ესპანეთის სუპერთასი. I მატჩი
მადრიდის "რეალი" მეტოქის გოლკიპერს უნდა უმადლოდეს, რომ ესპანეთის სუპერთასის მოპოვების კარგი შანსი შეინარჩუნა - თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე "ბარსა" 3:1-ს იგებდა, ბევრად სჯობდა მეტოქეს, მაგრამ... ვიქტორ ვალდესმა უაზროდ დაკარგა ბურთი სრულიად უწყინარ სიტუაციაში და სტუმრებს მეორე გოლი გაატანინა.

უფერული პირველი ტაიმის შემდეგ მძიმე შთაბეჭდილება 5-გოლიანმა თრილერმა გამოგვისწორა. ყველაფერი მადრიდში საპასუხო მატჩში გადაწყდება.

პირველ ტაიმში "ბარსელონას" სათამაშო უპირატესობა აშკარა იყო. შესვენებამდე ბურთის ფლობის მაჩვენებელმა 72%-მდე მიაღწია, რაც "ბარსასთვისაც" მაღალი მაჩვენებელია. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მასპინძლებს 100%-იანი საგოლე მომენტები ჰქონდათ.

აქტიურობდნენ ლეო მესი, ჩავი და ანდრეს ინიესტა. "რეალის" კონტრშეტევები არც სწრაფი იყო და არც სახიფათო. საერთო ჯამში, I-მა ტაიმმა უკეთესი ბრძოლის ხილვის სურვილი დაგვიტოვა.

მეორე ტაიმის მე-10 წუთზე "ელ კლასიკოსთვის" უჩვეულო, დუნე მიმდინარეობა დაირღვა - ეს კრიშტიანო რონალდომ გააკეთა. მესუთ იოზილმა კუთხური ჩააწოდა და პორტუგალიელმა გოლეადორმა თავით ყველას დაასწრო - 0:1.

ტიტო ვილანოვას გუნდი არ დაბნეულა და ზუსტად წუთნახევარში "ბარსამ" გაათანაბრა. ხავიერ მასკერანოს შორეული პასით პედრო კასილიასის პირისპირ გავიდა და გაიტანა - 1:1.

მატჩის ჩარხი "ბარსამ" მას მერე შემოატრიალა, როცა სერხიო რამოსმა საჯარიმოში ინიესტა მოცელა - ლეო მესიმ კლასიკოებში მე-14 გოლი პენალტით გაიტანა.

"ბარსას" უპირატესობა 2-ბურთიანი მას მერე გახდა, რაც ინიესტა ბრწყინვალედ შეიჭრა საჯარიმოში და დიდებული პასი მიაწოდა ჩავის - 3:1.

ამის შემდეგ ჟოზე მოურინიომ უკანასკნელი ცვლილება განახორციელა - მარსელო ინერტული იოზილის მაგივრად გამოვიდა.

მატჩის მიწურულს ანგარიში გამანადგურებელი უნდა გამხდარიყო. სესკ ფაბრეგასის პასით მესი ურტყამდა, მაგრამ კასილიასმა იყოჩაღა. 4:1-ის ნაცვლად "ბარსამ" 3:2 მიიღო. ეს კი კასილიასის ვიზავის "დამსახურებაა" - ვიქტორ ვალდესმა სულელურად დაკარგა ბურთი და ანხელ დი მარიამ ცარიელ კარში გაიტანა.

ესპანეთის სუპერთასი. I მატჩი

ბარსელონა-რეალი 3:2 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 0:1 რონალდო (55), 1:1 პედრო (57), 2:1 მესი (70-პენ), 3:1 ჩავი (78), 3:2 დი მარია (85)

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ადრიანო - ჩავი (83. ფაბრეგასი), ბუსკეტსი, ინიესტა - სანჩესი (71. ტელიო), მესი, პედრო (87. ალბა).

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, ალბიოლი, სერხიო რამოსი, ფ. კოენტრაო - ხედირა, ჩაბი ალონსო - კალეხონი (65. დი მარია), იოზილი (82. მარსელო), რონალდო - ბენზემა (61. იგუაინი).

გაფრთხილება: მასკერანო - ჩაბი ალონსო, არბელოა, ალბიოლი

კუთხური: 7-7; ჯარიმა: 13-13; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 16-7 (6-2); ბურთის ფლობა: 67%-33%.

მაყურებელი: 95 000

საპასუხო მატჩი 29 აგვისტოს

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტიტო ვილანოვა: არ გამკვირვებია, თამაშის შემდეგ ჟოზე მოურინიომ მსაჯზე რომ ილაპარაკა

ჟოზე მოურინიო: "ბარსელონამ" პირველი გოლი თამაშგარედან გაიტანა

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა