მოახლოებული ამერიკის ღია პირველობის მიუხედავად, შეჯიბრებები საკმაოდ საინტერესო და წარმომადგენლობითი გამოვიდა
ჩვეულებრივ, "დიდი სლემის" ჩემპიონატის წინ სათამაშო კვირა შემოკლებული იყო - ყველა ფინალი პარასკევსა და შაბათს ჩატარდა.

მოახლოებული ამერიკის ღია პირველობის მიუხედავად, შეჯიბრებები საკმაოდ საინტერესო და წარმომადგენლობითი გამოვიდა.

თუმცა დალასის ტურნირს გამოაკლდა პირველ ნომრად განთესილი ანჟელიკ კერბერი, რომელმაც განაცხადის გამოტანა გადაწყვიტა.

სხვა ფავორიტები სტაბილურად თამაშობდნენ - შვიდი განთესილიდან ხუთმა მიაღწია მეოთხედფინალამდე. ელენა იანკოვიჩს უკვე პირველივე წრეში სერიოზული გამოცდა ელოდა - მატჩი იაროსლავა შვედოვასთან სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

თუმცა სერბი შემდეგ კარგ ფორმაში შევიდა და სამ მატჩში ორ სეტში გაიმარჯვა. ნახევარფინალში ის ავსტრალიელ კეისი დელაკუას გაუმკლავდა - 7:5, 6:4. მეორე ნახევარფინალში რობერტა ვინჩიმ გააგრძელა სერბების რბევა: ცოტა ხნის წინ ანა ივანოვიჩის განადგურების (6:0, 6:0) შემდეგ, მან ასეთივე ანგარიშით დაამარცხა ბოიანა იოვანოვსკი, ფინალში კი მესამე სერბზე - იანკოვიჩზე ძლიერიც აღმოჩნდა - 7:5, 6:3.

რობერტამ კარიერაში პირველი ტიტული მოიგო ჰარდზე - მანამდე მას ხუთი გამარჯვება ჰქონდა გრუნტზე და ერთი - ბალახზე.

მეორე ამერიკულ ქალაქში - ნიუ ჰევენში უფრო პრესტიჟული ტურნირი იმართებოდა. საკმარისია აღინიშნოს, რომ აქ განთესვის ლიდერები იყვნენ აგნიეშკა რადვანსკა და პეტრა კვიტოვა. თუმცა პოლონელმა მხოლოდ ერთი გეიმი მოიგო და 0:6, 1:2-დან შეწყვიტა ბრძოლა ოლგა გოვორცოვასთან მატჩში.

უარის ოფიციალური მიზეზი მხრის ტრავმა იყო, თუმცა აგნიეშკამ აღიარა, რომ ამერიკის ღიას წინ დასვენება სჭირდებოდა.

ამან ბადის ზედა ნაწილიდან ფინალამდე მარია კირილენკოს გაუხსნა გზა. თავიდან მან შაარ პეერი დაამარცხა (6:2, 6:2), შემდეგ უბრძოლველად გავიდა მეოთხედფინალში მონა ბარტელის უარის გამო, გოვორცოვას მხოლოდ სამი გეიმი დაუთმო (6:1, 6:2), ხოლო ნახევარფინალში კაროლინ ვოზნიაცკისთან ერთი სეტი ჩატარდა - საინტერესო და დაძაბული პარტიის შემდეგ (კირილენკომ 7:5 მოიგო), კაროლინმა მუხლის ტრავმის გამო მიატოვა ბრძოლა.

ასე რომ, დანიელმა პირველი მარცხი იწვნია ნიუ ჰევენში ბოლო ხუთი ტურნირის განმავლობაში - ის აქ 2008-11 წლებში იმარჯვებდა.

ახალი ჩემპიონი კირილენკო ან კვიტოვა უნდა გამხდარიყო. ჩეხმა დამაჯერებლად გაიარა მთელი დისტანცია და არცერთი სეტი არ წაუგია. ნახევარფინალში კი სარა ერანი გაანადგურა - 6:1, 6:3. ფინალი საინტერესო და დრამატული გამოვიდა. ჩოგბურთელები კარგად იცნობდნენ ერთმანეთს, რადგან მანამდე ხუთჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და რუსი წინ იყო - 3:2.

პირველ პარტიაში მცირე უპირატესობა ჩეხს ჰქონდა, მაგრამ მარიამ სამჯერ დაიბრუნა დაკარგული ბრეიკი, მათ შორის, 5:6-ზე. ტაი-ბრეიკის სცენარიც მთლიანად პარტიის მიმდინარეობას ჰგავდა - კვიტოვა მუდმივად წინ იყო, მაგრამ კირილენკო ეწეოდა მას და ერთხელ თავის მოწოდებაზე სეტბოლიც მიიღო, თუმცა მაინც დათმო პირველი პარტია.

რუსმა ძალიან კარგად დაიწყო მეორე სეტი, კვიტოვამ კი შეცდომებს უმატა და მოწოდებაც აღარ მისდიოდა. პეტრამ ზედიზედ 12 ქულა წააგო, რამაც კირილენკოს 5:2 დაწინაურების საშუალება მისცა. მაგრამ მარიამ, რომელსაც ისევ ჰქონდა სეტბოლი, ორჯერ სეტზე ვერ ჩააწოდა და ცუდად ჩაატარა პარტიის ბოლო ნაწილი - 6:7(9), 5:7.

წაგების მიუხედავად, კირილენკო ამ კვირას, კარიერაში პირველად აიწევს რეიტინგის მე-12 ადგილამდე. კვიტოვა კი ამერიკული საჰარდო სერიის გამარჯვებული გახდა.

WTA

Texas Tennis Open

დალასი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ფინალი

რობერტა ვინჩი (იტა, 3)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 2) 7:5, 6:3.

New Haven Open

ნიუ ჰევენი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 637 000 დოლარი

ფინალი

პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 2)-მარია კირილენკო (რუს, 7) 7:6(9), 7:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"