გორში თავისუფალი ჭიდაობის დარბაზის მშენებლობაზე დიდი ხნის წინათ დაწყებული ლაპარაკი საქმეში, სამწუხაროდ, ვერა და ვერ გადაიზარდა
გორში თავისუფალი ჭიდაობის დარბაზის მშენებლობაზე დიდი ხნის წინათ დაწყებული ლაპარაკი საქმეში, სამწუხაროდ, ვერა და ვერ გადაიზარდა.

უკვე არაერთი წელიწადია, რაც ამ რეგიონის ყველა ხელმძღვანელი ახალ თანამდებობაზე მუშაობის დაწყებიდანვე საზოგადოებას ხსენებული დარბაზის აშენების პრობლემის გადაჭრას ჰპირდება.

მერე ასევე ტრადიციულად იწყება თემის სხვადასხვა ინსტანციაში გადამისამართდება და ბოლოს დანაპირები მაინც შეუსრულებელი რჩება. უწინდელი მრავალი უშედეგო დაპირების მიუხედავად, წლეულს პრობლემის მოუგვარებლობას მართლაც ვერავინ წარმოიდგენდა.

უკანასკნელი დაპირება იმდენად დამაჯერებელი იყო, გორელი მოჭიდავეების მთავარმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმაც კი ირწმუნა, რომ დიდი ხნის ნანატრი რეალობად იქცეოდა. სამუშაოები შარშან დეკემბერში უნდა დაწყებულიყო, დასრულება კი გაზაფხულის მიწურულს ივარაუდებოდა.

თუმცა თებერვალში, როდესაც გორის რაიონის სპორტის სამსახურის უფროსს გია პაპიტაშვილს "ლელოსთან" ინტერვიუში მისი არდაწყების თაობაზე ვკითხეთ, შეფერხების მიზეზად სამშენებლო კომპანია დაასახელა და წლეულს დარბაზი ყველა მიზეზის გარეშე მაინც აშენდებაო, - გვითხრა.

ერთი თვის შემდეგ თავადაც ძალიან განაწყენებული გახლდათ რაიონის საკრებულოს წევრებზე, მათ მიერ დარბაზის მშენებლობისთვის გამოყოფილი 300 ათასი ლარის ი. ბ. სტალინის სახელობის მუზეუმთან არსებული სკვერის კეთილმოწყობისათვის გადამისამართების(!) გამო.

არადა, სამშენებლო კომპანია იმიტომ აფერხებდა სამუშაოს დაწყებას, რომ თანხა იყო არასაკმარისი ნორმალური დარბაზის ასაგებად.

ყველა ფიქრობდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ხარჯებს უთუოდ გაზრდიდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია 15 ათასი ლარის ჯარიმის გადახდასაც კი დაყაბულდა, ოღონდ წამგებიან მშენებლობაზე უარი ეთქვა.

გორელი ფალავნების ხშირი წარმატებები დარბაზის თემას პერიოდულად წინა პლანზე სწევს ხოლმე. ახლაც, ოლიმპიადაზე თითო ვერცხლის (ლადო ხინჩეგაშვილი) და ბრინჯაოს (გიორგი გოგშელიძე) მედლების მოპოვებამ საკითხი ისევ დააყენა დღის წესრიგში.

შევიტყვეთ, რომ რეგიონის ახალდანიშნული გუბერნატორი სულხან სიბაშვილი პირადად დაინტერესდა საკითხით. ამ დღეებში კი ნუგზარ სხირელსაც შეპირდა, რომ უახლოეს წელიწადში ახალ დარბაზს გორელ ფალავნებს უდავოდ აუშენებენ.

დამაიმედებელია, რომ თანხა, რომლის სიმცირის გამოც ყველა კომპანია უარობდა მშენებლობას, გაიზრდა.

იმედია, ადგილობრივი ტიტულოვანი მოჭიდავეები დარბაზს ამჯერად მაინც მიიღებენ, თორემ უკვე სირცხვილია, რომ გამუდმებით ახალ-ახალ დანაპირებებს და მერე მის შეუსრულებლობას ბოლო არა და არ უჩანს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის