საქართველოს ნაკრები დაკარგული ქულებით ევრობასკეტის შესარჩევ ტურნირში D ჯგუფის ლიდერია
24 აგვისტოს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე მესამე შეხვედრა ლატვიასთან გამართა და 79:76 იმარჯვა.

ამრიგად, ქართველები დაკარგული ქულებით D ჯგუფის ლიდერები არიან. იგორ კოკოშკოვის გუნდს სამი შეხვედრიდან სამივე გამარჯვება აქვს, ბოსნიელებს კი სამი მოგების წილ ერთი მარცხი გააჩნიათ.

თბილისის სპორტის სასახლეში ლატვიელებთან შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და დრამატულად დასრულდა. სტუმრებმა თავიდანვე დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს.

ლატვიელები შორიდან იმდენად წარმატებით ვერ ისროდნენ, რამდენადაც სწრაფ გარღვევებს ახორციელებდნენ. რიგ მომენტებში ბალტიისპირელები წინაც გადიოდნენ, მაგრამ ანგარიში, ძირითადად, ქართველებს მიჰყავდათ.

პირველი მეოთხედი საქართველოს მინიმალური უპირატესობით, 21:20 დასრულდა.

მეორე მეოთხედში თანაბარი ბრძოლა გაგრძელდა. ლატვიელები წინ გასვლას უფრო ხშირად ახერხებდნენ, თუმცა მეოთხედის მიწურულს მობილიზებული თამაშის წყალობით ქართველებმა დაწინაურება მოახერხეს - 41:36.

მესამე მეოთხედში ქართველებმა ტემპს კიდევ უფრო უმატეს და უპირატესობა საიმედო გახადეს. მანუჩარ მარკოიშვილის, ზაზა ფაჩულიას და ჯეიკობ პულენის შედეგიანმა თამაშმა მესამე მეოთხედის მიწურულს მასპინძლები 13 ქულით დააწინაურა.

ლატვიელები არ ტყდებოდნენ და მატჩის ბოლო წუთებამდე შანსს ინარჩუნებდნენ. შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთზე ნაკლები იყო დარჩენილი, რომ საქართველო 10 ქულით - 76:66 იგებდა. აქ ლატვიელებმა სამქულიანი ჩააგდეს და პრესინგს მიმართეს, რამაც ის შედეგი გამოიღო, რომ შეხვედრის ბოლო წუთზე ლატვიელებმა ანგარიში გაათანაბრეს - 76:76.

თამაშის დასრულებამდე 30 წამი იყო და ჩვენები შეტევაში იყვნენ, თუმცა ბურთი დაკარგეს და დაცვაში ვიქტორ სანიკიძე დაჯარიმდა. ლატვიელმა მარეკს მეიერსმა საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე ორივე საჯარიმო ააცილა და მასპინძლებმა სწრაფი შეტევა წამოიწყეს.

შეტევა საფინალო სირენის თანხლებით ჯეიკობ პულენმა დააგვირგვინა. ნატურალიზებულმა ამერიკელმა სამქულიანი ჩააგდო და დროც ამოიწურა.

საბოლოოდ საქართველომ 79:76 გაიმარჯვა.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 27 აგვისტოს, სტუმრად ჰოლანდიასთან გამართავს.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. D ჯგუფი.

04.08. თბილისი. სპორტის სასახლე

საქართველო-ლატვია 79:76

21:20, 20:16, 23:17, 15:23

საქართველო: ცინცაძე (9), მარკოიშვილი (19), სანიკიძე (10), შენგელია (12), ფაჩულია (18); პულენი (9), შერმადინი (2), ა. ბოისა

www.gbf.ge

mmm.
მცვრტნელის ამდენი ლანდზგვა შეიდზლება???ვაჰ,––რანი ვართ ეს ქართველელები–უმადურებოოო
ი.კ.
ნათქვამია იოლი გამარჯვებები მალე ავიწყდებათო :) :). ვინერვიულებთ ბატონო, გვემახსოვრება, ოღონდ თქვენ მოიგეთ
NIKA
გილოცავთ ყველას.მადლობა ბიჭებს და ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან,თუ შეიძლება ნუ ანიავებთ მთელი მატჩის განმავლობაში მოპოვებულ უპირატესობას რამოდენიმე წუთში და მატჩის ბედს ბოლო წუთებზე გადასაწყვეტს ნუ ხდით თუ არა ერთხელაც მივირებ ინფარქტს და ცოდო ვარ:))))
giorgi
ბრავო ბიჭებს და ბრავო გულშემატკივრებს
tazo
დამაწყდა ნერვები
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი