ზეგ გამთენიისას საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ცხრა კლუბის მთავარი მწვრთნელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ დირექტორ გაიოზ დარსაძესთან ერთად თურქეთში გაემგზავრება...

ზეგ გამთენიისას საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ცხრა კლუბის მთავარი მწვრთნელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ დირექტორ გაიოზ დარსაძესთან ერთად თურქეთში გაემგზავრება, სადაც უეფას მიერ დაფინანსებულ პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას, რაც ქართველი სპეციალისტებისა და მათი კლუბებისთვის სრულიად უსასყიდლოა. პროგრამის ფარგლებში ისინი გაეცნობიან თურქული ფეხბურთის სპეციფიკას, მართვის სტილს და რა თქმა უნდა, სამწვრთნელო მეთოდებს. ერთადერთი უმაღლესლიგური კლუბი, რომელსაც თურქეთში წარმომადგენელი არ ეყოლება, ცხინვალის "სპარტაკია". ცნობისათვის, პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს რამაზ მუმლაძეც, რომელმაც მართალია, "ტორპედო" რამდენიმე დღის წინ დატოვა, მაგრამ მისი თურქეთში გამგზავრება მანამდე იყო გადაწყვეტილი და მუმლაძეს ამ შესაძლებლობის გამოყენებაზე უარი არ უთქვამს.

"თურქებისგან ბევრი გვაქვს სასწავლი. მოხარული ვარ, რომ უეფა ასეთ სასარგებლო ღონისძიებებს აფინანსებს. ამჯერად თურქეთში საქართველოს, ისრაელისა და მალტის წარმომადგენლები მივდივართ. საკმაოდ ვრცელი და მრავალფეროვანი პროგრამა გვაქვს. გავეცნობით იქაურ გამოცდილებას და შევეცდებით, მიღებული ცოდნა ჩვენს საქმიანობას მოვახმაროთ", - გვითხრა გაიოზ დარსაძემ.

ქართველი მწვრთნელები თბილისში 8 ოქტომბერს დაბრუნდებიან და ამის შემდეგ მათ ვიზიტზე უფრო ვრცლად გიამბობთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს