მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ფედოტოვმა გუნდში საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი მიიწვია
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ფედოტოვი ნოვოკუზნეცკის "მეტალურგ-კუზბასში" დანიშნეს. მან კი კლუბში საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი გიორგი ნავალოვსკი მიიწვია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი თამაშობდა თბილისის "დინამოში", რუსთავის "ოლიმპში", მახაჭყალის "ანჟიში", ბაქოს "ინტერში", ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში", ბოლოს - მოსკოვის ოლქის ხიმკიში", სადაც ნიჟნი ნოვგოროდულმა კლუბმა 2011 წლის დასაწყისში იჯარით გაუშვა. ნავალოვსკი გახლდათ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, 2008 წელს ეროვნულში ორჯერ ითამაშა, მაგრამ მას შემდეგ აღარ იძახებდნენ და რუსეთში სათამაშოდ სხვა გზა არ რჩებოდა, გარდა იმისა, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიეღო.

"ხიმკიში" ნავალოვსკიმ 33 შეხვედრა ჩაატარა და ბოლოს კლუბის კაპიტნად აირჩიეს. ახლახანს მოსკოვის ოლქის კლუბის მთავარ მწვრთნელად ომარ თეთრაძე დაინიშნა. მაგრამ გიორგიმ კლუბი მის დანიშვნამდე დატოვა და ნიჟნი ნოვგოროდულ კლუბს დაუბრუნდა - მისი სატრანსფერი ფურცელი დღემდე "ვოლგას" ეკუთვნის.

სწორედ მაშინ დაუკავშირდა ვლადიმერ ფედოტოვი და "მეტალურგ-კუზბასში" თამაში შესთავაზა გადასვლა.

აქვე ვიტყვით, რომ კლუბის დირექტორი ( პრეზიდენტი) წარმოშობით ქართველი დიმიტრი კოჩაძე გახლავთ.

"ნოვოკუზნეცკში ქართველი "გატუზო" მიიწვიეს" - ასე დაასათაურა ინტერნეტ-გამოცემა "ვანდივიზიონმა" შესაძლო ტრანსფერი და მიუთითა, რომ სწორედ ასე მონათლეს 2008 წელს გიორგი ნავალოვსკი მახაჭყალელმა გულშემატკივრებმა "ანჟიში" გამოსვლის პერიოდში.

"მეტალურგ-კუზბასის" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ფედოტოვმა ახალწვეულზე ილაპარაკა: "ნავალოვსკის ჯერ კიდევ "ანჟიში" გამოსვლის პერიოდიდან ვიცნობ. თავიდან, ვიზის გამო, რუსეთში დიდი პრობლემები ჰქონდა.

ახლა ფორმალური მხარეების მოსაგვარებლად თბილისში გამგზავრება მოუხდა და შეგვპირდა, რომ შეგვეხმიანებოდა. მოკლედ, მის ზარს ველოდებით. ჩვენ სიტყვიერი შეთანხმება გვაქვს, რომ "მეტალურგ-კუზნეცკში" ითამაშებს. აქ რომ ყოფილიყო, ჯერ მაინც ვერ ვათამაშებდით, რადგან ფორმის აღდგენა სჭირდება.

ასეთ მდგომარეობაში მოედანზე ვერ შევუშვებდი, ასე გუნდიც იზარალებდა და თავად ფეხბურთელიც. ჩვენი ამოცანაა, დავეხმაროთ და მისი საუკეთესო თვისებები გამოვიყენოთ. გიორგის ხასიათს ვიცნობ და მისი დამატება გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

ფაქტია, რომ ჩვენ ახლა შეტევების გამწვავება სწორედ მარცხენა მცველის პოზიციიდან გვიჭირს. გიორგი კი სწორედ ამ პოზიციის მოთამაშეა და შეტევებში ჩართვა კარგად ეხერხება".

რუსეთის პირველ ლიგაში უკვე 8 ტური ჩატარდა, ნოვოკუზნეცკის "მეტალურგ-კუზბასმა" 8 ქულა დააგროვა და მე-12 ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" როგორც იქნა გაიმარჯვა
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან