საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. III ტური.
26 აგვისტოს საქართველოს 24-ე ეროვნული ჩემპიონატის ორი შეხვედრა გაიმართა. გორის "დილა" ბოლნისის "სიონს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

მატჩში ანგარიში ბოლნისელმა ფეხბურთელებმა გახსნეს და მალევე უპირატესობა ორამდეც გაზარდეს. პირველი გოლი მე-3 წუთზე ჯიქიამ გაიტანა, მეორე კი 2 წუთის შემდეგ ქუცურუამ შეაგდო.

გორელებმა მეტოქის ორ გოლს 17-ე წუთზე კაციტაძის გოლით უპასუხეს და შეხვედრის პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით დათმეს.

მეორე ტაიმის 68-ე წუთზე ბოლნისის "სიონმა" მატჩის დასაწყისში მოპოვებული უპირატესობა ქარს გაატანა - ახალკაცმა ანგარიში გაათანაბრა.

თუმცა ბოლნისელებს ხელი არ ჩაუქნევიათ - 73-ე წუთზე ჯიქიამ დუბლი შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

რაც შეეხება მეორე შეხვედრას, ტურის ცენტრალური მატჩი ქუთაისში ჩატარდა, სადაც "ტორპედომ" "ზესტაფონს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

გამარჯვება ტორპედოელებს 93-ე წუთზე გიორგი დათუნაიშვილმა მოუტანა.

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"