდში ისეთი პირობებია, რომ "დინამოს" ფეხბურთელმა მხოლოდ ფეხბურთზე უნდა იფიქროს.

ერთს ვპირდები ყველას, მათ შორის, "დინამოს" ერთგულ გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის "დინამოს" გვერდში არიან, ყველაფერს გავაკეთებ "დინამოს" წარმატებისთვის".

fcdinamo.ge

lasha
ვა ,მაგარია,როგორ მოუვიდა იმბეცილ ფიფიას რომ დვალი გადმოიყვანა,დიდი ხნის წინ უნდა ექნა ეს, როცა ეუბნებოდნენ !!!
გია
გული დამწყდა.ძალიან მივეჩვიე ზესტაში,მაგრამ სადაც არ უნდა იყოს წარმატებები ჯაბას!
zako
ბრავო ჯაბა. ძალიან სასიამოვნო ინფორმაციაა. ნამდვილად არ იყო სასიამოვნო ინფორმაცია, მისი აზერბაიჯანში გადასვლის შესახებ, თუმცა ვისურვებდი დინამოს შემდეგ, თუ ასეთი ვარიანტი იქნება, წავიდეს რომელიმე საფეხბურთო ქვეყანაში.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად