სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მძლეოსნები (ფედერაციის პრეზიდენტი რეზო ბუკია) ბოლო დროს წარმატებით ასპარეზობენ როგორც საქართველოს ჩემპიონატებში, ისე საერთაშორისო სარბიელზე...

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მძლეოსნები (ფედერაციის პრეზიდენტი რეზო ბუკია) ბოლო დროს წარმატებით ასპარეზობენ როგორც საქართველოს ჩემპიონატებში, ისე საერთაშორისო სარბიელზე. დასტურად ისიც გამოდგება, რომ საქართველოს ნაკრებში ამ კუთხის 11 წარმომადგენელია, მათ შორის 6 ზუგდიდიდანაა. შესაძლოა, პარადოქსად მოგეჩვენოთ, მაგრამ სწორედ ამ სპორტსმენებს 7 წელიწადია, ელემენტარული სავარჯიშო პირობები არა აქვთ. ამის შესახებ ორიოდე თვის წინათ "ლელოშიც" დავწერეთ, მაგრამ არავინ გამოგვხმაურებია. რედაქციაში ბატონი რეზო ბუკია გვესტუმრა და ზუგდიდის სტადიონის სურათებიც მოგვიტანა.

_ 2003 წლამდე ამ სარბენ ბილიკებზე ვვარჯიშობდით, _ გვითხრა მან. _ მას შემდეგ, რაც სტადიონი იჯარით აიღო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, სარბენ ბილიკებზე ბარიკადები აღმართა _ ჩემს ფეხბურთელებს ეს არ სჭირდებაო და ჩვენც იქ მეცადინეობა აგვიკრძალა. სტადიონზე 100-მდე მცხოვანი ადამიანიც დარბოდა ჯანმრთელობის გასაკაჟებლად. მათაც დაუხშეს ჭიშკარი. დღეს იმ ბილიკებზე, როგორც ხედავთ, ბალახი ბიბინებს. ჩვენ კი ბოტანიკურ ბაღში გადავინაცვლეთ სავარჯიშოდ, სადაც წყალს ვინ ჩივის, უბრალო გასახდელიც კი არ გვაქვს. ახლა, როგორც შევიტყვე, იქედანაც გამოძევებას გვიპირებენ. დახმარებისთვის ვის არ მივმართეთ, თვით რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულ ზაზა გოროზიას და რაიონის გამგეობას, მაგრამ, ეტყობა, მათი ავტორიტეტი და სიტყვა არ ჭრის ან ხმას არ იღებენ. საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციამ ოფისი გაგვიხსნა, ავეჯი და კომპიუტერი შეგვიძინა, ახლა კი სპორტულ ინვენტარს გვჩუქნის, მაგრამ არ ვიცით, ზუგდიდში სად დავაბინაოთ. ასეთი პრობლემები მხოლოდ ამ რაიონში გვაქვს, თორემ სხვაგან გამგებლები მხარში გვიდგანან. მძლეოსნობის სექციები რამდენიმე რაიონში გავხსენით _ მარტვილში, ხობში, წალენჯიხაში, მესტიაშიც კი. ხობის ხელმძღვანელობამ მძლეოსნური სექტორები შეაკეთა და ახლა იქ ვაპირებთ მაია აზარაშვილის თასის ტრადიციულ გათამაშებას. ზუგდიდში კი გასაქანს არ გვაძლევენ. საქართველოს ნაკრების ექვსი წევრი სად წავიყვანოთ, სად ვავარჯიშოთ არ ვიცით. ქალაქის მე-4 სკოლის ტერიტორიაზე მაინც მოგვიწყონ სარბენ ბილიკები. ჩვენც გამოვიყენებდით და მოსწავლეებიც.

ამას წინათ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა განაცხადა, საქართველოში მძლეოსნობა პრიორიტეტი უნდა გახდესო. ამ სიტყვებმა იმედი ჩაგვისახა. იქნებ, ბატონი ლადო დაგვეხმაროს პრობლემის მოგვარებაში. ისიც თუ ვერაფერს გვიშველის, მაშინ ჩემს სპორტსმენებთან ერთად პროტესტის ისეთ ფორმას მივმართავ, ქვეყნის პრეზიდენტის ყურადღება მივიპყრო...

შვიდი წელიწადია, ვფიქრობ და პასუხი ვერ გამიცია, რატომ შეიძულეს ზუგდიდში "სპორტის დედოფალი"?

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა