"12-თა საბჭო" "ტორპედოს საქმეს" ქუთაისელების მხრიდან პრესაში დაფიქსირებული ბრალდებების გამო არ განიხილავს
22 აგვისტოს სფფ-ის ოფისში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბების ხელმძღვანელებისგან დაკომპლექტებული "12-თა საბჭო" საგანგებოდ შეიკრიბა.

შეკრების მთავარი თემა ეროვნული ჩემპიონატის გასული ტურის ცენტრალური მატჩი - დინამო-ტორპედოს მატჩი იყო. კერძოდ, კლუბების პოზიცია მატჩის არბიტრთან მიმართებაში.

ქუთაისური კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, არბიტრმა ხეცაძემ რამდენიმე ისეთი შეცდომა დაუშვა, რომლებმაც მატჩის საბოლოო შედეგზე იქონია გავლენა.

თავისი მოსაზრებები გააჩნდა "დინამო" თბილისსაც. თუმცა კლუბის მმართველ დირექტორს - ბუბა ტყავაძეს მსაჯის მიმართ პრეტენზიები არ გამოუთქვამს.

ამ მატჩისა და მისი არბიტრის შესახებ იმერულმა კლუბმა საკუთარი პოზიცია პრესაში დააფიქსირა ისე, რომ არც ფედერაციისთვის მიუმართავს და არც საბჭოს შეკრება მოუთხოვია.

არადა, წინა შეხვედრებზე ყველა ერთხმად შეთანხმდა, რომ მსგავსი სიტუაციების შემთხვევაში, მსჯელობა და კამათი საბჭოს სხდომებზე იქნებოდა და პრესის მეშვეობით ურთიერთბრალდებების წამოყენების პრეცედენტი აღარ იქნებოდა.

უმაღლესი ლიგის 12 კლუბიდან შეხვედრას 10 კლუბის წარმომადგენელი და ხელმძღვანელი ესწრებოდა.

სხვადასხვა მიზეზის გამო შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ გორის "დილასა" და ფოთის "კოლხეთის" წარმომადგენლები.

თითქმის საათნახევრიანი მსჯელობის შემდეგ დახურული შეხვედრა დასრულდა. თავისი აზრი ორივე მხარემ გამოთქვა.

შემაჯამებელი კომენტარი კი, "12-თა საბჭოს" კოორდინატორმა - აკაკი ლოდიამ გააკეთა:

"ჩვენ თვეში ორჯერ, გეგმისამებრ ვიკრიბებით; თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღევანდელი შეხვედრა საგანგებო ხასიათის იყო, რაც "ტორპედოს" მიერ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულმა განცხადებამ გამოიწვია.

საერთოდ, ჩვენ შეთანხმებულები ვართ, რომ მსგავს საკითხებზე, უპირველესად, საბჭოს სხდომებზე უნდა ვიმსჯელოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გაჟღერდეს პრესაში.

საბჭოს ნაწილის აზრით, ეს განცხადება ეროვნული ჩემპიონატისა და მსაჯების დისკრედიტაციის მცდელობა იყო. მეორე ნაწილი ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა. თუმცა ვინაიდან იმერული კლუბის მხრიდან ეს პირველი ასეთი შემთხვევა იყო, საბჭომ გაითვალისწინა და სადისციპლინო კომიტეტს საკითხი განსახილველად არ გადასცა" - განაცხადა საბჭოს კოორდინატორმა.

gff.ge

ასევე იხილეთ:

დინამო-ტორპედო 3:2 - არავინ დაინდოთ!

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა