უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იმ 22 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომლებიც 11 სექტემბერს ინგლისთან შეხვედრისთვის მოემზადებიან
უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ ბლოხინმა იმ 22 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომლებიც 11 სექტემბერს ინგლისთან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრისთვის მოემზადებიან.

ეს მატჩი ლონდონში, "უემბლიზე" გაიმართება. უკრაინელი ჟურნალისტები გაკვირვებულები აღნიშნავენ, რომ 15 აგვისტოს ჩეხეთთან მოგებული შეხვედრისგან შემადგენლობას ერთადერთი ფეხბურთელი დააკლდა და ისიც თავდამსხმელი.

ლაპარაკია "შახტარის" 27 წლის შემტევ ევგენი სელეზნიოვზე. წინახაზელთაგან ბლოხინს მხოლოდ ორი კაცი ჰყავს გამოძახებული. სამაგიეროდ, კითხვასაც კი აღარავინ სვამს, თუ რატომ არ არის ნაკრებში ალექსანდრ ალიევი.

მეკარეები: ანდრეი დიკანი (სპარტაკი მ.), მაქსიმ კოვალი (დინამო), ანდრეი პიატოვი (შახტარი),

მცველები: ბოგდან ბუტკო (ილიჩივეცი), ბოგდან კუჩერი, იაროსლავ რაკიცკი, ვიაჩესლავ შევჩუკი (ყველა შახტარი), ვიტალი მანძიუკი (დნიპრო), ევგენი სელინი (ვორსკლა), ტარას მიხაილიკი, ევგენი ხაჩერიდი (ორივე დინამო)

ნახევარმცველები: რომან ბეზუსი (ვორსკლა), ანდრეი იარმოლენკო, დენის გარმაში, ოლეგ გუსევი (ყველა დინამო), რუსლან როტანი, ევგენი კონოპლიანკა (დნიპრო), სერგეი ნაზარენკო (ტავრია), ტარას სტეპანენკო (შახტარი), ანატოლი ტიმოშჩუკი (ბაიერნი)

თავდამსხმელები: მარკო დევიჩი (შახტარი), რომან ზოზულია (დნიპრო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა