ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

პრემიერლიგა. I ტური. გამოხმაურება: პრემიერლიგის ინტრიგა №1

პრემიერლიგა. I ტური. გამოხმაურება: პრემიერლიგის ინტრიგა №1

ჩემპიონმა გაჭირვებით, მაგრამ მოიგო; "ლივერპულმა" უბრალოდ კი არ წააგო, განადგურდა
პრემიერლიგის I ტური საინტერესოდ დაიწყო. ჩემპიონმა გაჭირვებით, მაგრამ მოიგო; "ლივერპულმა" უბრალოდ კი არ წააგო, განადგურდა; "სუონსიმ" და "ფულჰემმა" მეტოქეებს "ცალი ფეხით" გადაურბინეს; "მანჩესტერ იუნაიტედმა" კი, პირველად ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩემპიონატის სასტარტო ტურში მარცხი იწვნია.

მოკლედ, სალაპარაკო ძალიან ბევრია და ვეცდებით, უმთავრესზე გავამახვილოთ თქვენი ყურადღება.

და რაკი "ეშმაკების" მატჩის მიმოხილვა ამავე გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ, ყურადღებას სხვა თამაშებზე გადავიტანთ.

უცნაური აქცენტები

"ჩელსის" თამაშმა აზრთა დიდ სპექტრს დაუდო სათავე. ზოგის აზრით, ლონდონელებმა "უიგანს" იოლად მოუგეს, უფრო სწორად, ზუსტად იმდენი ძალა დაახარჯეს ამ საქმეს, რამდენიც დასჭირდათ.

ზოგს კი მიაჩნია, რომ ლონდონელთა სასტარტო შტურმი სხვა არაფერი იყო, თუ არა უბრალოდ გამართლება, რომ შემადგენლობაში ედენ აზარი გყავს - ფეხბურთელი, ვისაც ფეხის ერთი მოქნევით შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა.

ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ბელგიელმა გუნდის ლიდერობა იგდო ხელთ, რადგან "ლურჯებს" გუნდში ხუან მატაც ჰყავთ, მაგრამ ცხადია, რომ გუნდი აზარით და აზარის გარეშე ორი განსხვავებული რამ არის. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო აქამდე იმ გუნდებში, სადაც უთამაშია და ალბათ ასე იქნება დედაქალაქელთა შემთხვევაშიც.

"ლელომ" მიმოხილვაშიც გაუსვა ხაზი, რომ რობერტო დი მატეოს გუნდმა, მეტოქის გათვალისწინებით, ძალიან დიდი აქცენტი გააკეთა დაცვაზე, რაც გვეუცნაურა, მაგრამ... მერე ამ მოვლენის ცოტა განსხვავებულ შეფასებას წავაწყდით. იტალიელმა ფეხბურთელები ალბათ განგებ დარაზმა ასე, რადგან მას ერთ მუშტად შეკრული გუნდი ჯერ კიდევ არ ჰყავს.

"ჩელსის" მოედანზე ერთი ახალწვეული (აზარი) და ორი ისეთი ფეხბურთელი ჰყავდა, ვისაც შარშან თამაში იშვიათად უწევდა (ტორესი, ბერტრანი). ვნახოთ, რა სტილით ითამაშებს ეს გუნდი მას მერე, როცა ფორმაში შევა.

ფორმამდე ბევრი უკლიათ

"არსენალს" შარშან ბევრად უარესი სტარტი ჰქონდა. ცხადია, "მეთოფეებს" წელს უფრო გაუჭირდებათ დასახული მიზნებისთვის ბრძოლა, რადგან ლუკას პოდოლსკისა და ოლივიე ჟირუსადმი დიდი პატივისცემისდა მიუხედავად, ამ ეტაპზე არც ერთია რობინ ვან პერსის შემცვლელი და არც მეორე.

ჩრდილოლონდონელებმა ალექს სონგიც გაყიდეს, მაგრამ კამერუნელის დაკარგვას კიდევ გადაიტანენ. ასე რომ, შინ "სანდერლენდთან" ნათამაშები ფრე ნამდვილად არ გვაკვირვებს. მთავარია, არსენ ვენგერის შეგირდები როდის და რაც მთავარია, რამდენად მოუმატებენ.

"ლივერპული"... რა ხანია, მხოლოდ იმაზე გვიხდება წერა, რომ მერსისაიდელთა ბანაკში კრიზისია.

"წითლებმა" ახალი და კარგი ფეხბურთელები კი დაიმატეს, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს. იმედია, ბრენდან როჯერსსაც მხოლოდ დრო სჭირდება გუნდის თავის თარგზე მოსარგებად. ანგარიშგასაწევი "ლივერპული" ხომ პრემიერლიგისთვის დამატებითი ინტრიგაა.

პრემიერლიგა. I ტური

არსენალი-სანდერლენდი 0:0

საუკეთესო: სანტი კასორლა (არსენალი)

ფულჰემი-ნორვიჩი 5:0

საუკეთესო: მუსა დემბელე (ფულჰემი)

ქუინზ პარკი-სუონსი 0:5

საუკეთესო: მიგელ მიჩუ (სუონსი)

რედინგი-სტოკ სიტი 1:1

საუკეთესო: პაველ პოგრებნიაკი (რედინგი)

ვესტ ბრომვიჩი-ლივერპული 3:0

საუკეთესო: პიტერ ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი)

ვესტ ჰემი-ასტონ ვილა 1:0

საუკეთესო: კევინ ნოლანი (ვესტ ჰემი)

ნიუკასლი-ტოტენჰემი 2:1

საუკეთესო: დემბა ბა (ნიუკასლი)

უიგანი-ჩელსი 0:2

საუკეთესო: ედენ აზარი (ჩელსი)

მანჩესტერ სიტი-საუთჰემპტონი 3:2

საუკეთესო: კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი)

ევერტონი-მანჩესტერ იუნაიტედი 1:0

საუკეთესო: მარუან ფელაინი (ევერტონი)

სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი EA SPORTS-ის მიხედვით:

1. მლადენ პეტრიჩი (ფულჰემი) - 57

2. ნათან დაიერი (სუონსი) - 49

3. მიგელ მიჩუ (სუონსი) - 48

4. დემიენ დაფი (ფულჰემი) - 38

5. სამირ ნასრი (მანჩესტერ სიტი) - 37

ზოგადი სტატისტიკა დღეისთვის:

10 მატჩი

8 მოგება

2 ფრე

8 მშრალად შენახული მატჩი

27 გოლი

121 ზუსტი დარტყმა კარში

97 აცილება

275 ფეხბურთელი

53 ეროვნების მოთამაშე

0 ჰეთ თრიკი

30 ყვითელი ბარათი

2 წითელი ბარათი

344 124 ფანი ტრიბუნებზე

ტურის გმირი

მარუან ფელაინი (ევერტონი)

ლივერპულურმა კლუბმა პრემიერლიგა ჩემპიონატის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტთან მოგებით დაიწყო.

"გუდისონ პარკზე" "მანჩესტერ იუნაიტედთან" 24 წლის ბელგიელი ნახევარმცველი მოედანზე საუკეთესო იყო და არა მხოლოდ იმიტომ, რომ შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა, არამედ იმიტომაც, რომ მან "ეშმაკების" შუა ხაზს გასაქანი არ მისცა. მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ალექს ფერგიუსონმა მას "ევერტონის" გამარჯვების მთავარი შემოქმედი უწოდა.

ტურის მწვრთნელი

მიკაელ ლაუდრუპი (სუონსი)

48 წლის დანიელმა მწვრთნელმა მიკაელ ლაუდრუპმა პრემიერლიგაში თავისი კარიერა ტრიუმფალური გამარჯვებით დაიწყო. "გედებმა" შარშანდელი სეზონის ორი საუკეთესო ფეხბურთელი ჯო ალენი და გილფი სიგურდსონი დაკარგეს. წკიპზე დგანან, რომ მესამეც ხელიდან არ გამოეცალოთ (სკოტ სინკლერი), მაგრამ ისინი მაინც მაგრად დგანან. I ტურის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ლაუდრუპის გუნდს უკვე ახალი ვარსკვლავები ჰყავს - უეინ რუტლეჯი, მიგელ მიჩუ და ნათან დაიერი.

ტურის სიმბოლური ნაკრები. "ლელოს" ვერსია

მიხელ ვორმი (სუონსი) - ბრანისლავ ივანოვიჩი (ჩელსი), უინსტონ რიდი (ვესტ ჰემი), ფილ იაგიელკა (ევერტონი), გი დემელი (ვესტ ჰემი) - მარუან ფელაინი (ევერტონი), მიგელ მიჩუ (სუონსი), ედენ აზარი (ჩელსი), ნათან დაიერი (სუონსი) - მლადენ პეტრიჩი (ფულჰემი), დემბა ბა (ნიუკასლი)

ბომბარდირები

2-2 მლადენ პეტრიჩი (ფულჰემი), ნათან დაიერი (სუონსი), მიგელ მიჩუ (სუონსი)

ასისტენტები

2 - უეინ რუტლეჯი (სუონსი)

22 აგვისტო: ჩელსი-რედინგი

მომდევნო ტური

25 აგვისტო: სუონსი-ვესტ ჰემი, ასტონ ვილა-ევერტონი, მანჩესტერ იუნაიტედი-ფულჰემი, ნორვიჩი-ქუინზ პარკი, საუთჰემპტონი-უიგანი, სანდერლენდი-რედინგი, ტოტენჰემი-ვესტ ბრომვიჩი, ჩელსი-ნიუკასლი.

26 აგვისტო: სტოკ სიტი-არსენალი, ლივერპული-მანჩესტერ სიტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე

კიდევ დიდი ხნით ლონდონში - "არსენალი" არტეტას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს

[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა

15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა

იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს

"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე

ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია

[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს

ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა

საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"

"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"

თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში

ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში

ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი

"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?

"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი

"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება

"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი

[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა

"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია