ფულზე დიალოგი რომ გაგრძელდა, შვედმა ესეც თქვა: ჯობია ლიმუზინში იყვირო, ვიდრე ავტობუსშიო
ჯაბა დვალი "ზესტაფონიდან" "დინამო თბილისში" გადავიდა - საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა, შიდა სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყვლაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გადაიბირა.

როგორც კი "ზესტაფონი" ევროსარბიელს გამოეთიშება, დვალი იქიდან წავა - ასე იცოდა საფეხბურთო მილეთმა, ოღონდაც დვალის ტრანსფერი უფრო უცხოეთში იყო მოსალოდნელი. ტრანსფერი არ არის იოლად გასაკეთებელი საქმე რაგინდ კარგი ფეხბურთელის ერთი გუნდიდან მეორეში გადასვლას მოიცავდეს.

დვალს აღარ იძახებენ ეროვნულ ნაკრებში და შესაძლოა, მისი უცხოეთში წასვლა ამანაც დააბრკოლა.

ბოლო წლებში დვალი-გელაშვილის "ზესტაფონური" დუეტი საუკეთესო იყო საქართველოში და ვგონებ ეს საკამათო არავისთვის არ არის.

"ზესტაფონი" ამ დუეტით თამაშებს იგებდა. დვალი უკან ჩამოდიოდა ბურთის მოსახელთებლად და ხანდახან ერთი კი არა, ორი მცველიც ამოყავდა, ამის შედეგად მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან სივრცე თავისუფლდებოდა და ფეხმალი გელაშვილიც იქითკენ მიექანებოდა - მინიმუმი, რაც აქედან გამოდნებოდა ხოლმე, საგოლე მომენტი იყო.

ეს ტრიუკი მწვრთნელის შემოქმედებაც იყო და ფეხბურთელთა მხრიდან უზადოდ შესრულებული ილეთიც, ყველაფერი ერთმანეთს ემთხვეოდა.

ახლა კი უმცროსი უჰრინის ჯერია, თუ რა მიმართულებას მისცემს დვალს. დინამოელთა ესტონელი ფორვარდი ვოსკობოინიკოვი ჯერჯერობით ვერ ახდენს დიდ შთაბეჭდილებას. ლეგიონერი რომ ჩამოდის, აქაურებზე ერთი თავით თუ არა, ოდნავ მაინც უკეთესი უნდა იყოს - გულშემატკივრის მხრიდან ეს სამართლიანი მოთხოვნაა.

დვალის "დინამოში" დაბრუნება მხოლოდ კონკურენციის გაძლიერებას არ უნდა უმიზნებდეს - "დინამომ" რესურსი გაიუმჯობესა, ბევრი კარგი ფეხბურთელით უფრო გაუადვილდება ტიტულების მოხვეჭა.

ვოსკობოინიკოვმა ჯერ მხოლოდ ორი ოფიციალური მატჩი ითამაშა D"დინამოში" და დასკვნების გამოტანაც ალბათ ნაადრევია.

"დინამო"- "ტორპედოს" შეხვედრაში ვოსკობოინიკოვი რომ შეცვალეს, ესტონელი ძალიან უკმაყოფილო იყო, ალბათ საკუთარი თავით, თორემ მწვრთნელის გადაწყვეტილება ურიგო ნამდვილად არ გამოდგა, "დინამომ" ის თამაში მოიგო.

პრესკონფერენციაზე უჰრინ-მეორემ გვითხრა, თბილისში მილიონზე მეტია მაცხოვრებელი და მიკვირს, ამ თამაშზე ასე ცოტა მაყურებელი რატომ მოვიდაო. მართლაც, ისეთი თამაში გამოდგა, საფეხბურთო ხმები დიდად რომ დაამშვენებდა.

ამ მატჩის მსაჯობაზე და "ტორპედოს" პრეტენზიებზე კლუბების საბჭოზეც უმსჯელიათ. მსაჯობით უკმაყოფილო ალბათ კიდევ ბევრჯერ იქნება ესა თუ ის კლუბი, რადგან ეს ფეხბურთის ნაწილია.

მსაჯის ოსტატობა კი მხოლოდ იმით არ ფასობს, როგორ დაიცავს შავით თეთრზე დაწერილ წესებს. მსაჯი თამაშს უნდა გრძნობდეს, კონკრეტულ ეპიზოდს სწორად უნდა აფასებდეს, მსაჯიც ადამიანია და ნიუანსებში უნდა ერკვეოდეს, ხანდახან შეცდომასაც უნდა უშვებდეს - ასეთია მისი საქმე.

ეროვნული ნაკრების ახალი შესარჩევი ციკლი კი კარს მოგვადგა. ზოგისთვის შესაძლოა ის იყოს მნიშვნელოვანი, გამოიძახებს თუ არა თემურ ქეცბაია ნაკრებში ზურაბ ხიზანიშვილს, რომელმაც წინა შეხვედრაში ვერ ითამაშა ლუქსემბურგთან, რადგან სანაკრებო შეკრებაზე არ გამოცხადდა ტრავმის გამო.

ზოგადად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ფეხბურთელთა რა კონტინგენტით მიაღწევს მწვრთნელი შედეგს, უბრალოდ, სასურველია, რომ ნაკრებში აღარ მოხდეს კონფლიქტი მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის.

სვენ-გორან ერიკსონი გახსოვთ? შვედმა იტალიაში და პორტუგალიაში მწვრთნელობით გაითქვა სახელი, მერე ინგლისის ნაკრებიც კი ჩააბარეს და იქ მნიშვნელოვან წარმატებებს ვეღარ მიაღწია.

ერიკსონის ავკარგიანობაზე ბევრს ლაპარაკობდნენ იმ დროს. მე მომწონდა ეს შვედი, რადგან ისეთი იყო, რომ ძალიან არ ჰგავდა სხვებს.

ინგლისიდან მექსიკაში რომ წავიდა სამუშაოდ, "ჭორლდ შოცცერ"-ში დაიბეჭდა მასთან ინტერვიუ. მართალია, რომ წელიწადში 4 მილიონი გირვანქა გაქვთ ხელფასი? სვენმა უპასუხა: არა არის მართალი, თუმცა ამაზე ბევრით ნაკლები ჯამაგირიც არ მაქვსო. ფულზე დიალოგი რომ გაგრძელდა, შვედმა ესეც თქვა: ჯობია ლიმუზინში იყვირო, ვიდრე ავტობუსშიო.

სვენს ალბათ იმიტომაც ჰქონდა კარგი ჯამაგირი, რომ ლაპარაკი ყველასთან იცოდა, ფეხბურთელთან თუ ჟურნალისტთან...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
[VIDEO] საზონოვის პირველი 90 წუთი "ხეტაფეში" - მისმა გუნდმა გულიაშვილის "რასინგი" დაამარცხა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ომი "მეტროპოლიტანოზე". მატჩის MVP მიქაუტაძემ მცველი გააგდებინა და ობლაკს გაუტანა - კაცნაკლულმა "ატლეტიკომ" ფრეს მიაღწია