ივან ბალანმა "გოვერლასთან" (2:0) გამარჯვების შემდეგ გუნდის ქართველ ფეხბურთელებზე ისაუბრა
მარიუპოლის "ილიჩივეცის" მთავარმა მწვრთნელმა ივან ბალანმა "გოვერლასთან" (2:0) გამარჯვების შემდეგ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში გუნდის ქართველ ფეხბურთელებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ "ილიჩივეცში" ორი ქართველი ლეგიონერი დავით თარგამაძე და თორნიკე ოქრიაშვილი ირიცხებიან. თარგამაძე 81-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ოქრიაშვილი ბოლო წუთებამდე მოედანზე იყო.

"თუ ვიმსჯელებთ, იმით, თუ როგორ თამაშობდა თარგამაძე "ოლექსანდრიაში", შრომისმოყვარეობა მას არ აკლია.

დათო ინდივიდუალურად ძლიერია და თამაშს საკუთარ თავზე იღებდა, ცენტრისკენ გადადიოდა, შორიდან ურტყამდა და გოლებიც გაჰქონდა. ახლა ეს ისე ხშირად არ გამოსდის.

ამას თავისი მიზეზები აქვს. პირველ რიგში ახალი მითითებები აქვს. მეორე: შესაძლოა მეტოქეებმა ის კარგად შეისწავლეს.

ვფიქრობ, თარგამაძემ საკუთარი შესაძლებლობები ჯერ ბოლომდე ვერ გამოავლინა და მეტი შეუძლია.

მან კიდევ უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე და მოუმატოს, რის შემდეგ დარწმუნებული ვარ, თარგამაძე ქომაგებს ისევე გაახარებს, როგორც ამას "ოლექსანდრიაში" თამაშის დროს აკეთებდა.

რაც შეეხება ოქრიაშვილს, თავდამსხმელად თამაში მან კიდევ შეკრების დროს დაიწყო. სხვა გამოსავალი არ გვქონდა, რადგან ჩვენს ფორვარდებს ტრავმები აწუხებთ, ამიტომ იძულებულები გავხდით თორნიკე თავდასხმაში დაგვეყენბინა".

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად