...ის იყო, მალხაზ ბეუქლიშვილმა საფინალოდ ჩასტვინა, რომ მოედანზე სტუმართა გუნდის წარმომადგენლები შეიჭრნენ...

...ის იყო, მალხაზ ბეუქლიშვილმა საფინალოდ ჩასტვინა, რომ მოედანზე სტუმართა გუნდის წარმომადგენლები შეიჭრნენ. ისინი მსაჯთა ბრიგადას საკმაოდ არაკორექტულ ფარგლებში სთხოვდნენ პასუხს "არდანიშნულ პენალტსა" და "გატარებულ თამაშგარეზე".

განსაკუთრებით განაწყენებულები - მურთაზ შელია და გელა ინალიშვილი ჩანდნენ. წარუმატებელი დებიუტისა და მსაჯობით უკმაყოფილების მიუხედავად, "სპარტაკის" მწვრთნელი ბადრი კვარაცხელია ერთადერთი იყო, ვინც სტუმართა რიგებში სიმშვიდის შენარჩუნება შეძლო - ის მინდორზე შეჭრილ თავისიანებს ნერვების მოთოკვასა და მსაჯებისთვის მადლობის (უფრო ზრდილობის გამო) გადახდას სთხოვდა, თუმცა ბეუქლიშვილის ბრიგადამ მადლობის ნაცვლად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიიღო. გინება და მსაჯებზე გაწევა სამართალდამცავებმა კი შეაჩერეს, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ სტუმრებს თემიდელთა ფიზიკური შეურაცხყოფა არც უცდიათ...

თავად შეხვედრას კი სულაც არ ეტყობოდა, ასეთი დასასრული თუ ექნებოდა. იმდენად ნაკლები იყო აშკარა საგოლე მომენტების რიცხვი, თამაშს ნეგატიური დაღიც დაესვა. წინა ტურში წაგებულ მეტოქეებს აშკარად ეტყობოდათ, რომ მოგებაზე ფიქრობდნენ. მასპინძელთა პრობლემაზე უკვე ვწერდით - უფულობის გამო ჩაგდებულმა ვარჯიშებმა "კოლხეთს" თავისი კვალი მაინც დაამჩნია. უფრო ლაღად სტუმრები გამოიყურებოდნენ და პირველი ხიფათიც მათ შექმნეს - კაშიას დარტყმული კარს მცირედით ასცდა.

მე-19 წუთზე უკვე კოლხებს მიეცათ რეალური შანსი, როცა ციცხვაია-გვალია-სიჭინავას კომბინაცია ამ უკანასკნელის მეკარესთან პირისპირ გასვლითა და უზუსტო დარტყმით დასრულდა. ორიოდ წუთში, რამდენიმე წამის წინ შეცვლაზე შესულმა ჯაყელმა (ტრავმირებული მგელაძე შეცვალა) ჯარიმიდან კარგად დასცო, მაგრამ მასპინძლები ხარიხამ გადაარჩინა.

უფრო მეტი საინტერესო მომენტი მეორე ნახევარში შეიქმნა, რომლის დასაწყისში კვლავ სტუმრებს შეეძლოთ თავის გამოჩენა. შემდეგ ორჯერ ზედიზედ ბაბულაიძე გაიყვანეს დასარტყმელ პოზიციაზე - მას ჯერ მეკარე გადაეღობა დროულად, მეორედ კი მისი დარტყმული მიზანს ასცდა. მალევე, გოლს "სპარტაკიც" გადაურჩა...

ამის შემდეგ ორივე გუნდი კი "იჩხვლიტებოდა", მაგრამ ხიფათებამდე საქმე არ მისულა. აშკარა იყო, რომ მატჩის ბედს ერთი გოლი გადაწყვეტდა. ეს კი კოლხებმა მოახერხეს, თუმცა მანამდე შეტევაში ჩართულ ბოიომოს შეეძლო გატანა, მაგრამ მისი თავური კარს მცირედით ასცდა.

83-ე წუთზე კი მატჩის ერთადერთი გოლიც გავიდა - მთელი შეხვედრის მანძილზე გამორჩეული ციცხვაიას (თითქმის ყველა პასი მიიღო და აბსოლუტური უმეტესობა ზუსტად გადასცა თავისიანებს) ჩინებული პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა რეზო ჯიქიამ დაუშვილი ცხინვალელთა მეკარე უშანსოდ დატოვა - 1:0.

ამ ეპიზოდში სტუმრები თამაშგარეს დაფიქსირებას ითხოვდნენ. ნამატჩევს "კოლხეთის" მიერ გადაღებულ ფირზე ოფსაიდი არ ჩანს და მეტად საკამათო ეპიოზდში მართლაც თამაშგარეში რომ ყოფილიყო კოლხი ფორვარდი, ამას სტუმრები ვერც დაამტკიცებენ, რადგან ეპიზოდს ნათელს ხაზზე მყოფი კამერა თუ მოჰფენს - ქართულ კლუბებს კი მრავალი კამერით გადაღების ფუფუნება ნამდვილად არ აქვთ.

სულ ბოლოს, უკვე წამატებულ წუთებზე "სპარტაკმა" პენალტი მოითხოვა, თუმცა ბეუქლიშვილს სწორი პოზიცია ეკავა და კარგად უნდა შეეფასებინა ეპიზოდი. მან თამაშის გაგრძელება ბრძანა და თუ რა მოჰყვა ამას, დასაწყისში გითხარით...

ამ მოგებით "კოლხეთი" მეოთხე ადგილზე აღზევდა. ვერ გეტყვით, რამდენად უყვარს ბესიკ შეროზიას ციფრი 4, მაგრამ მის კლუბს რომ ოთხიანები დაებედა, ფაქტია - ჩემპიონატის მეოთხედი "კოლხეთმა" მეოთხე ადგილზე დაასრულა, მწვრთნელმა ოთხი იღბლიანი (საგოლე) შეცვლა დააგროვა, ქულების გრაფაში (14) 4-იანი ურევია და კოლხებმა 4 შეხვედრის მოგება შეძლეს.

მატჩის შემდეგ

ბადრი კვარაცხელია (სპარტაკი): "უპირველესად მეტოქეს ვულოცავ. ფოთში სულ კარგი გუნდი ჰყავთ და აქ თამაში ყველას უჭირს. "კოლხეთს" რომ მწვრთნელიც კარგი ჰყავს, ეს დღესაც გამოჩნდა. არ მიყვარს მსაჯებზე ლაპარაკი, მაგრამ დღეს მათი მუშაობით უკმაყოფილო ვარ. ეს შედეგზეც აისახა. ასე თუ გაგრძელდა, "სპარტაკს" ძალიან გაუჭირდება. გუშინწინ დავინიშნე მთავარ მწვრთნელად, გუნდს წესიერად არც ვიცნობ... დუბლშემადგენლობიდან 6 კაცი ვათამაშეთ".

ბესიკ შეროზია (კოლხეთი): "ჩვენ ვიცოდით, რომ იოლი მეტოქე არ გვყავდა. წინა თამაშებშიც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, მაგრამ დღეს ახალი მწვრთნელის ხელი კიდევ უფრო დაეტყოთ. რა თქმა უნდა, ორ დღეში და ორ თვეშიც გუნდი არ კეთდება, მაგრამ "სპარტაკს" აშკარად ეტყობოდა, ფსიქოლოგიურად ძლიერად იყვნენ. მეორე ტაიმში მოვუმატეთ, უპირატესობასაც ვფლობდით და უნიშვნელოვანესი მოგებაც მოვიპოვეთ".

მამუკა ქანთარია

ფოთიდან

კოლხეთი 1

სპარტაკი 0

03.10. ფოთი. ფაზისი. 500 მაყურებელი

1:0 რ. ჯიქია (83. ციცხვაიას პასით)

კოლხეთი სპარტაკი

4-5-1 4-5-1

გ. შენგელია ნ. დაუშვილი

ჭითანავა ჭაფოძე

ცხვიტარია ბოიომო

ინწკირველი ალავიძე

ლემონჯავა შ. კაშია

თედიაშვილი ბაბულაიძე

ჯოჯუა შონია

სილაგავა მგელაძე

სიჭინავა დეკანოიძე

გვალია ნარიმანიძე

ციცხვაია ძაგანია

მწვრთნელი მწვრთნელი

ბ. შეროზია ბ. კვარაცხელია

კოლხეთი

63. თედიაშვილი - ჯიქია

75. ლემონჯავა - გულუა

90. გვალია - წიქარიშვილი

სათადარიგოები: სტურუა, მეგრელიშვილი, მოისწრაფიშვილი, ექონია

სპარტაკი

18. მგელაძე - ჯაყელი

87. დეკანოიძე - კლოვისი

87. ნარიმანიძე - ბუზალაძე

სათადარიგოები: გალდავა, მაისურაძე, ტეტუნაშვილი, ჩალაძე

გაფრთხილება: თედიაშვილი (20), ალავიძე (55), ციცხვაია (90)

არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

lelo@gmail.com
1 ზესტაფონი 9 7 0 2 19-7 212 დინამო 9 5 2 2 12-7 173 ოლიმპი 9 5 1 3 13-10 164 კოლხეთი 9 4 2 3 11-8 145 ვიტ ჯორჯია 9 4 1 4 10-12 136 სიონი 9 3 4 2 7-9 137 ბაია 9 3 3 3 10-12 128 ტორპედო 9 1 4 4 5-8 79 სამტრედია 9 2 1 6 11-18 710 სპარტაკი 9 1 2 6 8-15 5
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
მიეცემა თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას ძმას "დინამოს" ძირითად გუნდში თამაშის შანსი - ქეცბაიამ ამ თემაზე ისაუბრა
ოფიციალურად: თემურ ქეცბაია თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელია
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
0:3-დან - "ლანსმა" "ბრესტთან" თითქმის წაგებულ მატჩში ქულა მოიპოვა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!