ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჯერდან შაჩირი უკვე ნაღდი ბავარიელია!

ჯერდან შაჩირი უკვე ნაღდი ბავარიელია!

20 წლის ნახევარმცველი "რეგენსბურგთან" მატჩში მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და თავის გამოჩენაც მოახერხა
გერმანიის თასის პირველ ეტაპზე, მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელ "რეგენსბურგთან" მატჩში (4:0 "ბაიერნის" სასარგებლოდ), მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა შვეიცარიელი ახალწვეული ჯერდან შაჩირი ძირითად შემადგენლობაში არ გაამწესა.

20 წლის ნახევარმცველი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დრო ჰქონდა, მაინც მოახერხა თავის გამოჩენა: შაჩირიმ ბრწყინვალედ ითამაშა და საყოველთაო ქება დაიმსახურა. ამასობაში მომჯობინდა და ფორმის აღდგენას იწყებს ბასტიან შვაინშტაიგერი, ხავი მარტინესის ტრანსფერის ბოლომდე გაჩარხვა კი ბავარიელებს უსაშველოდ გაეწელათ.

ესპანელი საყრდენი ნახევარმცველი მიუნხენში ჯერ არ ჩასულა და ოფიციალურად "ბაიერნის" ფეხბურთელი არ ეთქმის, მაგრამ მიუხედავად ამისა, საფეხბურთო გერმანიაში 23 წლის ბილბაოელი მთავარი სალაპარაკო თემაა.

"კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ახალგაზრდა ესპანელზე შაჩირიმაც ისაუბრა - ძალიან მაგარი ფეხბურთელია და თუ ჩვენთან გადმოვა, დარწმუნებული ვარ, რომ "ბაიერნს" მაგრად გააძლიერებსო.

შაჩირი ხავი მარტინესს 2011 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში (2:0 ესპანელთა სასარგებლოდ) შეხვდა და ახსოვს, რომ ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში საუკეთესო სწორედ პოტენციური ბავარიელი იყო.

სანამ (თუ) ხავი მარტინესი "ბაიერნში" გადავა, შაჩირიმ შეძლო და რეკორდმაისტერის ფანებს უკვე თავი შეაყვარა: ჰაინკესმა "ბაზელიდან" ნაყიდი შვეიცარიელი ფეხბურთელი "რეგენსბურგთან" შეხვედრაში მოედანზე ფრანკ რიბერის ნაცვლად შეუშვა და ჯერდანს 45 წუთიც ეყო იმის დასამტკიცებლად, რომ "ბაიერნში" გადასვლას იმსახურებდა. შვეიცარიელმა ერთი გოლი (საჯარიმო დარტყმით) თვითონ გაიტანა, ორი კი თანაგუნდელებს გაატანინა.

"შაჩირი ჩემგან საუკეთესო ეპითეტებს იმსახურებს. დღეს გამოჩნდა, რომ მისი ტრანსფერი სწორი ნაბიჯი იყო. ჯერდანი სწრაფად აზროვნებს და მუდმივად მოძრაობს. ერთი სიტყვით, ზუსტად ისეთი ფეხბურთელია, როგორიც გვჭირდებოდა," - ეს ჰაინკესის სიტყვებია.

"დონ იუპის" აზრით, არც ის ფაქტია დამთხვევა, რომ ოთხიდან ოთხივე გოლი ახალწვეულებმა გაიტანეს: ორი გოლი "ვოლფსბურგიდან" ნაყიდი მარიო მანჯუკიჩის ანგარიშზეა, ერთიც "ვერდერიდან" უფასოდ გადაბირებული კლაუდიო პისაროსი, რომელმაც შაჩირის დარად, ასევე შეცვლაზე ითამაშა (მანჯუკიჩი შეცვალა).

"ახლა უკვე ბევრი ალტერნატივა მაქვს. გუნდში უდიდესი კონკურენციაა, რაც ძალიან მიხარია. გასულ სეზონში ასეთი სათადარიგოთა სკამი რომ მქონოდა, უტიტულოდ არ დავრჩებოდით," - ესეც ჰაინკესის სიტყვებია, რაც ავტომატურად ნიშნავს ფანებისთვის იმის დაპირებას, რომ ამ სეზონში რეკორდმაისტერი უტიტულოდ აღარ დარჩება.

უკვე მომჯობინდა შვაინშტაიგერიც - "დონ იუპმა" შვაინი თამაშში 75-ე წუთზე ჩართო. იუპი ამბობს, ბასტიანი საუკეთესო ფორმისგან ჯერ შორსაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ფორმას მალე აღიდგენს და უკვე სექტემბერში ძველებურ შვაინშტაიგერს ვიხილავთო. ფაქტია, რომ შვაინი მანამდე "ბაიერნის" ძირითად შემადგენლობაში არ მოიაზრება.

ბოლოს და ბოლოს, როდის გადავა მარტინესი ბაიერნში?

ეს არის კითხვა, რომლის პასუხი არა მარტო "ბაიერნის" ფანებს და ხელმძღვანელებს, არამედ უკვე მთელ საფეხბურთო გერმანიას აინტერესებს.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ყველაფერი ერთ პუნქტზეა დამოკიდებული - პუნქტზე, რომელიც ბილბაოს "ატლეტიკმა" თავის დროზე 23 წლის ნახევარმცველს კონტრაქტში ჩაუდო.

"ბილდმა" ესპანელი ფეხბურთელის კონტრაქტის ასლი მოიპოვა, რომლის 4.2. პუნქტში (კონტრაქტის ნაადრევი გაწყვეტის შესახებ) ასეთი რამ წერია: "ხელშეკრულების ფეხბურთელის სურვილით ნაადრევად გაწყვეტის შემთხვევაში, ბილბაოს "ატლეტიკმა" უნდა მიიღოს 40 მილიონი ევრო".

გუშინწინ ესპანეთის საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელები მარტინესის აგენტს შეხვდნენ, რათა ეს საკითხი გაერჩიათ. გასარკვევი მხოლოდ ისაა, "ბაიერნმა" ეს თანხა პირდაპირ "ბილბაოს" უნდა გადაურიცხოს, თუ ჯერ ესპანეთის საფეხბურთო ლიგას.

"ბილდის" ინფორმაციით, რეკორდმაისტერი მზადაა, მარტინესში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს და წესით, ტრანსფერი განხორციელებულად დღეს-ხვალ უნდა გამოცხადდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს

ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს

კეინს "ოქროს ბუცი" გადასცეს

პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა

კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა

დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს

"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა

ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს

"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ

"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა

[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო

"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა

[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე

კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა

არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს

მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს

15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს

საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო

"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს

"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა

ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ