"პუმები" მომავალ უქმეებზე ქალაქ მენდოსაში "ბოკესთან" მატჩ-რევანშს გამართავენ
კეიპთაუნში სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან წაგების შემდეგ - 6:27, არგენტინის ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა და ბუენოს აირესში სასტუმრო "შერატონში" დაბანაკდა. "პუმები" მომავალ უქმეებზე ქალაქ მენდოსაში "ბოკესთან" მატჩ-რევანშს გამართავენ.

არგენტინელთა მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო ფელანმა საწვრთნელ შეკრებაზე 33 მორაგბეს უხმო. 21 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარში, ნაკრების მოთამაშეები ისვენებდნენ. საღამოს კი ფელნმა გუნდი ორად გაყო.

შერკინებისა და უკანა ხაზის მორაგბეები ცალ-ცალკე გაემართნენ ფიზმომზადების დარბაზისკენ და საკმაოდ ნაყოფიერად იშრომეს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მატჩი სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან პროვინციულ ქალაქ მენდოსაში გაიმართება. ამ ქალაქის მკვიდრია "პუმების" ერთ-ერთი წამყვანი მორაგბე სანტიაგო გუინასუ.

"სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან მატჩის შემდეგ გაორებული გრძნობა გვაქვს. გვიხარია, რომ უმაღლეს დონეზე ვთამაშობთ, მაგრამ ამასთან ერთად, მარცხი დღემდე ვერ მოგვინელებია. მოედანზე ყოველთვის გამარჯვებისთვის გავდივართ, მაგრამ იმასაც კარგად ვაცნობიერებთ, რა დონის გუნდის წინააღმდეგ გვიწევს თამაში.

მატჩის დებიუტში უკეთ გავისარჯეთ, მეორე ტაიმში კი მორკინალებმა მოკლე დარტყმებით მცირედი უპირატესობაც კი მოვიპოვეთ. მიუხედავად ამისა, სათამაშო დისციპლინაში მოვიკოჭლეთ და ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც მეტოქემ შესანიშნავად გამოიყენა.

მიხარია, რომ "ბოკეს" მენდოსაში ვეთამაშებით. ძალიან სასიამოვნო იქნება ჩემს პროვინციაში ასპარეზობა, სადაც საშუალება მექნება, ემოციები გავუზიარო ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ჩემს თანაგუნდელებს.

ეჭვიც არ მეპარება, რომ მომავალ უქმეებზე გაცილებით რთული ბრძოლა გველის. მეტოქე დარწმუნდა, რომ არაფრის დათმობას ვაპირებთ და ამიტომ გაცილებით მონდომებული, მაქსიმალურად კონცენტრირებული იქნება. ანალოგიურად მოვიქცევით ჩვენც. კაცმა რომ თქვას, დასაკარგი არაფერი გვაქვს და ვეცდებით, მაყურებელს შესანიშნავი სანახაობა შევთავაზოთ" - თქვა მან.

არგენტინის ნაკრები

ორასიო აგულა, პატრისიო ალბასეტე, მარკოს აიერსა, მარსელო ბოსჰი, მარტინ ბუსტოს მოიანო, მაქსიმილიანო ბუსტოსი, გონსალო კამაჩო, ფარაელ კარბალო, მანუელ კარისა, ავგუსტინ კრევი, ტომას კუბელი, ტომას დე ლა ვეგა, ჯულიო კაბელო, ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე, სანტიაგო ფერნანდესი, ხუან ფიგალო, ავგუსტინ ფიგუეროლა, ალვარო გალინდო, ლუკას გონსალეს ამოროსინო, ეუსებიო გუინასუ, ხუან მარტინ ერნანდესი, ხუან იმჰოფი, მარტინ ლანდახო, ხუან მანუელ ლეგუსამონი, ტომას ლეონარდი, მანუელ მონტერო, ხუან პაბლო ორლანდი, ბრუნო პოსტილიონი, მარტინ როდრიგესი, როდრიგო რონსერო, ფედერიკო სანჩესი, ლეონარდო სენატორე, ტომას ვალეხოსი, ნიკოლას ვერგალო.

ბასკებს იაშვილი დააკლდათ

ქართული წარმოშობის ფრანგი ცხრა ნომერი დიმიტრი იაშვილი, რომელსაც აქამდე ეროვნულ გუნდში 61 კეპი მოუხვეჭავს, რაგბის ტრავმის გამო სამი თვით ჩამოშორდება.

"იაშიმ" საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში "ბიარიცის" შემადგენლობაში, შინ "მონ დე მარსანთან" მხოლოდ ბოლო 30 წუთი ითამაშა. მას ტკივილები დიდი ხანია აწუხებდა და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ხერხემლის დისკოებს შორის თიაქარი აქვს.

"რამდენიმე კვირაა, რაც გაუსაძლისი ტკივილები მაწუხებს. ბოლო კვირაში სპეციალური პროცედურები ჩავიტარე, მაგრამ ტკივილი ისევ შენარჩუნდა. ექიმებმა დაასკვნეს, რომ აუცილებელია ქირურგიული ჩარევა. მეც დავთანხმდი" - თქვა დიმიტრი იაშვილმა.

ერთი სიტყვით, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ "ბიარიცის" ლიდერი და ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა, დიმიტრი იაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის ათამდე მატჩს და "ჰეინეკენის თასის" გათამაშების პირველ ორ ტურს გამოტოვებს.

პოკოქმა კაპიტნობა გენიას გადააბარა

ავსტრალიის ნაკრებს ოთხი ერის გათამაშების მეორე ტურში უმძიმესი მატჩი ელის სტუმრად, ოქლენდში ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდთან. მით უფრო, რომ "ვოლაბებს" კაპიტანი და გუნდის ლიდერი დევიდ პოკოქი დააკლდებათ.

ავსტრალიელთა მესამეხაზელს გუშინ მუხლზე ოპერაცია ჩაუტარეს და პოკოქი სამ თვეს ვერ ითამაშებს.

მაშასადამე, ის ოთხი ერის თამაშებსაც გამოტოვებს და, სავარაუდოდ, ვერც ნოემბრის ტესტებზე დაეხმარება გუნდს. შეგახსენებთ, რომ პოკოქმა ტრავმა გასულ უქმეებზე ოთხი ერის გათამაშების პირველ ტურში, სიდნეიში "ოლ ბლექსთან" დაპირისპირებისას მიიღო.

ავსტრალიის ნაკრებს, თავისთავად ცხადია, ახალი კაპიტანი სჭირდება. "ვოლაბების" თავკაცმა რობი დინსმა ეს საპატიო მისია ცხრა ნომერ ვილი გენიას ანდო.

"ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს, თუმცა, სამწუხაროდ, ახალზელანდიელებთან მატჩში ბევრი შეცდომები დავუშვით. ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც დაგეგმილი გვქონდა.

მთელი კვირის განმავლობაში მუყაითად ვშრომობთ და, ვეცდებით, ოქლენდში ბევრად უკეთესად ვიასპარეზოთ.

ავსტრალიის ნაკრების კაპიტნობა ჩემთვის უდიდესი პატივია. ამასთან ერთად, ეს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობაცაა. პოკოქი გუნდისთვის დიდი დანაკლისია, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბეა.

ძნელი იქნება მისი სრულფასოვნად შეცვლა, თუმცა ახალგაზრდა მორაგბეებს მაიკლ ჰუპერს და ლიამ გილს შანსი მიეცათ, საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინონ.

ერთი სიტყვით, ყველაფერი უნდა ვიღონოთ ოქლენდში წარმატების მისაღწევად. მთავარია, ბურთს მეტოქეზე დიდხანს ვფლობდეთ, მეტი უნდა შევუტიოთ და დაცვის ხაზის ხშირად გაჭრა ვცადოთ." - თქვა ვილი გენიამ.

ავსტრალია

უკანა ხაზი: ქართლი ბეილი, ადამ ეშლი-კუპერი, რობ ჰორნი, ენტონი ფაინგაა, დიგბი იოანი, ბერიკ ბარნსი, ვილი გენია, მაიკლ ჰუპერი, ნიკ ფიპსი, დრიუ მიტჩელი.

შერკინება: ბენ რობინსონი, ტატაფუ პოლოტა ნაუ, სეკოპე კეპუ, სიტელეკი ტიმანი, ნათან შარფი, დეივ დინსი, სკოტ ჰიგინნბოთამი. სტივენ მური, ჯეიმზ სლიპერი, რობ საიმონსი, რადეკე სამო. მაიკლ ჰუპერი, ლიამ გილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა