რონალდინიოს ახალ გუნდ "ატლეტიკო მინეიროს" სხვებზე თამაშით ნაკლები აქვს გამართული, მაგრამ მაინც 3-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს
ტურიც და ბრაზილიური სერია A ეკვატორს მიაღწევს. მიუხედავად იმისა, რომ რონალდინიოს ახალ გუნდ "ატლეტიკო მინეიროს" სხვებზე თამაშით ნაკლები აქვს გამართული, მაინც 3-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს.

ამ ტურში თავი გამოიჩინა, ბრაზილიის ჩემპიონატის ერთადერთმა "ჩვენებურმა" - 2009/10 წლების უმაღლესი ლიგის სეზონის ნამდვილმა სენსაცია ანდერსონ აკინომ. აკინომ ჩემპიონატზე მესამე გოლი შეაგდო.

მორიგი ტური ორი "კლასიკოთი", მოულოდნელი ანგარიშებით და უხვგოლიანობით იყო გამორჩეული. "სანტოსმა" "კორინთიანსზე" ლიბერტადორესის თასის ნახევარფინალისთვის იძია შური, თუმცა მსაჯების დახმარების წყალობით.

როგორც ჩანს, ბრაზილიის ჩემპიონატი ერთ ვარსკვლავს უახლოეს ხანებში დაკარგავს - "სევილიას" ექსფორვარდი ლუიშ ფაბიანო, რომელიც ახლა "სან პაულუსთვის" ირჯება და 7 გოლით ბომბარდირთა შორისაცაა, ყატარის "ალ-რაიანში" გადადის. 31 წლის ფაბიანო არაბულ კლუბთან 1-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

ამასობაში "ფლამენგო" 30 წლის ადრიანოს კიდევ ერთ შანსს მისცემს. ფორვარდი მარტში გაუშვეს კლუბიდან, როცა განაცხადა, რომ პირადი მიზეზების გამო "ფლამენგოში" თამაში არ შეეძლო. ახლა კლუბი სთავაზობს იტალიაში თავგამოჩენილ ფორვარდს ასეთი სახის ხელშეკრულებას - ის ხელფასს მიიღებს ყოველი ნათამაშები შეხვედრის მიხედვით.

ბრაზილია. სერია A. XVIII ტური

ფლუმინენსე-სპორტი 1:0

გოლი: 1:0 სამუელ როზა (83)

გაძევება: ტობი (80. სპორტი)

ნაუტიკო-ბაია 1:0

გოლი: 1:0 მარტინესი (88)

სან პაულუ-პონტე პრეტა 3:0

გოლები: 1:0 როჟერიო სენი (22-პენ), 2:0 ლუკას მოურა (26), ოსვალდო (88)

სანტოსი-კორინთიანსი 3:2

გოლები: 0:1 დანილო (29), 1:1 ანდრე (37), 2:1 ანდრე (49), 2:2 ხ. მარტინესი (81), 3:2 ბრუნო როდრიგო (84)

გრემიო-ფიგეირენსე 4:0

გოლები: 1:0 ელანო (36), 2:0 ლეანდრო (40), 3:0 ლეანდრო (50), 4:0 ანდრე ლიმა (90)

ატლ. მინეირო-ბოტაფოგო 3:2

გოლები: 0:1 ანდრეზინიო (36), 1:1 ესკუდერო (43), 2:1 ჟო (54), 2:2 ანდრეზინიო (81-პენ), 3:2 ნეტო ბეროლა (88)

კორიტიბა-კრუზეირო 4:0

გოლები: 1:0 ლუკას მენდესი (20), 2:0 აირტონი (38), 3:0 რობერტო (49), 4:0 ანდერსონ აკინო (78)

ფლამენგო-ვასკო და გამა 1:0

გოლი: 1:0 ვაგნერ ლავი (38)

პორტუგეზა-ინტერნასიონალი 1:1

გოლები: 0:1 ჟუანი (75), 1:1 მარსელო კორდეირო (82-პენ)

ატლ. გოიანიენსე-პალმეირასი 2:1

გოლები: 1:0 ერონი (19), 1:1 ბარკოსი (25), 2:1 რაილანი (80)

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ატლ. მინეირო 17 13 3 1 31-11 42

2. ფლუმინენსე 18 11 6 1 29-10 39

3. ვასკუ და გამა 18 10 5 3 24-15 35

4. გრემიო 18 11 1 6 28-16 34

5. ინტერნასიონალი 18 8 7 3 22-14 31

6. სან პაულუ 18 9 1 8 27-23 28

7. ბოტაფოგო 18 8 3 7 30-24 27

8. კრუზეირო 18 8 3 7 22-25 27

9. ფლამენგო 17 7 4 6 21-22 25

10. კორინთიანსი 18 6 6 6 19-18 24

11. ნაუტიკო 18 7 2 9 24-29 23

12. სანტოსი 18 5 8 5 21-22 23

13. პორტუგეზა 18 5 7 6 16-19 22

14. პონტე პრეტა 18 5 5 8 19-25 20

15. კორიტიბა 18 5 4 9 30-34 19

16. პალმეირასი 18 4 4 10 17-21 16

17. ბაია 18 3 7 8 14-23 16

18. ატლ. გოიანიენსე 18 3 6 9 19-32 15

19. სპორტი 18 3 5 10 13-26 14

20. ფიგეირენსე 18 2 5 11 15-32 11

ბომბარდირები

9 - ფრედი (ფლუმინენსე), ვაგნერ ლავი (ფლამენგო); 8 - ალექსანდრო (ვასკუ და გამა); 7 - ბარკოსი (პალმეირასი), ლუიშ ფაბიანო (სან პაულუ), ველინგტონ პაულისტა (კრუზეირო), როჟერი (პონტე პრეტა), ანდრეზინიო (ბოტაფოგო).

მომდევნო ტური

25 აგვისტო: ვასკუ და გამა-ფლუმინენსე, პალმეირასი-სანტოსი, პონტე პრეტა-პორტუგეზა.

26 აგვისტო: ბოტაფოგო-ფლამენგო, კორინთიანსი-სან პაულუ, ინტერნასიონალი-გრემიო, ფიგეირენსე-კორიტიბა, კრუზეირო-ატლეტიკო მინეირო, სპორტი-ნაუტიკო, ბაია-ატლეტიკო გოიანიენსე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა