შარშან ჩოგბურთელ ქალთა თელავის საერთაშორისო ტურნირზე თათია მიქაძემ საქართველოს ნაკრების წევრი, რეიტინგით ქვეყნის მეორე ჩოგანი ოქსანა კალაშნიკოვა დაამარცხა...
შარშან ჩოგბურთელ ქალთა თელავის საერთაშორისო ტურნირზე თათია მიქაძემ საქართველოს ნაკრების წევრი, რეიტინგით ქვეყნის მეორე ჩოგანი ოქსანა კალაშნიკოვა დაამარცხა. ლელია მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე ბათუმის ნავთობტერმინალის პირველობის მეოთხედფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. წლეულს ორივე სპორტსმენს საერთაშორისო სარბიელზე საქმე კარგად მისდის, ამიტომ სპეციალისტები და გულშემატკივრებიც ინტერესით მოელოდნენ ამ პაექრობას. ცხადია, ოქსანა (189) სარევანშოდ იყო განწყობილი, მაგრამ თათიამ თანაგუნდელს ამის შანსი არ მისცა. ტურნირზე მე-5 ნომრად განთესილმა მიქაძემ (289) ორ სეტში აჯობა (7:5, 6:4) მას და ნახევარფინალში ალიაქსანდრა სასნოვიჩის (ბელარუსი) მძლეველ (6:2, 6:3) რეკა-ლუკა იანის (უნგრეთი, 319) შეხვდება.

ნავთობტერმინალის შარშანდელი ტურნირის სტარტზე სოფიო შაფათავამ (279) უკრაინელი ვერონიკა კაპშაი (328) დაამარცხა. წილისყრამ ისინი წლეულსაც შეჰყარა ერთად, ამჯერად მეოთხედფინალში. მას შემდეგ, რაც ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი ხელი მშრალად (6:0) მოიგო, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ნახევარფინალში გასასვლელად მას კიდევ ორი სეტის თამაში დასჭირდებოდა. ეტყობა, სოფიომ, რომელსაც ვერონიკა აქამდე ოთხჯერ ჰყავდა დამარცხებული, ნაადრევად ირწმუნა გამარჯვება და კინაღამ დაისაჯა: მეორე ხელი 4:6 დათმო, მესამეში კი ბოლო მომენტში წაგლიჯა ხელიდან მეტოქეს მოგება _ 7:6.

ასევე სამი ხელი დასჭირდა მე-4 ნახევარფინალისტის გამოვლენას: ტურნირის მე-2 ნომერმა მაკა ჩახნაშვილმა (228) იულია გლუშკოს (ისრაელი, 350) სძლია 6:3, 4:6, 7:6.

გუშინ წყვილებში ერთი ნახევარფინალური პაექრობა გაიმართა: პაულა კანია (პოლონეთი)/სოფია სურანი (უნგრეთი)-ჟუსტინა ჟეგიოლკა/კატარზინა კავა (პოლონეთი) 6:4, 6:3.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა