24 აგვისტოს, 19:00 სთ-ზე, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტი 2013-ის შესარჩევ ტურნირში D ჯგუფის კიდევ ერთ ფავორიტს დაუპირისპირდება
24 აგვისტოს, 19:00 სთ-ზე, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტი 2013-ის შესარჩევ ტურნირში D ჯგუფის კიდევ ერთ გამორჩეულ გუნდს, ლატვიას დაუპირისპირდება.

ცნობილია მსაჯთა ვინაობა: ხრისტოს ხრისტოდულუ (საბერძნეთი), სინიშა ჰერცეგი (ხორვატია) და ერშან ქართალი (თურქეთი).

მატჩის წინა დღეს ჩვენმა გუნდმა ღია ვარჯიში გამართა, რომლის დასრულებისთანავე საშუალება მოგვეცა, კალათბურთელებს გავსაუბრებოდით.

გიორგი ცინცაძე:

- ბოსნიაში გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავდა. მატჩი ჩვენი უპირატესობით დაიწყო, თუმცა მეტოქე ძლიერი იყო და თამაშის გამოსწორება შეძლო. ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდა, თუმცა იქამდე საქმე არ უნდა მიგვეყვანა.

- მაინც რის ხარჯზე მიაღწიეთ წარმატებას?

- გუნდურად ვითამაშეთ. თავისი საქმე ყველამ კარგად შეასრულა. თითოეული კალათბურთელი შეტევაში პასს არ აგვიანებდა. ამას არ შეიძლებოდა, შედეგი არ მოჰყოლოდა.

- ლატვიის ნაკრების წლევანდელი მატჩები ხომ არ გინახავთ?

- ჯერ არა, საღამოს განვიხილავთ (შეხვედრის წინა საღამოს). ბალტიისპირეთში ვთამაშობდი და ლატვიის ნაკრების წევრთა უმეტესობას ვიცნობ.

ვიცი, ვინ როგორ სტილში თამაშობს. ვიდეოგანხილვისას უკეთესად გავიცნობთ. საერთოდ კი, უნდა ითქვას, რომ ისინი თამაშს უკანახაზელებზე აგებენ, ყველას შეუძლია პერიმეტრიდან ტყორცნა. ამისთვის მზად ვართ.

თორნიკე შენგელია:

- ლატვიასთან მატჩის მნიშვნელობა კარგად გვაქვს გაცნობიერებული. იმედი გვაქვს, გულშემატკივარიც დაგვეხმარება. რაც უფრო სავსეა არენა, მით მეტი ხალისით ვთამაშობთ.

საქართველოს ნაკრებს ორი მატჩი აქვს ჩატარებული და ორჯერ გავიმარჯვეთ. ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების კარგი შანსი აქვს. ამისთვის მომდევნო შეხვედრებში მეტი მობილიზება გვჭირდება.

- ბოსნიაში მომავალ თანაგუნდელ მირზა ტელეტოვიჩს თუ გაესაუბრე?

- მას ამერიკაში არ შევხვედრივარ. სარაევოში, მატჩამდე კი ერთმანეთი გავიცანით. თუმცა ბევრი არ გვილაპარაკია.

ევრობასკეტი 2013. შესარჩევი ტურნირი

საქართველოს ნაკრების მატჩები

ბოსნია-საქართველო 95:96 - ოქროს ერთიანი [+VIDEO]

საქართველო-რუმინეთი 80:64 - კარპატები გადავლახეთ, სლოვენიამდე კიდევ შვიდი მთაა

D ჯგუფი

ა გ თ მ წ სხ ქ

1. ბოსნია 3 2 1 289/269 5

2. საქართველო 2 2 0 176/159 4

3. ლატვია 2 1 1 169/157 3

4. რუმინეთი 2 1 1 154/164 3

5. ჰოლანდია 3 0 3 243/282 3

ლატვიელთა დამრტყმელი ძალა უკანა ხაზია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

აინარს ბაგაცკისი: საქართველო ველურ-ორგანიზებულ კალათბურთს თამაშობს

ვიქტორ სანიკიძე: ლატვია ბოსნიაზე ბევრად დალაგებულ თამაშს აჩვენებს

ზაზა ფაჩულია: ვიმედოვნებ, ტრავმა თამაშში ხელს არ შემიშლის

გიორგი შერმადინი: ჩვენს გულშემატკივარს იმედები უნდა გავუმართლოთ

მანუჩარ მარკოიშვილი: ლატვიასთან მაქსიმალური მობილიზება გვმართებს

ჯეიკობ პულენი: დარწმუნებული ვარ, ლატვიასთანაც მოვიგებთ

საქართველო-ლატვიას ხუთმატჩიანი ისტორია

NNN
mmm-სად ხედავ ცუდს და კრიტიკას ვის ნაწერში? თუ კითხულობ, იმას რისი გაგონებაც გსურს მოიგონ ბიჭებმა ჩვენც გაგვახარებენ და თავინთ კარიერასაც წინ წასწევენ ყველა სიმართლეს სწერს ამ სტატიაში და კომენტარებში შენს გარდა სად ხედავ კრიტიკას ყველგად თანადგომაა ურთიერთ ზრდილობიანი
mmm.
სულ ცუდის კეკვა და კრიტიკა ამდენი მოგების სჰემდეგ?????!
IIstambul-Turqulad Gurji
gizo!თურქულად ქართალი-არწივს ნიშნავს.ერშანიც სელჯუკური სახელი.ქართველებთან-მეგრელებთან არავითარი კავშირში.ალაია ბალია,თათარია.ისე კი მსაჯების, ადამიანურად კეთილგანწყობით მოცევა გვმართებს ყოველთვის,გადყოლის გარეშე,უეფას ფარგლებში.მოთაფვლა ორბოლოიანი ჯოხია
Mamardashvili
არ ან ვერ ვიხარჯებიტ ყოველი ჩვენთაგანი,თავთავიანთ,ცალკეულის,ჩვენს საქმეში.გვავიწყდება უბრალო ჭეშმარიტება.საქმის ფლობა და ამ საქმით დასაქმებულის ბოლომდე ხარჯვაა საწინდარი ჩვენი მსუყე ყოფის,მატერიალურად და კარგად ყოფნის,სულიერად,თვითეულის და ყველას ერთად.ასე ამბობდა ბუმბერაზი ქართველი,სახელში სწერია
gizo
ერშან ქართალი - ქართალი რამდენადაც ვიცი მეგრულად თბილისელს ნიშნავს :)
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა