"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა "რეალთან" შეხვედრაში ვიქტორ ვალდესის დაშვებულ შეცდომაზე ისაუბრა
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა მიიჩნევს, რომ ესპანეთის სუპერთასისთვის 23 აგვისტოს გამართულ შეხვედრაში მადრიდის "რეალთან", მოედანზე მისი გუნდი დომინირებდა.

"ნოუ კამპზე" გამართული მატჩი, ქვეყნის ჩემპიონ "რეალსა" და თასის მფლობელ "ბარსელონას" შორის, ანგარიშით 3:2, მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

კატალონიელთაგან გოლები პედრომ (57-ე წუთი), ლიონელ მესიმ (70) და ჩავიმ (78) გაიტანეს, მადრიდელთაგან კი კრიშტიანო რონალდო (55) და ანხელ დი მარია (85) გამოირჩნენ.

"ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და მოედნის ბატონ-პატრონები ვიყავით. რონალდოს გოლის შემდეგ გაგვიმართლა, რომ პასუხად მალევე გავიტანეთ.

შეგვეძლო, ანგარიშით 4:1 მოგვეგო, მაგრამ თამაში 3:2 დასრულდა. მატჩის შედეგი სავსებით მაკმაყოფილებს, თუმცა სამართლიანი ანგარიში 3:1 იქნებოდა.

არ გამკვირვებია, თამაშის შემდეგ ჟოზე მოურინიომ მსაჯზე რომ ილაპარაკა. ვფიქრობ, კლოს გომესმა კარგად იმუშავა", - თქვა ვილანოვამ.

კატალონიელთა თავკაცმა მეკარე ვიქტორ ვალდესის უხეშ შეცდომაზეც ისაუბრა.

"ვიქტორს მე ვთხოვე, რომ კომბინაციური თამაშის დაწყება საკუთარ თავზე აეღო ხოლმე.

ვალდესი ფეხით თამაშს მომავალშიც გააგრძელებს. ჩვენ კარგ თამაშს ვერ ვაჩვენებთ, თუკი მას საკუთარი კარიდან არ დავიწყებთ", - დასძინა "ბარსელონას" დამრიგებელმა.

ესპანეთის სუპერთასზე მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას" შორის საპასუხო შეხვედრა 29 აგვისტოს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.

ასევე იხილეთ:

ჟოზე მოურინიო: "ბარსელონამ" პირველი გოლი თამაშგარედან გაიტანა

ბარსელონა-რეალი 3:2 - ვიქტორ ვალდესის საჩუქარი [VIDEO]

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა