საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. III ტური
"დილამ", რომელიც ჯერ კიდევ რჩება საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად, ახალ ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მარცხი იწვნია, თანაც, მესამედ წააგო მასპინძლის სტატუსით.

ევროთასებზე მონაწილეობა შიდა ასპარეზზე წარუმატებლობას მეტ-ნაკლებად ამართლებს, მაგრამ ასეთი შედეგი უკვე ნამეტანია - სხვა ყველაფერს თავი რომ გავანებოთ, "დილა" ლიდერ "დინამოს" უკვე ცხრა ქულით ჩამორჩება, რაც ნამდვილად არ არის იოლად აღმოსაფხვრელი დანაკლისი.

რაც არანაკლებ ნიშანდობლივია, 26 აგვისტოს საქართველოს თასის მფლობელის თამაშის ხარისხი აშკარად არ იყო სახარბიელო. ასევე აშკარად უკეთესი გარჯა მოეთხოვებოდათ "დილას" ლიდერებსაც და იმ ფეხბურთელებსაც, რომელთა "მარიტიმუსთან" გამოჩენა ნაკლებად სავარაუდოა და ბოლნისელებთან შეხვედრაში მართებდათ საკუთარი კვალიფიკაციის დამტკიცება.

"სიონისთვის", რომელმაც ჩემპიონატი ორი საშინაო ფრით დაიწყო, მესამე ფრეც მშვენიერი შედეგი იქნებოდა, მაგრამ ბოლნისელებმა მიზანი გადაჭარბებულად შეასრულეს და უმაღლესი ლიგის ლიდერებშიც კი გაერივნენ.

მატჩის დებიუტი ბოლნისელთათვის მეტისმეტად შთამბეჭდავი, გორელთათვის კი გამაოგნებელი გამოდგა. "სიონმა" ორი სწრაფი გოლით მეტოქე უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო - რევაზ ჯიქიამაც და გიორგი ქუცურუამაც თავი ახლო მანძილიდან შესრულებული დარტყმებით გამოიჩინეს.

"დილა" მყის გააქტიურდა და ერთი ბურთი მალევე გაქვითა - მეტოქის საჯარიმოში გიორგი ონიანმა იბრძოლა, დასარტყამ პოზიციაზე კი ვალერიან კაციტაძე აღმოჩნდა.

პირველი ტაიმის დასრულებამდე გოგიტა გოგუამ და გიორგი კახელიშვილმა სცადეს წონასწორობის აღდგენა, მაგრამ მათმა მცდელობამ მიზანს ვერ უწია.

"დილა" შესვენების შემდეგაც ცდილობდა დანაკარგის ანაზღაურებას და რიგ ეპიზოდში ხიფათსაც ქმნიდა. შეცვლაზე შესულმა რომან ახალკაცმა 65-ე წუთზე გიორგი ილურიძის გადაცემით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.

თითქოს მატჩი კვლავ გორელთა კარნახით უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ სიონელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მეტოქეს თამაშის სადავეები არ დაანებეს და როცა ყველა ელოდა, რომ სტუმრები საყაიმო შედეგის შესანარჩუნებლად იბრძოლებდნენ, კვლავ "სიონი" დაწინაურდა.

გიორგი ოქროპირიძემ მოედნის სიღრმიდან შესანიშნავი პასით მეკარესთან პირისპირ ჯიქია გაიყვანა და ამ უკანასკნელს დუბლის შესრულება არ გასჭირვებია - 2:3.

"დილას" შეთამაშების პრობლემა ამის შემდეგაც ეტყობოდა, მაგრამ გათანაბრება მაინც შეეძლო - ზურაბ არზიანის მიერ შესრულებული საჯარიმო ხარიხას მოხვდა, კახელიშვილმა კი თავური არაზუსტად დაარტყა.

"დილას", ბუნებრივია, პორტუგალიური ბარიერის დაძლევასა და ევროპის ლიგის ჯგუფში თამაშს ვუსურვებთ. თუ ასე მოხდება, გორელებს ორ ფრონტზე ბრძოლის სწავლა მართებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შიდა სარბიელზე წარმატების მიღწევა შემდგომშიც გაუჭირდებათ.

თანაც, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მთავარ კონკურენტებთან დაპირისპირება "დილას" წინ აქვს.

"სიონზე" კი ეს სამი ქულა ალალია - მეტოქის საფიქრალი და ევროპული ამბიციები ბოლნისელთა წარმატებას ოდნავადაც ვერ აკნინებს.

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. III ტური

26.08. თბილისი. ბასა. 400 მაყურებელი

დილა-სიონი 2:3

გოლები: 0:1 ჯიქია (2), 0:2 ქუცურუა (4), 1:2 კაციტაძე (17), 2:2 ახალკაცი (65), 2:3 ჯიქია (70)

დილა სიონი

4-3-3 4-2-3-1

სკენდერი ბობღიაშვილი

შ. კაშია ორბელაძე

სალუქვაძე სვანიძე

გ. ონიანი ქემოკლიძე

ნ. ჯიშკარიანი ჩიკვილაძე

კაციტაძე გ. ოქროპირიძე

კახელიშვილი ჯოჯუა

გოგუა მანწკავა

გორელიშვილი ჭედია

ილურიძე ქუცურუა

ვაწაძე ჯიქია

მწვრთნელები:

თ. შალამბერიძე ჯ. ჯაგიდისი

დილა

38. გორელიშვილი - არზიანი

46. გოგუა - კლიმიაშვილი

56. კაციტაძე - ახალკაცი

სიონი

64. ჭედია - ისიანი

68. ქუცურუა - ფეიქრიშვილი

73. ჯიქია - უგულავა

გაფრთხილება: მანწკავა (21), ჩიკვილაძე (30), ოქროპირიძე (51)

არბიტრი: ა. კრიჭაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა