საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის სამზადისზე საუბრობს
ქართული ფუტსალის შეფები მართლაც სერიოზულად ამოძრავდნენ. მოლაპარაკების შედეგად, ერთ-ერთი ირლანდიური საბუქმეიქერო კანტორა თანახმაა, გაიღოს საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიზიტის ხარჯები, თუ დუბლინში მათი ქვეყნის ნაკრებს შეხვდება.

მოლაპარაკება მიმდინარეობს პორტუგალიელებთანაც, რომლებიც ჩვენს გუნდს იწვევენ "მუნდიალიტო 2013"-ზე, რომელიც პორტუგალიის საკურორტო ქალაქ ალგარვეში ჩატარდება.

შუამავალი 20 კმ რბენაში მსოფლიოს ჩემპიონი პორტუგალიელი დიონიზიო კასტროა, რომლის კომპანიამ საკუთარ თავზე ორჯერ (2006 და 2008 წლებში) აიღო ჩვენი ნაკრების მივლინების ყველა ხარჯი.

საქართველოს ფუტსალის ასოციაცია ამხანაგური მატჩის ჩატარებაზე მოლაპარაკებას ამერიკელებთანაც აწარმოებს. აშშ-ის ნაკრების მწვრთნელი კეიტ ტოზერი მზად არის, თბილისს მომავალ წელს ესტუმროს.

ამავე დროს, საკლუბო დონეზეც სურს პარტნიორობა და ქართულ კლუბებს აშშ-ის ჩემპიონ "მილუოკი ვეივისთან" სპარინგებს თავად სთავაზობს.

ფუტსალის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაბრუნებული ავთანდილ ასათიანი გვესაუბრება, თუ როგორ აპირებს გუნდის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მომზადებას, რომელიც 2013 წლის იანვარში დაიწყება.

- ორწლიანი შესვენების შემდეგ კვლავ ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაგნიშნეს...

- ამ ნდობისთვის ფუტსალის ასოციაციის მადლობელი ვარ. ჩემი მუშაობის პერიოდში ნაკრები ელიტრაუნდში გავიდა, პოზიციებს იბრუნებდა და პროგრესი თვალსაჩინო იყო.

მერე მომხსნეს და ნაკრების საბაზო გუნდი გახდა "ალგო", მაგრამ მის მოთამაშეებს სულაც არ ვერჩი. ნაკრებს საუკეთესოები სჭირდება და მიუხედავად იმისა, რომ "თელასის" მთავარი მწვრთნელი ვარ, ჩემთვის მთავარია ფეხბურთელის კლასი და არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, "ალგოშია", "იბერიაში" თუ "თელასში". მთავარია, კონკრეტული მატჩისთვის საუკეთესო ფორმაში იყოს და გუნდს გამოადგეს. ასეთ დროს მიკერძოება არ შეიძლება.

- თამაშებს ფული სჭირდება - დაფინანსება გაქვთ?

- რა თქმა უნდა. ასოციაციის პრეზიდენტად ლევან ცქიტიშვილის დანიშვნის შემდეგ ფუტსალში დიდი გამოცოცხლება შეინიშნება.

როდესაც სერიოზულ ნაკრებებს ეთამაშები, ეს ფეხბურთელს ზრდის და მძიმე მატჩებისთვის ამზადებს. იანვარში შესარჩევი ციკლის შეხვედრები გველოდება და მანამდე მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ. თუ ასეთივე თანადგომა გვექნება, პირობას ვდებ, რომ ჩვენზე წინ მდგომ ბევრ ნაკრებს ვაჯობებთ, რადგან ქართულ ფუტსალს ამის პოტენციალი გააჩნია. ახლა კი, უთამაშებლობის გამო, რეიტინგში მე-60 ადგილამდე დავქვეითდით.

- როგორც შევიტყვეთ, "იბერიას" ორი მოთამაშის ნატურალიზაციას აპირებთ...

- დიახ, ასეა და დარწმუნებული ვარ, ლეგიონერები ნაკრებს მნიშვნელოვნად გააძლიერებენ. აქვე მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და "იბერიას" ლვოვის ტურნირზე გამარჯვება მივულოცო. ეს გუნდი ჩვენი ფუტსალის ლიდერია და სახეობის პოპულარობას დიდწილად განაპირობებს.

ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, "იბერია სტარის" კაპიტანი გოგა ალთუნაშვილი:

- არ შეიძლება, სანაკრებო შეხვედრებამდე სამი-ოთხი დღით ადრე ვიკრიბებოდეთ. ყველა სხვადასხვა კლუბში ვართ და ასე ვერ შევთამაშდებით, ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებაზე ლაპარაკი ზედმეტია.

სპარინგებიც ძალიან გვაკლდა. ახლა კი ბევრი შეხვედრა იგეგმება და ეს გვახარებს.

- "იბერიადან" ევროპაში ხშირად დადიხარ და ფუტსალში არსებულ ვითარებაზე წარმოდგენა გაგაჩნია. შენი აზრით, ჩვენს ნაკრებს აქვს ისეთი რესურსი, ევროპის ელიტაში რომ დამკვიდრდეს?

- ჩემი აზრით, ნამდვილად აქვს, რადგან ბევრი ნიჭიერი ბავშვი იზრდება. უბრალოდ, ჩემპიონატსა და კლუბებს ხელშეწყობა სჭირდებათ, ეს ბავშვები რომ განვითარდნენ. სხვაგვარად ნაკრები მიზნებს ვერ მიაღწევს.

პრობლემაა ისიც, რომ ძალიან ცოტა კლუბი და მოთამაშეა და ნაკრების მწვრთნელებს დიდი არჩევანი არ გააჩნიათ. მაგრამ ვინც გვყავს, დიდ დონეზე თამაში შეუძლიათ.

- შენი აზრით, "იბერიას" ორი ლეგიონერის დამატებით ნაკრები გაძლიერდება?

- ეს საკამათოც არ უნდა იყოს, ბევრად ძლიერი ნაკრები გვეყოლება. რონინიო საქართველოს მოქალაქეა და პრობლემა არ შეექმნება; მეორე ვინ იქნება, ჯერ არც ვიცი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"იბერია სტარმა" "გაზპრომის" გუნდი დაამარცხა და "ლვოვშჩინას თასს" დაეუფლა

საქართველოს ფუტსალის ნაკრები - სერბეთი და ახალი ზელანდიაც გვეთამაშებიან?

ლევან ცქიტიშვილი: ფუტსალს საქართველოში მასობრიობა სჭირდება

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად