მეორე დივიზიონის ცხრა გუნდში 21 ჩვენებური ირიცხება
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში პირველი ტურის მატჩები მომავალ უქმეებზე გაიმართება.

წლეულს აქ ქართველ მორაგბეთა რეკორდული რაოდენობა ითამაშებს. მეორე დივიზიონის ცხრა გუნდში 21 ჩვენებური ირიცხება.

წლევანდელი სეზონი გამორჩეული იქნება. მეორე დივიზიონში მოასპარეზე რამდენიმე გუნდში უმაღლესი დონის მოთამაშეები ჩაირიცხნენ.

რაგბის ფრანგ სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ გათამაშების ფავორიტი, პირველობას რომ ვერავინ შეეცილება, გურამ კავთიძის "ლიონია", რომელიც წლეულს ელიტური, პირველი დივიზიონიდან დაქვეითდა.

მიუხედავად ამისა, "ლიონმა" ბიუჯეტის გაზრდა მოახერხა და ისეთი ძლიერი მოთამაშეები მიიწვია, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მეორეხაზელები ლიონელ ნალე და სებასტიან შაბალი რომ არიან. ასევე - ქსავიე სადურნი და ტომ სმიტი.

ძნელი სათქმელია, შეძლებს თუ არა შერკინების ქართველი ბურჯი გურამ კავთიძე გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ, როგორც განვლილ სეზონში, ისე ახალი ჩემპიონატის მზადების წინ, მას რამდენჯერმე მიეცა თავის გამოჩენის საშუალება.

ერთი სიტყვით, ყველა წინაპირობაა საიმისოდ, რომ ამ საკმაოდ დიდ ფრანგულ ქალაქს, რომელსაც ასევე დიდი ისტორიაც აქვს, ელიტურ, პირველ დივიზიონში კარგი, მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი ჰყავდეს.

"ლიონის" კონკურენტებად ქართველ მორაგბეთა გუნდები, დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილის, გოდერძი შველიძის "ბრივი" და ზერო პეტრიაშვილისა და დავით ლოსაბერიძის "პო" დასახელდა.

ბრიველები, ლიონელთა მსგავსად, ელიტურ პირველ დივიზიონს გასულ სეზონში გამოემშვიდობნენ. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უგო მოლამ, რომელიც საქართველოს ნაკრების ყოფილი პირველხაზელის, ლევან ცაბაძის თანაგუნდელი იყო და მასთან დიდი მეგობრობა აკავშირებს, თანამდებობა დატოვა.

მიუხედავად ამისა, "ბრივის" ახალმა მწვრთნელებმა მაინც შეძლეს ძირითადი ბირთვის შენარჩუნება. ამ გუნდს პირველ დივიზიონშიც ყველაზე რთულად გაუვალი დაცვა ჰყავდა და ასეთივე იქნება ამჯერადაც.

ცხადია, ბრიველებს ბევრი კარგი მოთამაშე დააკლდათ, მათ შორის ქართველი შერკინების ბურჯი ვასილ კაკოვინი, რომელიც ფრანგული რაგბის გრანდში, "ტულუზში" გადაბარგდა. მის ნაცვლად კი "ბრივში" გამოცდილი პირველხაზელი გოდერძი შველიძე ჩაირიცხა, რომელმაც განვლილი სეზონი "მონპელიეში" გაატარა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფავორიტთა შორისაა "პო", რომლის ბიუჯეტი შარშანდელთან შედარებით ორი მილიონი ევროთი გაიზარდა.

ეს ნამატი ამ დივიზიონში, შეიძლება ითქვას, ასტრონომიული ციფრის ტოლფასია. მიუხედავად იმისა, რომ პეტრიაშვილი და ლოსაბერიძე წელიწადია, "პოში" ირიცხებიან, ძირითად გუნდში მოხვედრას ვერ ახერხებენ.

ქართველ მორაგბეთა გუნდები "ალბი", "ტარბი", "ორიაკი", "მასი" და "ბეზიე" კი იმათ შორის სახელდებიან, რომლებსაც ლიდერების დავაში შეუძლიათ ჩაერიონ.

წლეულს ერთბაშად სამი ქართველი ჩაირიცხა "ალბიში", რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი კონსულტანტი ანრი ბრონკანი წვრთნის. მისი კეთილგანწყობა ქართველების მიმართ საყოველთაოდაა ცნობილი.

ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძესა და კახა კობერიძეს ამ გუნდისთვის ბევრი სასიკეთოს გაკეთება შეუძლიათ.

სერიოზულ ძალად აღიქვამენ ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასეიშვილის "ორიაკს", რომელსაც სპეციალისტთა აზრით, გასულ სეზონში ჩავარდნა ჰქონდა, თუმცა წლეულს გუნდი უფრო მობილიზებული და მოღონიერებული ჩანს, რაც საკონტროლო თამაშებშიც ნათლად გამოჩნდა.

ქართველი ქომაგების ყურადღების ცენტრში იქნება "ტარბიც", სადაც წლეულს ჩაირიცხნენ დავით დადუნაშვილი, გიორგი ნემსაძე და გიორგი ჩხაიძე. აქვე ორი წელიწადია თამაშობს შერკინების ბურჯი ირაკლი მირცხულავა.

II დივიზიონი

ალბი: კახაბერ კობერიძე, ალექსანდრე თოდუა, ვახტანგ მაისურაძე. ტარბი: ირაკლი მირცხულავა, დავით დადუნაშვილი, გიორგი ნემსაძე, გიორგი ჩხაიძე. ორიაკი: ლევან დათუნაშვილი, გიორგი ნაცარაშვილი, კარლენ ასეიშვილი. პო: დავით ლოსაბერიძე, ზერო პეტრიაშვილი. პერიგო: თედო ზიბზიბაძე. მასი: დავით აშვეთია, არჩილ კობაური, შალვა სუთიაშვილი. დაქსი: ტარიელ რატიანიძე. ბეზიე: ბექა შეყლაშვილი. ბრივი: დავით ხინჩაგიშვილი, ირაკლი ნატრიაშვილი, გოდერძი შველიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად