თამაშამდე ხოსეპ გვარდიოლამ საქებარი სიტყვები არ დაიშურა "მალიორკას" თავკაც მიქაელ ლაუდრუპის მიმართ. მან ისიც თქვა ოდესმე დანიელი "ბარსელონას" თავკაცად მესახებაო.

თამაშამდე ხოსეპ გვარდიოლამ საქებარი სიტყვები არ დაიშურა "მალიორკას" თავკაც მიქაელ ლაუდრუპის მიმართ. მან ისიც თქვა ოდესმე დანიელი "ბარსელონას" თავკაცად მესახებაო. გვარდიოლა ფრთხილად უნდა იყოს, "ბლაუგრანამ" თუ ასე გააგრძელა "კამპ ნოუზე" თამაში, ეს "ოდესმე" მალე არ მოვიდეს. ბუნებრივია, ვაჭარბებთ - პეპის ბარსელონურ კარიერას ჯერ არაფერი ემუქრება, მაგრამ ფაქტია, კატალონიელებმა შინ უკვე 5 ქულა დაკარგეს. ტრავმირებული ჩავისა და დისკვალიფიცირებული დავიდ ვილიას გარეშე "ბარსელონა" "მალიორკას" 1:1 დაუზავდა. როცა ბურთს თამაშის განმავლობაში 70%-ით ფლობ (პირველ 15 წუთში ეს მაჩვენებელი სულაც 90% (!) იყო), ორი ქულის დაკარგვა ტრაგედიის ტოლფასია.

მე-20 წუთზე ლეო მესიმ სეზონში მე-3 გოლი შეაგდო: დანი ალვეშმა მარჯვენა ფლანგზე ჩაიქროლა, ბურთი პედროს გადააწოდა, რომელმაც ორ მცველს შუა გააძვრინა ის და მესიმაც არ დააღალატა თანაგუნდელები. "მალიორკას" ქულა 20 წლის ემილიო ნსუემ მოუტანა, რომელმაც კუთხურიდან ჩამოწოდებულს თავი დაუხვედრა და, თითქოს, ალოგიკური გოლი გაიტანა ტაიმის მიწურულს.

მეორე ტაიმში ყველაზე კარგი შანსი ხელიდან ბოიან კრკიჩმა გაუშვა, როცა ბურთი ბალეარელთა ძელს მოარტყა. "ბარსას" წაფორხილებით ბრწყინვალედ ისარგებლა "რეალმა", "დეპორტივო" ნაწილებად დაშალა და მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. ჟოზე მოურინიო ბევრს წუხდა, ჩემ ბიჭებს გოლები ვერ გააქვთო და "სამეფო კლუბმა" ერთიანად ამოხეთქა, ერთ თამაშში იმდენი გაიტანა, რაც მთელ სეზონში - 6.

ძალზე საინტერესო ბრძოლას ველოდით "სანჩეს პისხუანზე" და... "სევილიამ" ძალიან იოლად მოუგო "ატლეტიკოს". ლა ლიგაში გრეგორიო მანსანოს ანდალუსიური დებიუტი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ შედგა და მან დუელი პირწმინდად მოუგო კიკე ფლორესს - 3:1. ლა ლიგაში ზედიზედ მეხუთე გამარჯვების შემდეგ "ვილიარეალი" ცხრილში მეორეა. "ელ სუბმარინოს" შეტევის დუეტს (ნილმარი-როსი) ვეღარ აჩერებენ. ჯამში ბრაზილიელსა და იტალიელს 9 გოლი აქვთ ანგარიშზე.

მომდევნო ტური

17 ოქტომბერი: ბილბაო-სარაგოსა, ატლეტიკო-ხეტაფე, ბარსელონა-ვალენსია, დეპორტივო-ოსასუნა, ერკულესი-ვილიარეალი, ლევანტე-რეალ სოსიედადი, მალაგა-რეალი, მალიორკა-ესპანიოლი, რასინგი-ალმერია, სპორტინგი-სევილია.

ესპანეთი. ლა ლიგა. VI ტური

ალმერია-მალაგა 1:1

ალმერია (4-3-3): ალვეში - მასედო (71. ულოა), კ. გარსია, აკასიეტე, ხუანმა ორტისი - მ'ბამი, ბერნარდელო, კორონა - პიატი, უჩე (89. გოიტომი), კრუსატი (84. ხოსე ორტისი).

მალაგა (4-3-3): რუბენი - გამესი, სტადსგაარდი, ველიგტონი, მტილიგა - ფერნანდო (82. ედუ რამოსი), ხუანიტო, აპონიო (67. ს. სილვა) - ქუინსი (72. სება), რონდონი, ელიზეუ.

გოლები: 0:1 ქუინსი (50), 1:1 უჩე (76)

გაფრთხილება: ხუანმა ორტისი, მასედო - აპონიო, მტილიგა, ფერნანდო, ს. სილვა, რუბენი

გაძევება: ელიზეუ (40)

კუთხური: 7-5; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 26-11 (7-4); ბურთის ფლობა: 57%-43%.

მაყურებელი: 10 000

ხეტაფე-ერკულესი 3:0

ხეტაფე (4-2-3-1): კოდინა - მ. ტორესი (46. პინტოსი), დიასი, მარკანო, მანე - ვ. სანჩესი, ბოატენგი - რიოსი, პარეხო, მანუ (84. ალბინი) - კოლუნგა (78. მიკუ).

ერკულესი (4-2-3-1): კალატაიუდი - კორტესი, პასი, პამარო, პენია - აგილარი, ფრიტცლერი - კიკო (65. ტოტე), ტ. გომეში (56. ვალდესი), დრენტე (74. სენდოა) - ტრეზეგე.

გოლები: 1:0 პარეხო (20), 2:0 მანუ (43), მიკუ (81)

გაფრთხილება: პარეხო, დიასი, მანე, სანჩესი - კორტესი, პამარო

გაძევება: აგილარი (89)

კუთხური: 2-9; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 20-9 (7-1); ბურთის ფლობა: 48%-52%.

მაყურებელი: 7 000

ოსასუნა-ლევანტე 1:1

ოსასუნა (4-4-2): რიკარდო - დამია (85. ნელსონი), ხოსეჩო, ფლანიო, მონრეალი - ხუანფრანი, პუნიალი, სორიანო (84. ვადოში), კამუნიასი - არანდა (66. ლეკიჩი), პანდიანი.

ლევანტე (4-2-3-1): რეინა - ვენტა, ბალესტეროსი, ნანო, დელ ორნო - სერხიო, ხ.ტორესი - ვალდო (84. ნადალი), რ. სუარესი (74. სტუანი), მუნიოსი (67. ხუანლუ) - ხორდა.

გოლები: 1:0 პანდიანი (72), 1:1 სერხიო (79)

გაფრთხილება: სორიანო, არანდა, პუნიალი, ლეკიჩი - სერხიო, ხორდა

კუთხური: 6-0; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 18-7 (8-2); ბურთის ფლობა: 68%-32%.

მაყურებელი: 11 500

სევილია-ატლეტიკო 3:1

სევილია (4-4-2): პალოპი - კონკო, კასერესი, ალექსისი, ფ. ნავარო - პეროტი, რომარიკი (84. გუარენტე), რენატო, კაპელი (88. ალფარო) - კანუტე, ნეგრედო (69. ლ. ფაბიანო).

ატლეტიკო (4-2-3-1): დე ხეა - უიფალუში, პერეა, დომინგესი, ა. ლოპესი (46. ფილიპე) - მ. სუარესი (46. დ. კოშტა), ასუნსაო (80. რ. გარსია) - მერიდა, ტიაგო, სიმაო - ფორლანი.

გოლები: 1:0 ნეგრედო (28), 2:0 პეროტი (35), 3:0 კანუტე (51), 3:1 დ. კოშტა (57)

გაფრთხილება: ნეგრედო, პეროტი, კონკო, კაპელი - ტიაგო, ა. ლოპესი, სიმაო

კუთხური: 5-8; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 18-9 (10-4); ბურთის ფლობა: 48%-52%.

მაყურებელი: 40 000

ვილიარეალი-რასინგი 2:0

ვილიარეალი (4-4-2): დ. ლოპესი - ა. ლოპესი, მარჩენა, მუსაჩიო, კაპდევილა - ბ. ვალერო, სენა, ბრუნო, კასორლა (66. მონტერო) - ნილმარი (85. მ. რუბენი), როსი (82. მატილია).

რასინგი (4-3-3): ტონიო - პინილიოსი, პონსე, ტორეხონი, სისმა - დიოპი (59. ბოლადო), ციოლისი (59. კოლსა), ლასენი - კენედი (65. ადრიანი), ნაუელპანი, მუნიტისი.

გოლები: 1:0 ნილმარი (8), 2:0 როსი (13)

გაფრთხილება: დ. ლოპესი

კუთხური: 5-8; ჯარიმა: 10-17; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 16-19 (10-4); ბურთის ფლობა: 44%-56%.

მაყურებელი: 17 000

ბარსელონა-მალიორკა 1:1

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დ. ალვეში, პიკე, გ. მილიტო (88. ჟეფრენი), აბიდალი - ინიესტა, მასკერანო, კეიტა (65. ალკანტარა) - მესი, კრკიჩი, პედრო (78. ნოლიტო).

მალიორკა (4-2-3-1): ავატე - რატინიო, რამისი, კრესპი, კევინი - ვიქტორი, მარტი - ნსუე, დე გუზმანი, კასტრო (69. პერეირა) - კავენაგი (46. ვებო).

გოლები: 1:0 მესი (20), 1:1 ნსუე (42)

გაფრთხილება: კევინი, ვებო, ავატე, კასტრო, რატინიო, პერეირა

კუთხური: 13-6; ჯარიმა: 6-15; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 26-11 (10-2); ბურთის ფლობა: 70%-30%.

მაყურებელი: 80 000

რეალი-დეპორტივო 6:1

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - ს. რამოსი, პეპე, რ. კარვალიო, მარსელო - ხედირა (46. ლ. დიარა), ჩაბი ალონსო - დი მარია (77. ხუან კარლოსი), იოზილი (68. გრანერო), რონალდო - იგუაინი.

დეპორტივო (4-2-3-1): მანუ - მ. პაბლო, ლოპო, ზე კასტრო (66. აიტამი), მორელი - პერესი, ტომასი - როდრიგესი, საული (50. ჟუკა), გუარდადო - ლასადი (62. ადრიანი).

გოლები: 1:0 რონალდო (4), 2:0 იოზილი (24), 3:0 დი მარია (34), 4:0 იგუაინი (53), 5:0 ზე კასტრო (60 ს.კ.), 5:1 როდრიგესი (78), 6:1 რონალდო (89)

გაფრთხილება: ლოპო

კუთხური: 4-1; ჯარიმა: 6-5; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 17-8 (8-3); ბურთის ფლობა: 60%-40%.

მაყურებელი: 60 000

თ მ ფ წ ბ ქ

1. ვალენსია 6 5 1 0 11-4 16

2. ვილიარეალი 6 5 0 1 12-4 15

3. რეალი 6 4 2 0 12-2 14

4. ბარსელონა 6 4 1 1 10-5 13

5. სევილია 6 3 2 1 10-6 11

6. ხეტაფე 6 3 1 2 11-8 10

7. ატლეტიკო 6 3 1 2 10-7 10

8. ესპანიოლი 6 3 0 3 5-9 9

9. მალიორკა 6 2 2 2 5-6 8

10. მალაგა 6 2 1 3 12-12 7

11. ბილბაო 6 2 1 3 9-9 7

12. ერკულესი 6 2 1 3 5-6 7

13. სოსიედადი 6 2 1 3 6-9 7

14. ალმერია 6 1 3 2 5-5 6

15. ოსასუნა 6 1 2 3 4-6 5

16. სპორტინგი 6 1 2 3 6-11 5

17. ლევანტე 6 1 2 3 5-11 5

18. რასინგი 6 1 1 4 3-8 4

19. სარაგოსა 6 0 3 3 5-10 3

20. დეპორტივო 6 0 3 3 3-11 3

ბომბარდირები: 5 - ნილმარი (ვილიარეალი); 4 - როსი (ვილიარეალი), ადურისი (ვალენსია); 3 - ტამუდო (რეალ სოსიედადი), ტრეზეგე (ერკულესი), ფორლანი (ატლეტიკო), ლორენტე (ბილბაო), რონდონი (მალაგა), უჩე (ალმერია), ნეგრედო (სევილია), მესი (ბარსელონა), რონალდო (რეალი)

სეგუნდა დივიზიონი. VI ტური

ალკორკონი-რაიო ვალეკანო 2:0

გოლები: 1:0 სანსი (60), 2:0 ნაგორე (83)

გაძევება: ანხელი (63. ალკორკონი), გარიდო (90. ვალეკანო)

კორდობა-ბარსელონა B 2:0

გოლები: 1:0 ტენა (35), 2:0 შარლი (55)

გაძევება: მუნიესა (45)

გრანადა-ხირონა 2:1

გოლები: 1:0 რიკო (2), 2:0 ბენიტესი (29), 2:1 ხანდრო (43)

ნუმანსია-ელჩე 2:0

გოლები: 1:0 ბარკერო (35-პენ), 2:0 იბრაჰიმა (86)

გაძევება: მარტინი (36. ელჩე), ნანო (69. ნუმანსია)

ტენერიფე-კარტახენა 1:1

გოლები: 0:1 ტოჩე (67-პენ), 1:1 ნინო (70)

გაძევება: მარიანო (43. კარტახენა), ბელვისი (85. ტენერიფე), ერერო (87. კარტახენა)

ვალიადოლიდი-ალბასეტე დღეს

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბეტისი 6 5 0 1 15-5 15

2. ვალეკანო 6 5 0 1 12-6 15

3. სელტა 6 5 0 1 12-6 15

4. სალამანკა 6 4 2 0 7-3 14

5. ბარსელონა B B 6 4 0 2 8-9 12

6. ლას პალმასი 6 3 3 0 12-5 12

7. ხერესი 6 4 0 2 9-6 12

8. ალკორკონი 6 3 2 1 10-7 11

9. ვალიადოლიდი 5 3 1 1 11-4 10

10. ვილიარეალი B B 6 3 0 3 9-10 9

11. ალბასეტე 5 2 2 1 5-4 8

12. კორდობა 6 2 1 3 9-10 7

13. ელჩე 6 2 1 3 4-8 7

14. გრანადა 6 2 1 3 7-9 7

15. კარტახენა 6 2 1 3 11-8 7

16. ნუმანსია 6 2 0 4 7-8 6

17. ხირონა 6 2 0 4 11-13 6

18. ხიმნასტიკი 6 1 0 5 4-8 3

19. უელვა 6 0 3 3 3-10 3

20. უესკა 6 0 2 4 2-10 2

21. პონფერადინა 6 0 2 4 2-13 2

22. ტენერიფე 6 0 1 5 4-12 1

ბომბარდირები: 5 - ქუინი (ალკორკონი), დ. როდრიგესი (სელტა); 4 - რ. კასტრო (ბეტისი), გუერა (ვალიადოლიდი), კალე (ვალიადოლიდი), ტოჩე (კარტახენა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა