კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში დამთავრდა ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ფაზილ კუჩუკის ხსოვნისადმი მიძღვნილი სპორტული თამაშები, რომელიც მეთორმეტედ გაიმართა...

კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში დამთავრდა ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ფაზილ კუჩუკის ხსოვნისადმი მიძღვნილი სპორტული თამაშები, რომელიც მეთორმეტედ გაიმართა. ასპარეზობის პროგრამაში სპორტის 10 სახეობა შედიოდა. ჭადრაკში 7 ქვეყნის 48 მონაწილეს შორის მიწვეული გახლდათ თბილისელი დიდოსტატი სოფიკო გურამიშვილი, 16-წლიანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი, რომელმაც ორიოდე კვირის წინათ ციურიხში მსოფლიოს საუნივერსიტეტო ჩემპიონატში ქალთა შორის მესამე და გუნდურში მეორე ადგილები დაიკავა.

სოფიკომ ნიქოზიაშიც წარმატებით ისპარეზა. ცხრა შესაძლებლიდან 6,5 ქულით მესამე-მეოთხე ადგილები გაინაწილა (პირველი ადგილი მოლდოველმა იულან ბალტაგმა დაიკავა, მეორე ადგილი კარენ მოვსესიანს ხვდა), სამაგიეროდ, ქალებში ყველას აჯობა და ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

_ დაძაბული ტურნირი იყო, _ გვითხრა სოფიკომ. _ ზოგჯერ დღეში ორი პარტიის თამაში გვიწევდა. შედეგით კმაყოფილი ვარ. ეტყობა, მასპინძლებსაც მოეწონათ ჩემი თამაში, რადგან ქვეყნის ვაჟთა გუნდურ ჩემპიონატში მიმიწვიეს. მოვიხიბლე იქაურობით, მაგრამ იძულებული ვიყავი, უარი მეთქვა, რადგან შეჯიბრება დეკემბერში აქვთ დაგეგმილი, მე კი იმ დროს ესპანეთის საერთაშორსო ტურნირზე ვიქნები.

_ მანამ სად იასპარეზებ?

_ ოთხი ოქტომბრიდან ჯერმუკში კარენ ასრიანის მე-3 მემორიალში ვარ მიწვეული. ბევრი სახელოვანი მოჭადრაკე ჩამოვა და მათთან პაექრობა სასიამოვნო იქნება. 18-22 ნოემბერს ავსტრიის ბუნდესლიგაში ვითამაშებ `ზალცბურგის~ შემადგენლობაში. ჩემპიონობისთვის ვაჟთა 12 გუნდი იბრძოლებს წრიული სისტემით. მაღალრეიტინგიან მამაკაცებთან მომიწევს ორთაბრძოლა, რაც საკუთარი მაჩვენებლების გაუმჯობესებაში დამეხმარება. ძალიან მინდა, წლის ბოლომდე რეიტინგი 2400-მდე ავიმაღლო, თან ვაჟთა საერთაშორისო ოსტატის მესამე ბალი მოვიპოვო. ახლა კარგ სპორტულ ფორმაში ვარ და მიზნის მიღწევა არ უნდა გამიჭირდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...