ესპანურ ველომარათონ ვუელტაზე გაიმართა მეოთხე ეტაპი, რომელიც ავსტრალიელმა საიმონ კლარკმა მოიგო
ესპანურ ველომარათონ ვუელტაზე გაიმართა მეოთხე ეტაპი, რომელიც ავსტრალიელმა საიმონ კლარკმა მოიგო, საერთო ჩათვლაში კი ახალი ლიდერი გახდა ესპანელი ხოაკიმ როდრიგესი.

მეოთხე ეტაპიც სამთო იყო. ველომრბოლელებს ცნობილი მთა - ორდუნია უნდა დაელაშქრათ. გარდა ამისა, ფინიშის წინ კი გრძელი აღმართი ელოდათ ესტასიონ დე ვალდესკარაიზე.

პირველივე კილომეტრებიდან გაიქცა ხუთკაციანი ჯგუფი, რომელშიც ვიხილეთ ოლიმპიადის პრიზიორი გერმანელი ტონი მარტინი. პირველი მთის წინ მათი უპირატესობა პელოტონზე ათ წუთს შეადგენდა, ხოლო ორდუნიას დაპყრობის შემდეგ დაღმართზე ლიდერთა უპირატესობამ უკვე 12 წუთს მიაღწია. შესაბამისად, საფრთხე დაემუქრა ალეხანდრო ვალვერდეს ლიდერობას საერთო ჩათვლაში. მიუხედავად ამისა, ვალვერდეს გუნდის - "მუვისტარის" წევრები არ ჩქარობდნენ ტემპის მომატებას.

ეტაპის მონოტონური სვლა შეაჩერა გრანდიოზულმა წაქცევამ ფინიშამდე 60 კილომეტრით ადრე, რომლის გამოც დაზარალდა "მუვისტარის" ნახევარი გუნდი და მათ შორის, ვალვერდე.

ჩვეულებრივ, როცა გრანდ-ტურის ლიდერი ავარიაში მოყვება ხოლმე, მიღებულია მისი დალოდება, მაგრამ "თიმ სქაის" მრბოლელებმა ეს ჯენტლმენური წესი დაივიწყეს და ტემპი გაზარდეს. თანდათან მათ აყვნენ "კატიუშასა" და "საქსო ბანკის" ლიდერები.

შედეგად, ვალვერდე ნაწილებად დაშლილი პელოტონის მეოთხე ჯგუფში აღმოჩნდა ნახევარწუთიანი ჩამორჩენით.

ფაქტობრივად, "მუვისტარის" მრბოლელებს მარტო მოუწიათ მუშაობა. ბოლო მთის წინ კი ეს გუნდიც დაიშალა და წითელი მაისურის მფლობელი მარტო წავიდა წინ, რამაც ვალვერდეს ძვირფასი წამები დააკარგვინა.

რაც შეეხებათ გაქცეულებს, მათ შეძლეს უპირატესობის შენარჩუნება და ეტაპზე გამარჯვება გაითამაშეს. ავსტრალიელი საიმონ კლარკი დიდი ხანი ტონი მარტინის უკან მიდიოდა და ზედ ფინიშზე იოლად გაუსწორდა გერმანელს.

ვალვერდემ დაკარგა ლიდერის წითელი მაისური, რადგან დიდი მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერ შეუერთდა პელოტონს.

"ვუელტას" სამი ფავორიტი - ხოაკიმ როდრიგესი, კრის ფრუმი და ალბერტო კონტადორი ერთად მივიდნენ ფინიშთან. ესპანური ველომარათონის ახალი ლიდერი გახდა როდრიგესი, მაგრამ მხოლოდ წამსა და ხუთ წამს უგებს მეორე და მესამე ადგილზე მყოფ ფრუმსა და კონტადორს.

IV ეტაპი

ბარაკალდო-ესტასიონ დე ვალდესკარაი (160,6 კმ)

1. საიმონ კლარკი (ავსტრალია, GreenEdge) - 4.30,26; 2. ტონი მარტინი (გერმანია, Omega) - +0,02; 3. ასან ბაზაევი (ყაზახეთი, "ასტანა") - +0,22; 4. მარკოს გარსია (ესპანეთი, Caja Rural) - +0,55; 5. ნიკოლას როში (ირლანდია, AG2R) - +0,55; 6. ლინუს გერდემანი (გერმანია, Radioshack) - +0,57...

საერთო ჩათვლა

1. ხოაკიმ როდრიგესი (ესპანეთი, “კატიუშა”) - 13.18,45; 2. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტანეთი, Sky) - +0,01; 3. ალბერტო კონტადორი (ესპანეთი, Saxo Bank) - +0,05; 4. ბაუკე მოლემა (ჰოლანდია, Rabobank) - +0,09; 5. რობერტ ჰესინკი (ჰოლანდია, Rabobank) - +0,09; 6. რიგობერტო ურანი (კოლუმბია, Sky) - +0,11...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!