მძლეოსნობა
ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ, პირველი დიდი ტურნირი გაიმართა მძლეოსნობაში - ლოზანაში "ბრილიანტის ლიგის" მორიგი ეტაპი ჩატარადა, სადაც ბევრმა ვარსკვლავმა მოიყარა თავი. რა თქმა უნდა, საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყო იამაიკელი უსაინ ბოლტი, რომელმაც შვეიცარიაში 200 მეტრზე გადაწყვიტა გამოსვლა.

მის არყოფნაში, 100-მეტრიანი დისტანცის გმირი გახდა მეორე იამაიკელი, ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი - იოჰან ბლეიკი. მან ფანტასტიკური დროით მოიგო გარბენი - 9,69 წამი დააფიქსირა, რაც ისტორიაში მესამე შედეგია. უფრო სწრაფად მხოლოდ ბოლტს ურბენია "მოკლე სპრინტი".

იოლად მოიგო 200 მეტრი დისტანცია უსაინ ბოლტმა - მან 19 წამსა და 58 წამში გაირბინა "გრძელი სპრინტი" და კონკურენტებს შანსი არ დაუტოვა. კმაყოფილი უნდა დარჩენილიყო თავისი გამოსვლით ჰოლანდიელი ჩურანდი მარტინა, რომელმაც 19,85-ით ეროვნული რეკორდი დაამყარა.

400 მეტრი მამაკაცებს შორის ლონდონის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გრენადელმა კირანი ჯეიმსმა მოიგო. ის ერთადერთი იყო დისტანციაზე, რომელიც 45 წამიდან გამოვიდა - 44,37 წამი დააფიქსირა.

ქალებს შორის 100 მეტრზე გარბენში ერთნაირი დრო - 10,86 წამი დააფიქსირეს ამერიკელმა კარმელიტა ჯეტერმა და იამაიკელმა შელი ენ ფრეზერ-პრაისმა, მაგრამ ფოტოფინიშით გამარჯვებული ჯეტერი გახდა. ლონდონშიც ეს სპრინტერები პირველ ორ ადგილზე გავიდნენ, ოღონდ მაშინ პირველი ფრეზერ-პრაისი იყო, ვერცხლი კი ჯეტერს ერგო.

არ გაუმართლა კაცებს შორის 110 მეტრზე თარჯრბენში ლონდონის ოლიმპიურ ჩემპიონს ერის მერიტს - მან ფალსტარტის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო. ამან შანსი მისცა მეორე ამერიკელს, ლონდონის თამაშების ვერცხლისმედალოსანს ჯეისონ რიჩარდსონს. მან ეს შანსი გამოიყენა - 13 წამითა და 8 მეასედით მოიგო დისტანცია და უკან ჩამოიტოვა თანამემამულე დევიდ ოლივერი და იამაიკელი ჰენსლ პარჩმენტი.

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა